Skip to content Skip to footer

მოქანდაკე, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გოგი ოჩიაური ქართველ მოქანდაკეთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელია, რომელთა შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა  ეროვნული იდენტობის გამომხატველი ხასიათისა და მოტივების ძიებას ჰქონდა.  მის შექმნილ სკულპტურებს შორის განსაკუთრებით ცნობილია  მონუმენტური ქანდაკებები: „აჯანყება“ – მხატვრის სადიპლომო ნამუშევარი (ბრინჯაო, 1984, ლანჩხუთი),  “ვაჟა-ფშაველა”…

რუსული წარმოშობის საბჭოთა ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში.  იყო ი. შარლემანის, ე. თათევოსიანისა და ე. ლანსერეს მოწაფე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930 წლიდან. 1923 ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1929 წელს დაასრულა ფერმწერის სპეციალობით. 1928-1932 წლებში მუშაობდა თბილისის ოპერისა…

თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სახვითი ხელოვნებით გატაცებული ახალგაზრდა 1922 წელს შევიდა მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში, სადაც სწავლობდა 1924 წლამდე. ამავე წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. აქ სამხატვრო ხელოვნებას ეუფლებოდა შესანიშნავი რუსი მხატვრების ე. ლანსერესა და ი. შარლემანის, საქართველოს სახალხო მხატვრის გიგო გაბაშვილის,…

მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის მხატვარი  ელგუჯა ამაშუკელი, მისი პლეადის მოქანდაკეთა მსგავსად, მონუმენტურ სკულპტურაში ეროვნული იდენტობის მქონე ხატების ავტორია. მეფეთა გამოსახულებები და სიმბოლური და ალეგორიული შინაარსის ურბანული ქანდაკებები: ვახტანგ გორგასალი, ქართლის დედა, ვეფხი და მოყმე, „ცოდნის ზარი“ (დედა-ენა), დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი, დიდების მონუმენტი („კოლხი დედა“)…

1906 წლიდან სწავლობდა ფოთის გიმნაზიაში, 1916-1921 წლებში მოხალისედ წავიდა ჯარში, 1921 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, კურსანტებთან ერთად წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში. 1922-1926 წლებში სწავლობდა და დაასრულა ახლად დაარსებული თბილისისი სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება, პროფესორების ევგენი ლანსერეს, იოსებ შარლემანის და გიგო გაბაშვილის…

გურამ (ხიტა) ქუთათელაძე დაიბადა ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის (1959–1972) აპოლონ ქუთათელაძის (აპოლონ ქუთათელაძე) ოჯახში. 1940 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1942–1946 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი დავით…

რიტა ხაჩატურიანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის განხრით. რიტას ნამუშევრები ადვილად საცნობია მხატვრისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით, სიმკაცრითაც კი, რაც საგრძნობი იყო მის ადრეულ სერიებში: შიში, მორფოლოგია, ბატონები. მისი ტილოები გვაოცებს ძალით, მასშტაბით, ფანტასტიკური წარმოსახვით… რიტას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ…

ფერმწერი, გრაფიკოსი თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის სვანეთში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ფერწერის ფაკულტეტი (1958). ავტორია პატარა ზომის პეიზაჟებისა და ჟანრული სურათების, რომლებშიც ძირითადად ასახულია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული კავშირი, აგრეთვე თბილისური ყოფა–ცხოვრება. მრავალი წელი მოანდომა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების კვლევას, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა…

მოქანდაკე, გრაფიკოსი და ფერმწერი; ქართულ მონუმენტურ ქანდაკებაში, XX საუკუნის 50-იან წლებში დაწყებული ეროვნულ-პარტიოტული მიმართულების ერთ-ერთი შემოქმედი. იტალიური რენესანსისა და მანერიზმის ესთეტიკაზე დაფუძნებული მისი ძლიერი,  გმირული ხასიათის პლასტიკა, რომელშიც გამოჩენილი ქართველი მეფეებისა და მითოლოგიური პერსონაჟების ხატებია ასახული, ასევე –   საქართველოს ისტორიის გარდამტეხი  მოვლენებისადმი მიძღვნილი მემორიალები, ცალკე…

ლევან მარგიანი – ფერმწერი, მინიატიურისტი. მან 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი. 1994 წლიდან დღემდე გამართული აქვს ოცამდე პერსონალური გამოფენა, მათ შორის, პარიზის „Cour des Saits-Perez-16“-ის საგამოფენო სივრცეში, EXPO 2000-ის გენერალური კომისრის საპატიო სტუმართა დარბაზსა (ჰანოვერი, გერმანია) და 2001 წელს მერაბ აბრამიშვილთან ერთად ნიქოზიაში, ჰილტონის…

კახაბერ ტატიშვილმა (დ.1964) 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი ფერწერა, სახვითი თუ აბსტრაგირაბული კომპოზიციები, პეიზაჟები თუ ნატურმორტები დახვეწილი ფერადოვნებით, ლაკონიური ფორმებითა და მაჟორული განწყობით გამოირჩევა. „თემატურად და შესრულების მხრივაცვცდილობდი და ვცდილობ მრავალფეროვანი იყოს ჩემი შემოქმედება. იგი ძირითადად ასახავს ჩემს ხედვას და დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნის,…

გელა პატიაშვილმა 1986 წელს სწავლა დაასრულა თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ხატვა, რომლითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული, საბოლოოდ, მისი პროფესია გახდა. ტექნიკურმა განათლებამ, უპირველესად კი, მათემატიკამ, მხატვრის თქმით, მას სივრცის აღქმის უნარი განუვითარა და მეოთხე განზომილების არსებობაში დაარწმუნა. 1992 წელს თავისუფალი მსმენელის სტატუსით ხელოვნების ისტორიის ლექციებს ესწრებოდა პარიზის…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.