მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი. ირაკლი ოჩიაურმა სამხატვრო აკადემია 1951 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „ვაჟა ფშაველა.“ გამოფენებში მონაწილეობდა 1953 წლიდან. ამავე წლიდან გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. ირაკლი ოჩიაური სახელს უკავშირდება ქართული ჭედურობის ტრადიციის აღორძინება, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე…
ჯიბსონ ხუნდაძე მიეკუთვნება 1950-60 იანელთა თაობას, რომლიც წარმოადგენდა ახალ აბსტრაქტულ ტალღას ქართულ სახვით ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ეტაპობრივად ქრება პეიზაჟის რეალისტური გაგება, იმპრესიონიზმის და აკადემიზმის სტილური ნიშნები. ინტენსიური ფერთა გამა, ფერადოვანი ლაქების ფენები, უხეში მონასმები, სიღრმე, ხაზობრივი რითმი, შუქ-ჩრდილის მოდელირება მუდმივად იკვეთება მხატვრის სახვით ენაში. შემოქმედების…
რუსული წარმომავლობის საბჭოთა ფერმწერი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი, პედაგოგი, საბწოთა კავშირის საპატიო მხატვარი, დაიბადა მოსკოვში. მან გრძელი და ძინააღმდეგობებით აღასავსე ცხოვრება განვლო ორი საუკუნის მიჯნაზე. 1897 წელს ვასილი შუხაევმა ჩააბარა სტროგანოვის ინდუსტრიული ხელოვნების სასწავლებელშ და სწავლობდა ა. კოროვინთან, ი. ნივინსკისთან, ვ. ჟოლტოვსკისთან ერთად. 1906 წელს ჩააბარა პეტერბურგის…
მოქანდაკე, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გოგი ოჩიაური დაიბადა 1927 წელს, ახიელში, დუშეთის რაიონი. იგი ქართველ მოქანდაკეთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელია, რომელთა შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეროვნული იდენტობის გამომხატველი ხასიათისა და მოტივების ძიებას ჰქონდა. მის მიერ შექმნილ სკულპტურებს შორის განსაკუთრებით ცნობილია მონუმენტური ქანდაკებები: „აჯანყება“…
რუსული წარმოშობის საბჭოთა ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. იყო ი. შარლემანის, ე. თათევოსიანისა და ე. ლანსერეს მოწაფე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930 წლიდან. 1923 ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1929 წელს დაასრულა ფერმწერის სპეციალობით. 1928-1932 წლებში მუშაობდა თბილისის ოპერისა…
თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სახვითი ხელოვნებით გატაცებული ახალგაზრდა 1922 წელს შევიდა მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში, სადაც სწავლობდა 1924 წლამდე. ამავე წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. აქ სამხატვრო ხელოვნებას ეუფლებოდა შესანიშნავი რუსი მხატვრების ე. ლანსერესა და ი. შარლემანის, საქართველოს სახალხო მხატვრის გიგო გაბაშვილის,…
მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის მხატვარი ელგუჯა ამაშუკელი, მისი პლეადის მოქანდაკეთა მსგავსად, მონუმენტურ სკულპტურაში ეროვნული იდენტობის მქონე ხატების ავტორია. მეფეთა გამოსახულებები და სიმბოლური და ალეგორიული შინაარსის ურბანული ქანდაკებები: ვახტანგ გორგასალი, ქართლის დედა, ვეფხი და მოყმე, „ცოდნის ზარი“ (დედა-ენა), დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი, დიდების მონუმენტი („კოლხი დედა“)…
1906 წლიდან სწავლობდა ფოთის გიმნაზიაში, 1916-1921 წლებში მოხალისედ წავიდა ჯარში, 1921 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, კურსანტებთან ერთად წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში. 1922-1926 წლებში სწავლობდა და დაასრულა ახლად დაარსებული თბილისისი სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება, პროფესორების ევგენი ლანსერეს, იოსებ შარლემანის და გიგო გაბაშვილის…
გურამ (ხიტა) ქუთათელაძე დაიბადა ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის (1959–1972) აპოლონ ქუთათელაძის (აპოლონ ქუთათელაძე) ოჯახში. 1940 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1942–1946 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი დავით…
რიტა ხაჩატურიანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის განხრით. რიტას ნამუშევრები ადვილად საცნობია მხატვრისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით, სიმკაცრითაც კი, რაც საგრძნობი იყო მის ადრეულ სერიებში: შიში, მორფოლოგია, ბატონები. მისი ტილოები გვაოცებს ძალით, მასშტაბით, ფანტასტიკური წარმოსახვით… რიტას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ…
ფერმწერი, გრაფიკოსი თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის სვანეთში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ფერწერის ფაკულტეტი (1958). ავტორია პატარა ზომის პეიზაჟებისა და ჟანრული სურათების, რომლებშიც ძირითადად ასახულია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული კავშირი, აგრეთვე თბილისური ყოფა–ცხოვრება. მრავალი წელი მოანდომა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების კვლევას, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა…
მოქანდაკე, გრაფიკოსი და ფერმწერი; ქართულ მონუმენტურ ქანდაკებაში, XX საუკუნის 50-იან წლებში დაწყებული ეროვნულ-პარტიოტული მიმართულების ერთ-ერთი შემოქმედი. იტალიური რენესანსისა და მანერიზმის ესთეტიკაზე დაფუძნებული მისი ძლიერი, გმირული ხასიათის პლასტიკა, რომელშიც გამოჩენილი ქართველი მეფეებისა და მითოლოგიური პერსონაჟების ხატებია ასახული, ასევე – საქართველოს ისტორიის გარდამტეხი მოვლენებისადმი მიძღვნილი მემორიალები, ცალკე…
