Skip to content Skip to footer
მალხაზ დათუკიშვილი
დაბადების წელი1956Share

დათუკიშვილი მალხაზ

მალხაზ დათუკიშვილი 1981-1987 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. მალხაზ დათუკიშვილი მუშაობს შერეულ მედიაში, ქმნის კოლაჟებს, ზეთის ფერწერას,გრაფიკას. 1990-იანი წლებიდან ინტენსიურად იფინება. გამოფენათაგან გამოვყოფთ რამდენიმეს: პერსონალური გამოფენა (რუსთავი. 1988), „ ARGENTEUIL HOTEL DES VENTES” (აუქციონი. პარიზი, საფრანგეთი. 1990), ჯგუფური გამოფენა, „ქართული ფერები“ (ბერლინი, გერმანია. 1990), ჯგუფური გამოფენა „MGC GRADEC” (ზაგრები, იუგოსლავია.1991), ჯგუფური გამოფენა (ქართული კულტურის ცენტრი „მზიური”. მოსკოვი. 1991 ), ჯგუფური გამოფენა „BAD SALAZUFLEN. KLAUS-DIETEN WOLF” (გერმანია. 1998 ), პერსონალური გამოფენა (პროკრედიტ ბანკი, თელავი. 2007). სამყაროს უსასრულობა და მებრძოლი ადამიანი მალხაზ დათუკიშვილის ძირითადი თემაა. მხატვრის შემოქმედებითი ბუნება მაღალი პლასტიკური კულტურის მქონე აბსტრაქტულ ფერწერაში ვლინდება.მისეული აბსტრაქტული ფორმების იდეა კვლავ ბუნებას უბრუნდება. მხატვრის თანდაყოლილი „არაფორმალური” ინტერპრეტაციის უნარი ფერწერაში ვლინდება როგორც ფსიქიკური იმპროვიზაციის ხელოვნება. სხვადასხვა მასალასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები აერთიანებს მხატვრის მიერ შექმნილ ფიგურულსა და აბსტრაქტულ ელემენტებს. მალხაზ დათუკიშვილის ნამუშევრები ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში..

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.