Skip to content Skip to footer

სერგო (ჩახო) ჩახოიანცი  გასული საუკუნის ქართველ ფერმწერთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელია. ხელოვნების მოყვარული საზოგადოებისთვის მისი  შემოქმედება 2000-იანი წლების პირველი დეკადიდან გახდა ცნობილი, როდესაც გარდაცვალების შემდგომ, ერთმანეთის მიყოლებით  გაიმართა მხატვრის პერსონალური გამოფენები. ჩახოიანცის შემოქმედებაში  განსაკუთრებით აღსანიშნავია გვიანდელი პერიოდის, ზეთის საღებავებით დახატული ნამუშევრები –  მრვალშრიანი ექპრესიული აბსტრაციები…

ვახტანგ ქოქიაშვილი ვიტრაჟული ხელოვნების ჟანრის პიონერია საქართველოში, მისი ნამუშევრები ამშვენებდა პოპულარულ საჯარო და კერძო სივრცეებს საქართველოს ქალაქებში – თბილისის ფუნიკულიორის საბაგირო სადგურის ინტერიერიდან შავი ზღვის საკურორტო ქალაქების ინტერიერებამდე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1956 წელს. 1962-1969წწ, 1974-1979წწ. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის საწარმოო კომბინატის მთავარი…

გიორგი შხვაცაბაია – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, მოქანდაკეთა 60-იანი წლების თაობის წარმომადგენელი,  თბილისის საპატიო მოქალაქე. სამხატვარო აკადემია დაამთავრა 1964 წელს. იყო ნიკოლოზ კანდელაკის, ვალენტინ თოფურიძისა და გოგი ოჩიაურის მოსწავლე. 1975 წელს მოქანდაკემ შექმნა ქალის შიშველი ფიგურა, სახელწოდებით “ახალგაზდრობა”, რომელიც, სახვით ხელოვნებაში წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის, საკავშირო…

ფელიქს ვარლამიშვილი დაიბადა ქუთაისში 1903 წელს ფინანსისტ გრიგოლ ვარლამიშვილისა და როზა ფალიაშვილის ოჯახში. დედის ნაადრევად გარდაცვალების გამო, ახალციხეში დეიდასთან იზრდებოდა. 1912 წელს ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შევიდა, 1920 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1922 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებისთანავე ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში…

ფერმწერი, თეატრისა და ინტერიერის დეკორატორი; რეჟისორ რობერტ სტურუასთან თანამშრომლობით, მან ახალი ეპოქა შექმნა ქართულ სცენოგრაფიაში.   მირიან შველიძემ 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია თეატრის მხატვრის სპეციალობით. 1975 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი. მისი ძირითადი სცენოგრაფიული ნამუშევრები დაკავშირებულია რუსთაველის თეატრთან, თუმცა, სხვადასხვა დროს…

ფარნაოზ (ფარნა) ლაპიაშვილი XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიისა და კინომხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელსაც გაფორმებული აქვს ასზე მეტი სპექტაკლი და შექმნილი აქვს მხატვრობა ისეთი ცნობილი ფილმებისთვის, როგორებიცაა  ვახტანგ ტაბლიაშვილის „ქეთო და კოტე“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1948 წელს), სერგო ჭელიძის „ცისკარა“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1955 წელს), მიხეილ…

როლანდ შალამბერიძე  დაიბადა 1958 წელს საქართველოში, ქალაქ  ქუთაისში. 1982 წელს ქალაქ ქუთაისში მან  მერაბ ამაღლობელთან ერთად  მხატვართა და პოეტთა ნონკომფრომისტული შემოქმედებითი კლუბი „თეთრი ფრთები“ დააფუძნა. 1988 წლიდან ის ცხოვრობს და მუშაობს სანკტ-პეტერბურგში. მუშაობს როგორც აბსტრაქციონისტი, კონცეპტუალისტი, პერფორმანსებისა და ვიდეოარტის ოსტატი. 1996-2001 წლებში ის ცხოვრობს გერმანიაში,…

„ქართული სცენოგრაფიის პატრიარქი“, “ადამიანი, რომელმაც შემოსა ცეკვა“; მხატვარი „რომელმაც XX საუკუნის სცენოგრაფიაში შექმნა საკუთარი ხელწერა“ – ასეთი სიტყვებით მოიხსენიებენ მხატვარ  სოლიკო ვირსალაძეს –  თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და მუსიკის უბადლო მცოდნეს, რომელმაც სცენოგრაფიაში  მუსიკალური განწყობის შესაბამისი  მხატვრული  ენა შექმნა და   უდიდესი როლი შეასრულა 1945 წელს ილიკო…

ზურაბ ნიჟარაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში – რექტორი. იგი XX საუკუნის 50-იანელ მხატვართა მრავალმხრივ გამორჩეული თაობის წარმომადგენელია. თაობამ, რომელმაც პოლიტიკური რეპრესიებისა და მეორე მსოფლიო ომის გამო მძიმე ბავშვობა და ყრმობა გამოიარა, 50-იანი…

ალბერტ დილბარიანი დაიბადა თბილისში 1928 წელს. ის იყო ფერმწერი, რომელმაც 1946–1952 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის მიმართულებით. მისი შემოქმედება, რომელიც მოიცავს პორტრეტებს, ნატურმორტებს, პეიზაჟურ და ჟანრული ხასიათის ნამუშევრებს, გამოირჩევა ორიგინალური სიუჟეტური კომპოზიციებით, ფერწერული ფაქტურით და თემის ემოციური გააზრებით. დილბარიანი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა…

გივი თოიძე ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. როგორც არტისტი, გივი თოიძე ჩამოყალიბდა თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის მოსე თოიძის სახელოსნოში. გივი თოიძის მრავალმხრივი შემოქმედების თემებია ძველი თბილისი, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტი,…

რენო თურქია დაიბადა 1926 წელს ქალაქ სოხუმში.1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1940 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. რენო თურქია ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობდა, მის პორტრეტებსა და პეიზაჟებში საცნობია მხატვრის დახვეწილი ხელწერა და სახასიათო კოლორიტი. რენო…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.