Skip to content Skip to footer

XX საუკუნის 60/70-იანელთა თაობის ქართველ გრაფიკოს მხატვართა შორის განსაკუთრებული ადგილი აქვსდამკვიდრებული. მრავალრიცხოვანია მხატვრის მიერ შექმნილი დაზგური ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თუმცა 2000-იანი წლებიდან იგი უფრო მეტად წიგნის გაფორმებით იყო დაკავებული, ქმნიდა ილუსტრაციებსა  და ექსლიბრისებს. 1972 წელს გოგი წერეთელი ამთავრებს თბილისის სამხატვრო აკადემიას. სტუდენტობის წლებიდანვე მონაწილეობს ძალზე…

თამუნა მელიქიშვილი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, პარალელურად ლევან ჭოღოშვილის სახელოსნოში ეუფლებოდა ფერწერას. 1989 წელს კი დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. მხატვარი 1990-იანი წლებიდან მუშაობს კინოსა და ვიდეოარტის მიმართულებით, აფორმებს თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებს. ვიდეოარტისა და ინსტალაციების…

დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს – თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის – არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924-1928წწ. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს ოჯახური პირობების გამო, გამოვიდა სამხატვრო აკადემიიდან…

  ნანა ჭურღულია (დ.1950) მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, გაფორმებული აქვს ხუთ ათეულზე მეტი წიგნი, ქმნის ექსლიბრისებს, დაინტერესებულია კერამიკითა და ლითონის მხატვრული დამუშავებით, მუშაობდა მხატვარ-დიზაინერად ესთეტიკის ინსტიტუტში (1974-76), იყო ჟურნალ „დილის“ დიზაინერ-ილუსტრატორი (1981 წლიდან), თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: „მერანი“, „საქართველო“, „განათლება“, „ნაკადული“, „მეცნიერება“. დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო სოხუმის სამხატვრო სკოლაში,…

ლალი ლომთაძე (დ.1955) დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს, ქმნის წიგნების ილუსტრაციებს, ექს-ლიბრისებს, მუშაობს კინო/ტელე მხატვრობის სფეროშიც. 1975-79 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კინო/ტელე ფაკულტეტზე. მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ150-ზე მეტ გამოფენაში. მათ შორისაა პერსონალური, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენები: თბილისში (1996, 1998, 2000), მოსკოვში (1980, 1983, 1985,…

მალხაზ კუხაშვილის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, შემოქმედებითი ცხოვრება 1960-იანი წლების დასასრულიდან იწყება. იგი ძირითადად მუშაობს გრაფიკის დარგში, არის რამდენიმე ათეულიმხატვრული, მუსიკალური, დოკუმენტური ფილმისა და რუსთაველის თეატრის სპექტაკლების მხატვარი. შესრულებული აქვს რამდენიმე პლაკატი და აფიშაც. 1968 წლიდან მალხაზ კუხაშვილი მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში. 1982-1993 წლებში კი…

დაიბადა სოფელ საკაოში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია. გორის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, თბილისში განათლების უმაღლეს კურსებს გადიოდა. 1925 წელს გორდეზიანი სწავლობდა მოსკოვში „ვხუტემასში“ (ВХУТЕМАС), 1928 წელს სწავლას აგრძელებდა იმ ხანად ახლად გახსნილ თბილისის სახალხო უნივერსიტეტში. 1926 წლიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო…

მიშა შენგელია დაიბადა მეცნიერთა ოჯახში. მისი პაპა – ბოტანიკოსი ნიკო კეცხოველი 1945-1953 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი. 1982 1989 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. ხატვა შეისწავლა დამოუკიდებლად. მასზე დიდი გავლენა იქონიეს მოდერნისტმა მხატვრებმა, რომელთა ნამუშევრების რეპროდუქციები…

მიშა გოგრიჭიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1990-იანი წლების დასაწყისში მისი ნამუშევრები გამოჩნდა ქართულ საგამოფენო დარბაზებში, დამთვალიერებელს ფერწერული მინიმალისტური, ნაივური ხელწერით დაამახსოვრა თავი. 1990-იანი წლების ბოლოს მხატვარი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 90-იანი წლების საქართველო ამერიკულ ყოველდღიურობას „შეაზავა“ და შექმნა ნოსტალგიური ხასიათის სურათების სერიები ყველაფერ…

თეატრისა და კინოს მხატვარი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი. ერთი იმ მოდერნისტთაგანი, რომლის შემოქმედება სრულიად შეუსწავლელია, თუმცა ის შეიძლება ჩაითვალოს ქართული თეატრის მხატვრობის ერთ-ერთ რეფორმატორად.  დაიბადა 1901 წელს საქართველოში. ფერწერისა და ქანდაკების სასწავლებელში მას ასწავლის ალექსანდრ ზალცმანი. 1922 წლიდან იგი ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს სწავლას. პირველად მისი ნამუშევრები 1922 წელს…

მამია მალაზონიას  შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით. იგი ქმნის ფერწერულსა და დაზგურ გრაფიკულ ნამუშევრებს, ილუსტრაციებს, პლაკატებს. მისი გატაცებაა ასევე თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება, კინომხატვრობა, მულტიპლიკაცია, მონუმენტურ-დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს მის მიერ გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი,“ რომლის თითოეული ილუსტრირებული ფურცელი რამდენიმე კომპოზიციისგანაა შედგენილი, გვთავაზობს სხვადასხვა ამბის ერთდროულ თხრობას, კონკრეტული…

გიორგი გეგეჭკორი – ფერმწერი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გოგი გეგეჭკორი არის ფერწერის რეალისტური სკოლის მიმდევარი. შემოქმედების მთავარი თემაა პორტრეტი. მან სახელი გაითქვა ქართველ მეფეთა, საზოგადო მოღვაწეთა და ქართული თეატრის ცნობილ მსახიობთა პორტრეტული სერიებით. 1990-იანი წლებიდან…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.