ზურაბ ნიჟარაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში – რექტორი. იგი XX საუკუნის 50-იანელ მხატვართა მრავალმხრივ გამორჩეული თაობის წარმომადგენელია. თაობამ, რომელმაც პოლიტიკური რეპრესიებისა და მეორე მსოფლიო ომის გამო მძიმე ბავშვობა და ყრმობა გამოიარა, 50-იანი…
ალბერტ დილბარიანი დაიბადა თბილისში 1928 წელს. ის იყო ფერმწერი, რომელმაც 1946–1952 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის მიმართულებით. მისი შემოქმედება, რომელიც მოიცავს პორტრეტებს, ნატურმორტებს, პეიზაჟურ და ჟანრული ხასიათის ნამუშევრებს, გამოირჩევა ორიგინალური სიუჟეტური კომპოზიციებით, ფერწერული ფაქტურით და თემის ემოციური გააზრებით. დილბარიანი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა…
გივი თოიძე ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. როგორც არტისტი, გივი თოიძე ჩამოყალიბდა თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის მოსე თოიძის სახელოსნოში. გივი თოიძის მრავალმხრივი შემოქმედების თემებია ძველი თბილისი, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტი,…
რენო თურქია დაიბადა 1926 წელს ქალაქ სოხუმში.1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1940 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. რენო თურქია ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობდა, მის პორტრეტებსა და პეიზაჟებში საცნობია მხატვრის დახვეწილი ხელწერა და სახასიათო კოლორიტი. რენო…
მოქანდაკე, სცენოგრაფი და გრაფიკოსი, ნინო წერეთელი 1922 წელს დაარსებული თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეადის წარმომადგენელია. თამარ აბაკელიასთან ერთად, ის არის პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ქანდაკება პროფესიად აირჩია. ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად (ის 37 წლისა გარდაიცვალა), მან სამოცამდე ნამუშევარი დატოვა ქანდაკების, გრაფიკისა და სცენოგრაფიის დარგში. იყო იაკობ…
გურამ გელოვანმა 1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მხატვარ გ. გელოვანის თაობა, რომელიც შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იანი წლებიდან გამოდის, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საბჭოთა სისტემის ფარგლებში. ამ თაობის მხატვრული პრაქტიკაც ოფიციალური, ჯერაც სოც- რეალისტური მეთოდით რეგლამენტირებულ გარემოში ფუნქციონირებდა, ამავდროულად, მასში უკვე მოიაზრებოდა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პოტენციალი. 1954 წლიდან აქტიურად…
თამარ კვესიტაძე – ხელოვანი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. თამარ კვესიტაძემ თოჯინების კეთება დაიწყო. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, სადაც მისი ნამუშევრებით დილერები და გალერეები დაინტერესდნენ. მან ზუსტად დაინახა საკოლექციო, უნიკალური თოჯინების ბიზნესი თავისი იერარქიებით და დახვეწილ დასავლურ ტექნოლოგიებს მაღალმხატვრული ინდივიდუალური შემოქმედებითი ხერხები დაუპირისპირა.…
ვაჟა მელიქიშვილი ავტორია მნიშვნელოვანი ნამუშევრების როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ: გამარჯვების სტელა (სიღნარი-1966 წ) აკაკი წერეთლის მემორიალი (საჩხერე-სხვიტორის გასაყარზე – 1988წ), შინ მოუსვლელთა “გრანდიოზული მემორიალი სენაკში” – “დიდების კუბი” (1976-1984 წ), მას ეკუთვნის ბარელიეფების სერია: “დოვლათი” (თბილისი 1969 წ), კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში განათავსებული “თბილისური…
მხატვარი, მულტიმედიური, ვიდეო და ინსტალაციების არტისტი, დაიბადა თბილისში. ამჟამად ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს და სახელოვნებო პროექტებს მართავს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. სონღულაშვილმა ხატვა ღრმა ბავშვობაში დაიწყო. 2013 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის (New York Academy of Art)…
მოქანდაკე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2005). 1980 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ამავე წლიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის: საერთაშორისო სიმპოზიუმი (რიგა, ლატვია, 1986), საერთაშორისო სიმპოზიუმი, კომპოზიცია “კორიდა” (ბიარიცი, საფრანგეთი, 1991, 1998), ქანდაკების საერთაშორისო სიმპოზიუმი “La Manche Cerisy La-Foret, Biennale de Sculpture Ouistreham Riva Bella” (საფრანგეთი,…
მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მოქანდაკეთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელი. გურამ კორძახიამ სამხატვრო აკადემია 1952 წელს დაამთავრა და მაშინვე საკავშირო მასშტაბით გაითქვა სახელი: მისმა სადიპლომო ნამუშევარმა, ვლადიმირ მაიაკოვსკის ქანდაკებამ, 29 წლის სკულპტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ქანდაკება თავდაპირველად მოსკოვში, პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში დადგეს; მოგვიანებით კი მისი ასლი…
მარკ პოლიაკოვი დაიბადა 1948 წელს თბილისში (საქრთველო). 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მ. პოლიაკოვი არის საქართველოს და რუსეთის მხატვართა კავშირის წევრი. იგი მონაწილეობდა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში თბილისში, მოსკოვში, ბერლინში, თელ-ავივსა და ნიუ-იორკში. მხატვარმა ხუთი პერსონალური გამოფენა მოაწყო თბილისში, მოსკოვსა და ნიუ იორკში. მარკ…
