რომუალდ (რომა) ცუხიშვილი 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი კერამიკოსის სპეციალობით (პედაგოგები: სერგო ქობულაძე, ვახტანგ ჯაფარიძე გიორგი სესიაშვილი, რევაზ იაშვილი). 1963-1966წწ. მუშაობდა სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროში, შემდეგ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში რესტავრატორად; 1970 წელს დაამთავრა თსსა-იის ასპირანტურა და იქვე დაიწყო მუშაობა პედაგოგად.
1981-1984 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს მივლინებით მუშაობდა მოზამბიკის ერთ-ერთ სამხატვრო სკოლაში, სადაც დააარსა კერამიკის განყოფილება. 1978 წელს წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის – ძველი თბილისი გადასცეს საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი; 1980 წელს ვალორისის საერთაშორისო გამოფენაზე კი – დიპლომი ნამუშევრისთვის ვარძია; 1997 წელს გერმანიის ქალაქ ანაბერგ-ბუხჰოლცში გამართულ კერამიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა საპატიო პრიზით; 2004 წელს ქ. თბილისში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საშობაო ფესტივალზე, მიიღო პირველი პრემია. მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში.
სხვა ავტორები
სიხარულიძე ბათუ – მოქანდაკე და პედაგოგი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგები: ირაკლი ოქროპირიძე, გოგი ოჩიაური). მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში პროფესორ მერაბ ბერძენიშვილის კლასში. 1994 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასწავლის ბოსტონის უნივერსიტეტში, სადაც არის ქანდაკების კათედრის გამგე და სამაგისტრო სახელოსნოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2010…
რუსუდან ფეტვიაშვილმა ბავშვობიდან გამოავლინა მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭი. მცირე ასაკის მიუხედავად, აღმოჩნდა მსოფლიოს ინტელექტუალური და სამხატვრო სამყაროს ყურადღების ცენტრში.მაგალითად, მისი შემოქმედების ფენომენისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა საფრანგეთში, ქალაქ სენტ- იორში 1981 წელს. ასაკის მატებასთან ერთად არ ნელდება ინტერესი მისი მხატვრობისადმი, რომელიცგამორჩეული და თვითმყოფადი ხელწერით ხასიათდება. ხშირად გამოსახავს…
გიგო ზაზიაშვილი დაიბადა ქართული აბრების მხატვრის, ივანე ზაზიაშვილის, ოჯახში. თვითნასწავლ მხატვარს ხელმოკლეობის გამო არ მიუღია დაწყებითი განათლება, 14 წლის ასაკში კი დაობლდა. მომავალ მხატვარს პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და დაოსტატებაში დაეხმარა მხატვარია გიგო გაბაშვილი. მოგვიანებით მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX საუკუნის ქართველ რეალისტ მხატვრებთან. გ. ზაზიაშვილის შემოქმედებისათვის…