1947-1953 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1954-1956 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასპირანტია.. მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში მულტფილმების მთავარ მხატვრად., სამხატვრო აკადემიაში ხატვის პედაგოგი იყო, ხოლო 1955-1958 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ფერწერის კათედრაზე . 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება. 1996 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი…
ედმონდ კალანდაძე ახალი ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტობიდან, 1940-იანი წლების ბოლოდან, კალანდაძე, განსაკუთრებული ნიჭითა და აქტიურობით გამოირჩეოდა. ამ პერიოდის ქართველ მხატვართა მოღვაწეობამ მთელ საბჭოთა სივრცეში ერთგვარი პოლიტიკურ-კულტურული მოვლენის სტატუსი შეიძინა. კალანდაძის შემოქმედებაში მკაფიოდ აისახა ეპოქის საერთო კულტურული ტენდენციები, როგორც ფორმალურ-სტილისტური, ასევე…
ჯიბსონ ხუნდაძე მიეკუთვნება 1950-60 იანელთა თაობას, რომლიც წარმოადგენდა ახალ აბსტრაქტულ ტალღას ქართულ სახვით ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ეტაპობრივად ქრება პეიზაჟის რეალისტური გაგება, იმპრესიონიზმის და აკადემიზმის სტილური ნიშნები. ინტენსიური ფერთა გამა, ფერადოვანი ლაქების ფენები, უხეში მონასმები, სიღრმე, ხაზობრივი რითმი, შუქ-ჩრდილის მოდელირება მუდმივად იკვეთება მხატვრის სახვით ენაში. შემოქმედების…
რუსული წარმომავლობის საბჭოთა ფერმწერი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი, პედაგოგი, საბწოთა კავშირის საპატიო მხატვარი, დაიბადა მოსკოვში. მან გრძელი და ძინააღმდეგობებით აღასავსე ცხოვრება განვლო ორი საუკუნის მიჯნაზე. 1897 წელს ვასილი შუხაევმა ჩააბარა სტროგანოვის ინდუსტრიული ხელოვნების სასწავლებელშ და სწავლობდა ა. კოროვინთან, ი. ნივინსკისთან, ვ. ჟოლტოვსკისთან ერთად. 1906 წელს ჩააბარა პეტერბურგის…
რუსული წარმოშობის საბჭოთა ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. იყო ი. შარლემანის, ე. თათევოსიანისა და ე. ლანსერეს მოწაფე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930 წლიდან. 1923 ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1929 წელს დაასრულა ფერმწერის სპეციალობით. 1928-1932 წლებში მუშაობდა თბილისის ოპერისა…
თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სახვითი ხელოვნებით გატაცებული ახალგაზრდა 1922 წელს შევიდა მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში, სადაც სწავლობდა 1924 წლამდე. ამავე წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. აქ სამხატვრო ხელოვნებას ეუფლებოდა შესანიშნავი რუსი მხატვრების ე. ლანსერესა და ი. შარლემანის, საქართველოს სახალხო მხატვრის გიგო გაბაშვილის,…
1906 წლიდან სწავლობდა ფოთის გიმნაზიაში, 1916-1921 წლებში მოხალისედ წავიდა ჯარში, 1921 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, კურსანტებთან ერთად წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში. 1922-1926 წლებში სწავლობდა და დაასრულა ახლად დაარსებული თბილისისი სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება, პროფესორების ევგენი ლანსერეს, იოსებ შარლემანის და გიგო გაბაშვილის…
გურამ (ხიტა) ქუთათელაძე დაიბადა ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის (1959–1972) აპოლონ ქუთათელაძის (აპოლონ ქუთათელაძე) ოჯახში. 1940 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1942–1946 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი დავით…
რიტა ხაჩატურიანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის განხრით. რიტას ნამუშევრები ადვილად საცნობია მხატვრისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით, სიმკაცრითაც კი, რაც საგრძნობი იყო მის ადრეულ სერიებში: შიში, მორფოლოგია, ბატონები. მისი ტილოები გვაოცებს ძალით, მასშტაბით, ფანტასტიკური წარმოსახვით… რიტას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ…
ფერმწერი, გრაფიკოსი თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის სვანეთში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ფერწერის ფაკულტეტი (1958). ავტორია პატარა ზომის პეიზაჟებისა და ჟანრული სურათების, რომლებშიც ძირითადად ასახულია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული კავშირი, აგრეთვე თბილისური ყოფა–ცხოვრება. მრავალი წელი მოანდომა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების კვლევას, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა…
ლევან მარგიანი – ფერმწერი, მინიატიურისტი. მან 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი. 1994 წლიდან დღემდე გამართული აქვს ოცამდე პერსონალური გამოფენა, მათ შორის, პარიზის „Cour des Saits-Perez-16“-ის საგამოფენო სივრცეში, EXPO 2000-ის გენერალური კომისრის საპატიო სტუმართა დარბაზსა (ჰანოვერი, გერმანია) და 2001 წელს მერაბ აბრამიშვილთან ერთად ნიქოზიაში, ჰილტონის…
კახაბერ ტატიშვილმა (დ.1964) 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი ფერწერა, სახვითი თუ აბსტრაგირაბული კომპოზიციები, პეიზაჟები თუ ნატურმორტები დახვეწილი ფერადოვნებით, ლაკონიური ფორმებითა და მაჟორული განწყობით გამოირჩევა. „თემატურად და შესრულების მხრივაცვცდილობდი და ვცდილობ მრავალფეროვანი იყოს ჩემი შემოქმედება. იგი ძირითადად ასახავს ჩემს ხედვას და დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნის,…
