მაია ცეცხლაძემ 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში. „მხატვრობაში მსურს, გადმოვცე მისტიკურ-რომანტიკული სამყარო, რომელიც სულის წიაღიდან გაღწევას ცდილობს, ცდილობს, სამყარო სილამაზითა და ჰარმონიით შეავსოს… ნამუშევრებში ხშირად დომინირებს პორტრეტები და ანგელოზები, რომლებიც ერთმანეთთან სინთეზით, მისტიკურ-ჰარმონიულ განწყობას ქმნიან,“ –…
დავით გაგოშიძემ 1982 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1984 წელს კი – მოსკოვის გრაბარის სარესტავრაციო ცენტრი შუა საუკუნეების მხატვრობის კოპირების სპეციალობით, 1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, 1990-1991 წლებში – უჩა ჯაფარიძის სახელობის შემოქმედებითი სტუდიის ფერწერის სახელოსნოში. მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და…
ალექსანდრე ბერდიშევი – გრაფიკოსი, ფერმწერი, დიზაინერი და ფოტოხელოვანი. მან 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1990 წელს სტაჟირება გაიარა გლაზგოს უმაღლესი ხელოვნების (მაკინტოშის) სკოლაში (შოტლანდია). ალექსანდრე ბერდიშევმა შექმნა სრულიად ორიგინალური მხატვრული სამყარო, რომელშიც მოდერნისტული მიმდინარეობების უცნაური ნაზავია. მხატვრის ნამუშევრები ყოველთვის საცნობია… უჩვეულო, სიურრეალისტური გამოსახულებები ვიზუალურად…
გერმანელი მხატვარი ჰანს ჰაინერ ბური (დ.1965) 1986-1990 წლებში სწავლობდა დრეზდენის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში. 1990-1993 წლებში მან ამსტერდამში, გერიტ რიტველდის სამხატვრო აკადემიაში, გააგრძელა სწავლა. 1993-1996 წლებში კი გერმანიაში, ბერლინში დაბრუნდა. 1990 -იანი წლებიდან მონაწილეობდა გერმანიის სხვადასხვა გალერეაში მოწყობილ გამოფენებში, მათ შორის, ბერლინში (1992) როსტოკის გალერეა „G+S“-ში (1993), ასევე გალერეა „Bauerfeind“…
ირაკლი მაისურაძემ 1990 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1988 წლიდან აქტიურად მონაწილებდა ჯგუფურსა და სოლო გამოფენებში საქართველოში, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში. აღსანიშნავია მისი კონცეპტუალისტური აქცია „ლოკალური კათარზისი“ (თბილისის თანამედროვე ხელოვნების გალერეა. 1993). მხატვარმა 2008 წელს დაიწყო ხატწერა. ირაკლი მაისურაძე 1997 წლიდან ამიერკავკასიის მხატვართა გილდიის…
დათო კრაწაშვილს პატარა გენიოსი შეარქვეს. წერდა, ხატავდა, მღეროდა. 17 წლისა გარდაიცვალა. დათოს ამ სტრიქონებში ჩანს, რომ იგი თავის ნაადრევ გარდაცვალებასაც წინასწარმეტყველებდა: „გასვენების დღეს იქნება წვიმა, წვიმის წვეთებიც დამიტირებენ, დამასვენებენ თბილისის მიღმა და, ალბათ, სამუდამოდ, დამივიწყებენ”. დათო კრაწაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო…
გელა წულაძე გასაბჭოების შემდგომ საფრანგეთში ემიგრირებული ოჯახის შთამომავალია; 1977-1980 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. შემდეგ საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და სწავლა განაგრძო პარიზის სახვითი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში (École des Beaux-Arts). აქ გაიცნო და დაუახლოვდა მხატვართა გაერთიანება „თავისუფალი ფიგურაციის“ წევრებს. მათთან ერთად მისი ნამუშევრები იფინებოდა სხვადასხვა გალერეაში.…
თამაზ ხუციშვილმა 1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატრო აკადემია. სწავლობდა პროფესორ ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში. ამავე აკადემიაში ასწავლიდა 1967-1999 წლებში. 1996 წლიდან ასწავლის ფერწერას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე. გამოფენებში მონაწილეობას იღებს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. 1965 წლიდან იგი მონაწილეობს მხატვართა კავშირისა თუ სამხატვრო ფონდის…
ჰენრიკ ჰრინევსკი დაიბადა ქალაქ ქუთაისში. იგი საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი იყო. 1877-1898 წწ. მან საზღვარგარეთ – იტალიაში, საფრანგეთში და გერმანიაში გაატარა. საფრანგეთში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია, ფლორენციაში მიიღო უმაღლესი განათლება, ხოლო გერმანიაში დაეუფლა არქიტექტორის სპეციალობას. 1898 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო…
ალექსანდრე ფლორენსკი ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი. დაიბადა 1960 წელს ლენინგრადში, მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ლენინგრადის ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. არის მხატვართა გაერთიანება „Митьки”-ს შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985 წ.), პეტერბურგის მხატვართა კავშირის გრაფიკის სექციის წევრი (1988 წ.). 1997-2005 წლებში იყო გალერეა „Митьки…
ოლგა ფლორენსკაია (დ.1960) – ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი და მოქანდაკე, დაიბადა ლენინგრადში,მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-ტექნიკური სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. მეუღლე ალექსანდრ ფლორენსკისთან ერთად არის ჯგუფ “Митьки”-ს შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985), პეტერბურგის მხატვართა კავშირის წევრი (1988). ალექსანდრე ფლორენსკისთან ერთად განახორციელა არაერთი მასშტაბური…
მამუკა მიქელაძემ სამი ათწლეულის განმავლობაში მოაწყო 15 პერსონალური გამოფენა, მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტ ჯგუფურ ექსპოზიციაში, მოხატა 10 ეკლესია საქართველოში და ერთი საფრანგეთში (პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი). პერსონალური გამოფენები გაიმართა აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, იტალიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში. მამუკა მიქელაძის მხატვრობა…
