მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი. პირველი ქალი მონუმენტალისტი საქართველოში. აბაკელია თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეიადის წარმომადგენელია. სწავლა 1929 წელს დაასრულა. იყო ნიკო ნიკოლაძის, ნიკოლოზ კანდელაკის, იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს მოწაფე. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროინდელი ნამუშევრებით მიიპყრო მოსე თოიძისა და კოტე…
ოთარ ჯიშკარიანი საქართველოს დამსახურებული მხატვარი და XX საუკუნის 50-იანელთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. შემოქმედების ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი უმთავრესი საზრუნავი თანამედროვე ქართული წიგნის მხატვრული დონის ამაღლება იყო. პარალელურად მუშაობდა ფერწერასა და დაზგურ გრაფიკაშიც, ქმნიდა შრიფტის გარნიტურებს, პლაკატებს, შესრულებული აქვს მონუმენტური მოზაიკური პანოები და გობელენისათვის განკუთვნილი რამდენიმე ესკიზიც.…
კარლო ფაჩულია (დ.1942) მუშაობს დაზგური ფერწერისა და გრაფიკის დარგში, აფორმებს წიგნებს, ქმნის ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს. თავდაპირველი სამხატვრო განათლება მან ქუთაისის სამხატვრო სკოლაში მიიღო (1955-1959), სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე (1964‑1970), სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში (1972-1975), 1969-1973 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვარი; გაზეთების – „ლიტერატურული…
ლევან ურუშაძე 1990 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე იწყებს საგამოფენო საქმიანობას საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ – აშშ-სა (ნიუ-იორკი) და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში (ბერლინი, ციურიხი, ლისაბონი, მონაკო, ამსტერდამი, რომი, მოსკოვი). მისი გამოფენების არასრული ნუსხა ასეთია: ჯგუფური გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (თბილისი. 1991); გამოფენა „Совинцентр“-ში…
ნინო ზაალიშვილის შემოქმედებითი სფერო დაზგური და წიგნის გრაფიკაა. ქმნიდა ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს. თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე (1970) მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიაში (1970-1972), 1972 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზე. 1976 წელს დაამთავრა პეტერბურგის რეპინის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.…
ყარამან ქუთათელაძემ 1983 წელს სწავლა დაასრულა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე უჩა ჯაფარიძის სახელოსნოში. სამხატვრო აკადემიის დასრულებისთანავე იგი შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა დროს ფერწერას ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კინოს, რესტავრაციისა და გრაფიკის ფაკულტეტებზე. მუშაობდა სახვითი ფაკულტეტის დეკანად. იყო უჩა ჯაფარიძის, შემდგომ კი – კოკა…
თამარ კარბელაშვილის შემოქმედების ძირითადი სფერო დაზგური გრაფიკა, წიგნის გაფორმება და ილუსტრაციაა, თუმცა ქმნის ფერწერულ ტილოებსაც. 1962-66 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრებისთანავე გამომცემლობა „განათლებაში“ იწყებს მუშაობას, მოგვიანებით კი აქტიურად თანამშრომლობს სხვა გამომცემლობებთანაც და ნაყოფიერად ემსახურება წიგნის გამოცემის საქმეს. მხატვარი გამორჩეული, მეტყველი…
გიორგი როინიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე 1947 წლიდან ჟურნალ „დილის” რედაქციაში იწყებს მუშაობას და ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი სამხატვრო რედაქტორია. მან დაგვიტოვა ათეულობით ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნამუშევარი, წიგნების ილუსტრაციები. მუშაობდა პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრებში, ქმნიდა თემატურსა და აბსტრაქტულ ტილოებს, სატირულ ნახატებს;…
ნუგზარ ნათენაძე 2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.1990‑იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობს პროექტებსა და ჯგუფურ გამოფენებში, თბილისში იმართება მისი პერსონალური გამოფენებიც, მათ შორის, 1999-2003 წლებში „ძველ გალერეაში“ ეწყობა მისი ნამუშევრების ექსპოზიციები. გალერეა „ვანდაში“ (2004), გალერეა „ვერნისაჟსა“ (2005) და გალერეა „გამრეკელში“ (2006) მნახველმა იხილა მისი ძველი და…
ნანა ცინცაძე 1971 წელს ამთავრებს თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტს და ამავე წლიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივსა და საერთაშორისო ბიენალეებსა თუ გამოფენებში. ძირითადად, იგი დაზგურ გრაფიკაში მუშაობს. იყენებს ოფორტის ტექნიკას, აკვარელს, პასტელს, ნახშირს, შერეულ ტექნიკას. აქვს ზეთითა და ტემპერით შექმნილი ნამუშევრებიც. ოფორტით განხორციელებულ ანაბეჭდთა უმრავლესობა შავ-თეთრის ეფექტებზეა აგებული,…
ირინა შტენბერგი დაიბადა თბილისში. მხატვრის მამა, ვალენტინ შტენბერგი ინჟინერ-მშენებელი იყო, ამიტომ ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს: მოსკოვში, პეტერბურგში, ბათუმსა და ქუთაისში. 1917 წელს რევოლუციით დევნილი შტენბერგების ოჯახი თბილისში დამკვიდრდა. 1921 წელს ი. შტენბერგი სწავლას ნატიფი ხელოვნების წახალისების კავკასიური საზოგადოების სკოლაში აგრძელებს. 1923 წელს აბარებს თბილისის…
კლარა კვეესი დაიბადა თბილისში. მხატვრის მამა, კარლ კვეესი წარმოშობით ლატვიელი იყო. 1896 წელს მეფისნაცვალ ვორონცოვის მოწვევით იგი მეუღლესთან _ კლარა ცახერლისთან ერთად რიგიდან თბილისში ჩამოდის. მას, როგორც გამოცდილ და ცნობილ მებაღე-არქიტექტორს, ქალაქის გამწვანების სამუშაოების ხელმძღვანელობა ჩააბარეს. დროებით ჩამოსული ოჯახი სამუდამოდ დამკვიდრდა საქართველოში. კლარა მხატვრობამ ადრეული…
