Skip to content Skip to footer

სტურუა რობერტ

რობერტ სტურუა ქართველი ფერმწერ-მონუმენტალისტი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1965). 1933 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე. მის შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები , როგორიცაა “გამარჯვების ზეიმი” – ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა(1945-1950), “ხალხთა მეგობრობა” – სოფელ შრომის(ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი(1953-1956), “ბოროტსა სძლია კეთილმან” – მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული(1957-60), ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის და მრავალი სხვა. ასევე მუშაობდა დაზგურ ფერწერაშიც, პორტრეტის ჟანრში; აღსანიშნავია მისი შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები; საგულისხმოა ნამუშევრებიც წიგნის გრაფიკაში; კერძოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას ქმნილებათა ილუსტრაციები.

რობერტ სტურუა
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1916-1982Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.