თამაზ ხუციშვილმა 1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატრო აკადემია. სწავლობდა პროფესორ ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში. ამავე აკადემიაში ასწავლიდა 1967-1999 წლებში. 1996 წლიდან ასწავლის ფერწერას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე. გამოფენებში მონაწილეობას იღებს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. 1965 წლიდან იგი მონაწილეობს მხატვართა კავშირისა თუ სამხატვრო ფონდის მიერ მოწყობილ ყველა გამოფენაში, აგრეთვე საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საკავშირო გამოფენებში. მხატვარი არის ათეულობით საბავშვო წიგნის ილუსტრატორი და გაფორმებული აქვს მრავალი ფილმი თუ სპექტაკლი საქართველოს დრამატულ და მუსიკალურ თეატრებში. თამაზ ხუციშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს სამხატვრო ფონდებში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერიასა და აღმოსავლეთისა ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიაში და სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო ინსტიტუტის ფონდებში, აგრეთვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. 1993 წელს თამაზ ხუციშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
სხვა ავტორები
ლადო თევდორაძე დაიბადა 1957 წელს. იგი 1974-1977 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში, ხოლო 1979-1985 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ლადო თევდორაძის ნამუშევრებში გადმოცემულია საქართველოს წარსულისა და აწმყოს ყოველდღიური ყოფის ამსახველი სცენები. პერსონაჟთა სახასიათო სტილიზება, მაჟორული ფერთა გამა ერთის მხრივ ნოსტალგიურ და ამავდროულად…
თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სახვითი ხელოვნებით გატაცებული ახალგაზრდა 1922 წელს შევიდა მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში, სადაც სწავლობდა 1924 წლამდე. ამავე წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. აქ სამხატვრო ხელოვნებას ეუფლებოდა შესანიშნავი რუსი მხატვრების ე. ლანსერესა და ი. შარლემანის, საქართველოს სახალხო მხატვრის გიგო გაბაშვილის,…
გიორგი როინიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე 1947 წლიდან ჟურნალ „დილის” რედაქციაში იწყებს მუშაობას და ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი სამხატვრო რედაქტორია. მან დაგვიტოვა ათეულობით ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნამუშევარი, წიგნების ილუსტრაციები. მუშაობდა პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრებში, ქმნიდა თემატურსა და აბსტრაქტულ ტილოებს, სატირულ ნახატებს;…