Skip to content Skip to footer

ლევან ჭიჭინაძე ფერმწერი, თეატრის მხატვარი, პედაგოგი. მან 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფეკულტეტი თეატრის მხატვრობის მიმართულებით (პედაგოგი ფარნაოზ ლაპიაშვილი). გაფორმებული აქვს სპექტაკლები თბილისის ახმეტელის სახელობისა (თამაზ ბაძაღუას პიესის „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში, ასევე სარდაფისა და…

გიორგი მირზაშვილი მხატვრთა 80/90-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მან 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. „ფერწერულ ნამუშევარზე მუშაობისას ჩემი პირველადი მიზანია, მივაღწიო კომპოზიციისა და ფერის ერთიანობას, ვცდილობ, ჩემი სურათი გავხადო ფერში ინტენსიური და ექსპრესიული ნახატში… მე მჯერა, რომ ფერწერაში მთავარი მოძრაობაა, დინამიკა, რომელიც ტრანსფორმირდება სტატიკაში… ჩემთვის…

გია ხუციშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1989 წელს. მისი შემოქმედება 30 წელს ითვლის. იგი არის მრავალი საგამოფენო პროექტის, წიგნისა და სამხატვრო ალბომის ავტორი, მკვლევარი, მთარგმნელი და შემდგენელი. გია ხუციშვილი ერთადერთია XX საუკუნის 90-იან წლებში შემოქმედებით ასპარეზზე გამოსულ მხატვართა შორის, რომელმაც თავის…

რუსუდან ფეტვიაშვილმა  ბავშვობიდან გამოავლინა მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭი. მცირე ასაკის მიუხედავად, აღმოჩნდა მსოფლიოს ინტელექტუალური და სამხატვრო სამყაროს ყურადღების ცენტრში.მაგალითად, მისი შემოქმედების ფენომენისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა საფრანგეთში, ქალაქ სენტ- იორში 1981 წელს. ასაკის მატებასთან ერთად არ ნელდება ინტერესი მისი მხატვრობისადმი, რომელიცგამორჩეული და თვითმყოფადი ხელწერით ხასიათდება. ხშირად გამოსახავს…

მალხაზ დათუკიშვილი 1981-1987 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. მალხაზ დათუკიშვილი მუშაობს შერეულ მედიაში, ქმნის კოლაჟებს, ზეთის ფერწერას,გრაფიკას. 1990-იანი წლებიდან ინტენსიურად იფინება. გამოფენათაგან გამოვყოფთ რამდენიმეს: პერსონალური გამოფენა (რუსთავი. 1988), „ ARGENTEUIL HOTEL DES VENTES” (აუქციონი. პარიზი, საფრანგეთი. 1990), ჯგუფური გამოფენა, „ქართული ფერები“…

კოკა ცხვედიანი 1975-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობს სხვადასხვა მედიაში. 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთში გამართულ გამოფენაში, მათ შორისაა:„კარტეზიანული ფიქრები და გულისთქმა“ (მოსკოვის საერთაშორისო არტბაზრობა, გალერეა „კაშირკაზე“, მოსკოვი, რუსეთი. 1996), „GEM ATB“ (გალერეა „თბილისი“, იაპი კრედის მოედანი, სტამბული, თურქეთი. 2005), თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენა (ზაარლენდის რადიო,…

ილია პატაშური 1960-იან წლებში გამოდის სამხატვრო ასპარეზზე. 1939 წელს ხევშაში დაიბადა და, თუ მის შემოქმედებას გადავავლებთ თვალს, ნათელი გახდება, რომ ქართული მთის კოსმოგონია მუდმივად თან სდევს. თითქოს ის მუდმივად მითოლოგიზებულ დროში ცხოვრობს. ასე იყო, როდესაც ბავშვობაში ნახშირით ქვის ლოდებსა და სახლის კედლებზე ხატავდა დევებს და…

ალექსანდრე (ავთო) მოსიაშვილი დაიბადა დუშეთში. სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის განხრით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ავთო მოსიაშვილი გამოფენებში მონაწილეობას იღებს 1969 წლიდან.  1986 წელს ტოკიოში მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, 1990 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება,…

გაიანე ხაჩატურიანი 1942 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. მამა, ლევონ ხაჩატურიანი, ელექტროინჟინერი იყო, დედა, ჰასმიკ კალანტაროვი, ჰახნაზარიანთა სახელოვანი გვარის წამომადგენელი. მისი წინაპრები უძველესი სომხები- ზოკები იყვნენ. გაიანეს ძმა, პროფესიით ინჟინერი, სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვში ცხოვრობდა. ხატვა გაიანემ ადრეული ასაკიდან დაიწყო. ერთაგნ ინტერვიუში მხატვარი იხსენებს, როგორი აღფრთოვანება გამოუწვევია…

კაკო თოფურიას პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსის, ცოდნა გამდიდრებულია ტრადიციული ქართული მონუმენტური ფერწერის, ქანდაკების პლასტიკის, ჭედურობის, მინანქრისა და კერამიკის დარგების ცოდნითაც. ქართულ ემოციურ რეალიზმსა და ამ რეალობის სუბიექტურ მიდგომაზე დაფუძნებული მხატვრის ფერწერული კულტურა დამოუკიდებელი, საუცხოო სტილით ვლინდება და ლიტერატურული ქვეტექსტით პრიმიტივიზმს, „ინფანტილიზმსა“ და იუმორსაც შეიცავს. იგი ორგანზომილებიან…

ნინო ჯიშკარიანი (დ.1960) მუშაობს ფერწერის, დაზგური გრაფიკისა და გრაფიკული დიზაინის სფეროში, ქმნის ექსლიბრისებს. ავტორია სარეკლამო აფიშებისა კინომსახიობთა თეატრისათვის (1984-85), გაფორმებული აქვს ათობით წიგნი, თანამშრომლობს გამომცემლობებთან: „ნაკადული“, „მერანი“, „საბჭოთა საქართველო“. გარდა მხატვრობისა, აქტიურადაა ჩაბმული ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების პროცესების კვლევაში.მისი ავტორობით სამ ნაწილად იქნა განხორციელებული ორენოვანი, უხვად ილუსტრირებული მნიშვნელოვანი გამოცემები,…

ნოდარ მალაზონიას (დ.1929) შემოქმედება მოიცავს ფერწერისა და გრაფიკის დარგებს (წიგნის გაფორმება, პლაკატი, კარიკატურა, ილუსტრაცია), გრაფიკულ დიზაინსა და კომპიუტერულ გრაფიკას. მან მამია მალაზონიასთან ერთად შექმნა ქართული ბონისტიკისა (კუპონი, ლარი, ქართული თეთრი) და საბუთების (პასპორტი, მართვისა და პირადობის მოწმობა, ვაუჩერი) დიზაინი. გამორჩეულია ნოდარ მალაზონიას როლი ქართული პლაკატის…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.