რუსუდან ფეტვიაშვილმა ბავშვობიდან გამოავლინა მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭი. მცირე ასაკის მიუხედავად, აღმოჩნდა მსოფლიოს ინტელექტუალური და სამხატვრო სამყაროს ყურადღების ცენტრში.მაგალითად, მისი შემოქმედების ფენომენისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა საფრანგეთში, ქალაქ სენტ- იორში 1981 წელს. ასაკის მატებასთან ერთად არ ნელდება ინტერესი მისი მხატვრობისადმი, რომელიცგამორჩეული და თვითმყოფადი ხელწერით ხასიათდება. ხშირად გამოსახავს…
მალხაზ დათუკიშვილი 1981-1987 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. მალხაზ დათუკიშვილი მუშაობს შერეულ მედიაში, ქმნის კოლაჟებს, ზეთის ფერწერას,გრაფიკას. 1990-იანი წლებიდან ინტენსიურად იფინება. გამოფენათაგან გამოვყოფთ რამდენიმეს: პერსონალური გამოფენა (რუსთავი. 1988), „ ARGENTEUIL HOTEL DES VENTES” (აუქციონი. პარიზი, საფრანგეთი. 1990), ჯგუფური გამოფენა, „ქართული ფერები“…
კოკა ცხვედიანი 1975-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობს სხვადასხვა მედიაში. 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთში გამართულ გამოფენაში, მათ შორისაა:„კარტეზიანული ფიქრები და გულისთქმა“ (მოსკოვის საერთაშორისო არტბაზრობა, გალერეა „კაშირკაზე“, მოსკოვი, რუსეთი. 1996), „GEM ATB“ (გალერეა „თბილისი“, იაპი კრედის მოედანი, სტამბული, თურქეთი. 2005), თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენა (ზაარლენდის რადიო,…
ილია პატაშური 1960-იან წლებში გამოდის სამხატვრო ასპარეზზე. 1939 წელს ხევშაში დაიბადა და, თუ მის შემოქმედებას გადავავლებთ თვალს, ნათელი გახდება, რომ ქართული მთის კოსმოგონია მუდმივად თან სდევს. თითქოს ის მუდმივად მითოლოგიზებულ დროში ცხოვრობს. ასე იყო, როდესაც ბავშვობაში ნახშირით ქვის ლოდებსა და სახლის კედლებზე ხატავდა დევებს და…
ალექსანდრე (ავთო) მოსიაშვილი დაიბადა დუშეთში. სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის განხრით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ავთო მოსიაშვილი გამოფენებში მონაწილეობას იღებს 1969 წლიდან. 1986 წელს ტოკიოში მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, 1990 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება,…
კაკო თოფურიას პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსის, ცოდნა გამდიდრებულია ტრადიციული ქართული მონუმენტური ფერწერის, ქანდაკების პლასტიკის, ჭედურობის, მინანქრისა და კერამიკის დარგების ცოდნითაც. ქართულ ემოციურ რეალიზმსა და ამ რეალობის სუბიექტურ მიდგომაზე დაფუძნებული მხატვრის ფერწერული კულტურა დამოუკიდებელი, საუცხოო სტილით ვლინდება და ლიტერატურული ქვეტექსტით პრიმიტივიზმს, „ინფანტილიზმსა“ და იუმორსაც შეიცავს. იგი ორგანზომილებიან…
ნინო ჯიშკარიანი (დ.1960) მუშაობს ფერწერის, დაზგური გრაფიკისა და გრაფიკული დიზაინის სფეროში, ქმნის ექსლიბრისებს. ავტორია სარეკლამო აფიშებისა კინომსახიობთა თეატრისათვის (1984-85), გაფორმებული აქვს ათობით წიგნი, თანამშრომლობს გამომცემლობებთან: „ნაკადული“, „მერანი“, „საბჭოთა საქართველო“. გარდა მხატვრობისა, აქტიურადაა ჩაბმული ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების პროცესების კვლევაში.მისი ავტორობით სამ ნაწილად იქნა განხორციელებული ორენოვანი, უხვად ილუსტრირებული მნიშვნელოვანი გამოცემები,…
ნოდარ მალაზონიას (დ.1929) შემოქმედება მოიცავს ფერწერისა და გრაფიკის დარგებს (წიგნის გაფორმება, პლაკატი, კარიკატურა, ილუსტრაცია), გრაფიკულ დიზაინსა და კომპიუტერულ გრაფიკას. მან მამია მალაზონიასთან ერთად შექმნა ქართული ბონისტიკისა (კუპონი, ლარი, ქართული თეთრი) და საბუთების (პასპორტი, მართვისა და პირადობის მოწმობა, ვაუჩერი) დიზაინი. გამორჩეულია ნოდარ მალაზონიას როლი ქართული პლაკატის…
მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი. პირველი ქალი მონუმენტალისტი საქართველოში. აბაკელია თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეიადის წარმომადგენელია. სწავლა 1929 წელს დაასრულა. იყო ნიკო ნიკოლაძის, ნიკოლოზ კანდელაკის, იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს მოწაფე. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროინდელი ნამუშევრებით მიიპყრო მოსე თოიძისა და კოტე…
ოთარ ჯიშკარიანი საქართველოს დამსახურებული მხატვარი და XX საუკუნის 50-იანელთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. შემოქმედების ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი უმთავრესი საზრუნავი თანამედროვე ქართული წიგნის მხატვრული დონის ამაღლება იყო. პარალელურად მუშაობდა ფერწერასა და დაზგურ გრაფიკაშიც, ქმნიდა შრიფტის გარნიტურებს, პლაკატებს, შესრულებული აქვს მონუმენტური მოზაიკური პანოები და გობელენისათვის განკუთვნილი რამდენიმე ესკიზიც.…
კარლო ფაჩულია (დ.1942) მუშაობს დაზგური ფერწერისა და გრაფიკის დარგში, აფორმებს წიგნებს, ქმნის ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს. თავდაპირველი სამხატვრო განათლება მან ქუთაისის სამხატვრო სკოლაში მიიღო (1955-1959), სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე (1964‑1970), სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში (1972-1975), 1969-1973 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვარი; გაზეთების – „ლიტერატურული…
ლევან ურუშაძე 1990 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე იწყებს საგამოფენო საქმიანობას საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ – აშშ-სა (ნიუ-იორკი) და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში (ბერლინი, ციურიხი, ლისაბონი, მონაკო, ამსტერდამი, რომი, მოსკოვი). მისი გამოფენების არასრული ნუსხა ასეთია: ჯგუფური გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (თბილისი. 1991); გამოფენა „Совинцентр“-ში…
