მაია ნავერიანი (დაბ.1966 წელს, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე კი მხატვარ გია ეძგვერაძესთან. 1989 წლიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის…
ლევან მინდიაშვილი დაიბადა 1979 წელს თბილისში.1997-2003 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 2008-2010 წლებში სწავლა გააგრძელა, არგენტინაში,ბუენოს-აირესის ხელოვნების ეროვნულ უნივერსიტეტში IUNA:-პოსტგ რედუეით მეცნიერებები მულტიდისციპლინარული მიმართულებით. 2010 წელს FundacionTelefonica-ი (ბუენოსაირესი) სწავლობდა Streaming_media”-მედია და სატელევიზიო ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე ხელოვნებაში. მუშაობს მულტიმედია არტის მიმართულებით. საქართველო დატოვა 2008 წელს.…
თანამედროვე ქართული გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლადო გრიგოლია ქართული წიგნის ხელოვნების დიდოსტადად ითვლება. მისი მემკვიდრეობა მოიცავს წიგნის გრაფიკას, ნახატებს, შრიფტს, წიგნის მორთულობის ნიმუშებსა და ქანდაკებას. დაწერილი აქვს სამეცნიერო ნაშრომი „ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი“.…
ლეოპოლდ ძაძამიძე (1922–1966) ქართველი ფერმწერი – პეიზაჟისტი და XX საუკუნის 1950/1960-იანი წლების ქართული მხატვრობის წარმომადგენელია. ძაძამიძე 1922 წლის 20 ნოემბერს ზუგდიდში დაიბადა. 1941/1947 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, ალექსანდრე ციმაკურიძის კლასში. ქართული პეიზაჟური მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის შემოქმედებითმა გამოცდილებამ არსებითი გავლენა მოახდინა…
გრიგოლ ჩირინაშვილმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1943 წელს; 1965 წლიდან ამავე აკადემიის პედაგოგი იყო (1982 წლიდან — პროფესორი). სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში. 1978 წელს მხატვრულად გააფორმა გურჯაანის შინმოუსვლელთა მემორიალი. შექმნა თბილისის თემისადმი მიძღვნილი სურათები, მ. შ. „ვანო სარაჯიშვილი“ (1955), „ქართული პური“ (1970), „ფიროსმანი“ (1975) „ჩემი თბილისი…
1936-40 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 1946 წელს დაამთავრა ფერწერის ფაკულტეტის ასპირანტურა. 1948 წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი. 1948-1953 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“ მხატვრულ რედაქტორად. 1966-1975 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე ასწავლიდა ფერწერასა და კომპოზიციას. ხელოვანი არის საქართველოს…
მოქანდაკე და იუველერი, დაიბადა 1941 წელს ბორჯომში, საქართველო. ბავშვობა გაატარა ბათუმში. სამი წლის მანძილზე სწავლობდაათბილისის სამხატვრო აკადემიისაქანდაკების ფაკულტეტზე. 22 წლის ასაკში საცხოვრებლადამოსკოვშიაგადავიდა, სადაც სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლის ასაკში საბჭოთა მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1969 წელს იქორწინა საფრანგეთის მოქალაქე კატრინ ბარსაკზე, ცნობილი თეატრალური…
რობერტ სტურუა ქართველი ფერმწერ-მონუმენტალისტი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1965). 1933 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე. მის შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები , როგორიცაა “გამარჯვების ზეიმი” – ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა(1945-1950),…
ეთერ ჭკადუა დაიბადა 1965 წელს თბილისში. 1981-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე. 1987-1988 წლებში მონუმენტური ხელოვნების ფაკულტეტზე, ასპირანტურაში. საქართველო დატოვა 1988 წელს. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ნიუ იორკში ( აშშ), კინგსტონში (იამაიკა) და თბილისში (საქართველო). თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაქორწინდა ამერიკელ ენათმეცნიერზე კევინ ტუიტზე და 1988…
ა. ციმაკურიძე იწყებს სწავლას კავკასიის ნატიფი ხელოვნების ხელშეწყობის სკოლაში ბორის ფოგელთან და ოსკარ შმერლინგთან. შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში და ჩაირიცხა კ. იუონის სტუდიაში. მოგვიანებით სტროგანოვების ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელშია, ხოლო 1906 წელს აქვე განაგრძო სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ნ.…
თეა გვეტაძე დაიბადა 1971 წელს რიგაში. 1988-1993 წლებში სწავლობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რის შემდეგაც განათლების მიღებას განაგრძობს გერიტ რიტველდის აკადემიაში. (ამსტერდამი, ჰოლანდია) 1994-2001 წლებში სწავლობს დიუსელდორფის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიაში, გერმანიაში. ამჟამად, ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. თეა გვეტაძე სხვადასხვა მედიაში ქმნის ნამუშევრებს, თუმცა მის შემოქმედებაში…
მოქანდაკე, გრაფიკოსი, თბილისისა და მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდების მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი (1999). გია ჯაფარიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1968 წელს დაამთავრა; 1972 წელს კი ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში დაასრულა სწავლა. 1970 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა გამოფენებში: ქართული დაზგური ქანდაკება (თბილისი, 1991);…
