Skip to content Skip to footer
ზაურ დეისაძე
დაბადების წელი1942Share

დეისაძე ზაური

ზაურ დეისაძე მრავალმხრივი შემოქმედია – მუშაობს ფერწერისა და დაზგური გრაფიკის დარგებში; წიგნებისთვის ქმნის ილუსტრაციებს;

თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ „დილასთან“; დაკავებული იყო სატელევიზიო მხატვრობით, ლითონმქანდაკებლობითა და დიზაინით.

თავდაპირველი პროფესიული განათლება ზაურ დეისაძემ ქუთაისის გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში მიიღო, რომელიც 1959 წელსდაამთავრა.

1961-67 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე; 1976 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი; მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში.

1986 წელს დაასახელეს წლის საუკეთესო გრაფიკოსად; გაიმარჯვა   წიგნის მხატვრული გაფორმებისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო (გაეროსა და აშშ-ის) კონკურსებში. მის მიერ შესრულებული პორტრეტები, ნატურმორტები თუ სიუჟეტური კომპოზიციები ლოკალურად დაფენილი ცინცხალი, ნათელი ფერებით, სიცოცხლით სავსე ოპტიმისტური განწყობით მუხტავს მაყურებელს.

განსაკუთრებული სითბოთია განმსჭვალული საბავშვო ჟურნალ „დილისთვის“, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოებისა, თუ ათეულობით საბავშვო ნაწარმოებისთვის მის მიერ შექმნილი ილუსტრაციები.

ზაურ დეისაძის ნამუშევრები ინახება: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში,  საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, აშშ -ის კერძო კოლექციებში

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.