Skip to content Skip to footer

ლევან მარგიანი – ფერმწერი, მინიატიურისტი. მან 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი. 1994 წლიდან დღემდე გამართული აქვს ოცამდე პერსონალური გამოფენა, მათ შორის, პარიზის „Cour des Saits-Perez-16“-ის საგამოფენო სივრცეში, EXPO 2000-ის გენერალური კომისრის საპატიო სტუმართა დარბაზსა (ჰანოვერი, გერმანია) და 2001 წელს მერაბ აბრამიშვილთან ერთად ნიქოზიაში, ჰილტონის…

კახაბერ ტატიშვილმა (დ.1964) 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი ფერწერა, სახვითი თუ აბსტრაგირაბული კომპოზიციები, პეიზაჟები თუ ნატურმორტები დახვეწილი ფერადოვნებით, ლაკონიური ფორმებითა და მაჟორული განწყობით გამოირჩევა. „თემატურად და შესრულების მხრივაცვცდილობდი და ვცდილობ მრავალფეროვანი იყოს ჩემი შემოქმედება. იგი ძირითადად ასახავს ჩემს ხედვას და დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნის,…

გელა პატიაშვილმა 1986 წელს სწავლა დაასრულა თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ხატვა, რომლითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული, საბოლოოდ, მისი პროფესია გახდა. ტექნიკურმა განათლებამ, უპირველესად კი, მათემატიკამ, მხატვრის თქმით, მას სივრცის აღქმის უნარი განუვითარა და მეოთხე განზომილების არსებობაში დაარწმუნა. 1992 წელს თავისუფალი მსმენელის სტატუსით ხელოვნების ისტორიის ლექციებს ესწრებოდა პარიზის…

მაია ცეცხლაძემ 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში. „მხატვრობაში მსურს, გადმოვცე მისტიკურ-რომანტიკული სამყარო, რომელიც სულის წიაღიდან გაღწევას ცდილობს, ცდილობს, სამყარო სილამაზითა და ჰარმონიით შეავსოს… ნამუშევრებში ხშირად დომინირებს პორტრეტები და ანგელოზები, რომლებიც ერთმანეთთან სინთეზით, მისტიკურ-ჰარმონიულ განწყობას ქმნიან,“ –…

ალექსანდრე ბერდიშევი – გრაფიკოსი, ფერმწერი, დიზაინერი და ფოტოხელოვანი. მან 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1990 წელს სტაჟირება გაიარა გლაზგოს უმაღლესი ხელოვნების (მაკინტოშის) სკოლაში (შოტლანდია). ალექსანდრე ბერდიშევმა შექმნა სრულიად ორიგინალური მხატვრული სამყარო, რომელშიც მოდერნისტული მიმდინარეობების უცნაური ნაზავია. მხატვრის ნამუშევრები ყოველთვის საცნობია… უჩვეულო, სიურრეალისტური გამოსახულებები ვიზუალურად…

გერმანელი მხატვარი ჰანს ჰაინერ ბური (დ.1965) 1986-1990 წლებში სწავლობდა დრეზდენის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში. 1990-1993 წლებში მან ამსტერდამში, გერიტ რიტველდის სამხატვრო აკადემიაში, გააგრძელა სწავლა. 1993-1996 წლებში კი გერმანიაში, ბერლინში დაბრუნდა. 1990 -იანი წლებიდან მონაწილეობდა გერმანიის სხვადასხვა გალერეაში მოწყობილ გამოფენებში, მათ შორის, ბერლინში (1992) როსტოკის გალერეა „G+S“-ში (1993), ასევე გალერეა „Bauerfeind“…

ირაკლი მაისურაძემ 1990 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1988 წლიდან აქტიურად მონაწილებდა ჯგუფურსა და სოლო გამოფენებში საქართველოში, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში. აღსანიშნავია მისი კონცეპტუალისტური აქცია „ლოკალური კათარზისი“ (თბილისის თანამედროვე ხელოვნების გალერეა. 1993). მხატვარმა 2008 წელს დაიწყო ხატწერა. ირაკლი მაისურაძე 1997 წლიდან ამიერკავკასიის მხატვართა  გილდიის…

დათო კრაწაშვილს პატარა გენიოსი შეარქვეს. წერდა, ხატავდა, მღეროდა. 17 წლისა გარდაიცვალა. დათოს ამ სტრიქონებში ჩანს, რომ იგი თავის ნაადრევ გარდაცვალებასაც წინასწარმეტყველებდა: „გასვენების დღეს იქნება წვიმა, წვიმის წვეთებიც დამიტირებენ, დამასვენებენ თბილისის მიღმა და, ალბათ, სამუდამოდ, დამივიწყებენ”. დათო  კრაწაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო…

გელა წულაძე გასაბჭოების შემდგომ საფრანგეთში ემიგრირებული ოჯახის შთამომავალია; 1977-1980 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. შემდეგ საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და სწავლა განაგრძო პარიზის სახვითი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში (École des Beaux-Arts). აქ გაიცნო და დაუახლოვდა მხატვართა გაერთიანება „თავისუფალი ფიგურაციის“ წევრებს. მათთან ერთად მისი ნამუშევრები იფინებოდა  სხვადასხვა გალერეაში.…

თამაზ ხუციშვილმა 1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატრო აკადემია. სწავლობდა პროფესორ ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში.  ამავე აკადემიაში ასწავლიდა 1967-1999 წლებში. 1996 წლიდან ასწავლის ფერწერას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე. გამოფენებში მონაწილეობას იღებს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. 1965 წლიდან იგი მონაწილეობს მხატვართა კავშირისა თუ სამხატვრო ფონდის…

ჰენრიკ ჰრინევსკი დაიბადა ქალაქ ქუთაისში. იგი საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი იყო. 1877-1898 წწ. მან საზღვარგარეთ – იტალიაში, საფრანგეთში და გერმანიაში გაატარა. საფრანგეთში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია, ფლორენციაში მიიღო უმაღლესი განათლება, ხოლო გერმანიაში დაეუფლა არქიტექტორის სპეციალობას. 1898 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო…

ალექსანდრე ფლორენსკი ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი. დაიბადა 1960 წელს ლენინგრადში, მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ლენინგრადის ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. არის მხატვართა გაერთიანება „Митьки”-ს შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985 წ.), პეტერბურგის მხატვართა კავშირის გრაფიკის სექციის წევრი (1988 წ.). 1997-2005 წლებში იყო გალერეა „Митьки…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.