ფარნაოზ (ფარნა) ლაპიაშვილი XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიისა და კინომხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელსაც გაფორმებული აქვს ასზე მეტი სპექტაკლი და შექმნილი აქვს მხატვრობა ისეთი ცნობილი ფილმებისთვის, როგორებიცაა ვახტანგ ტაბლიაშვილის „ქეთო და კოტე“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1948 წელს), სერგო ჭელიძის „ცისკარა“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1955 წელს), მიხეილ…
როლანდ შალამბერიძე დაიბადა 1958 წელს საქართველოში, ქალაქ ქუთაისში. 1982 წელს ქალაქ ქუთაისში მან მერაბ ამაღლობელთან ერთად მხატვართა და პოეტთა ნონკომფრომისტული შემოქმედებითი კლუბი „თეთრი ფრთები“ დააფუძნა. 1988 წლიდან ის ცხოვრობს და მუშაობს სანკტ-პეტერბურგში. მუშაობს როგორც აბსტრაქციონისტი, კონცეპტუალისტი, პერფორმანსებისა და ვიდეოარტის ოსტატი. 1996-2001 წლებში ის ცხოვრობს გერმანიაში,…
„ქართული სცენოგრაფიის პატრიარქი“, “ადამიანი, რომელმაც შემოსა ცეკვა“; მხატვარი „რომელმაც XX საუკუნის სცენოგრაფიაში შექმნა საკუთარი ხელწერა“ – ასეთი სიტყვებით მოიხსენიებენ მხატვარ სოლიკო ვირსალაძეს – თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და მუსიკის უბადლო მცოდნეს, რომელმაც სცენოგრაფიაში მუსიკალური განწყობის შესაბამისი მხატვრული ენა შექმნა და უდიდესი როლი შეასრულა 1945 წელს ილიკო…
ზურაბ ნიჟარაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში – რექტორი. იგი XX საუკუნის 50-იანელ მხატვართა მრავალმხრივ გამორჩეული თაობის წარმომადგენელია. თაობამ, რომელმაც პოლიტიკური რეპრესიებისა და მეორე მსოფლიო ომის გამო მძიმე ბავშვობა და ყრმობა გამოიარა, 50-იანი…
ალბერტ დილბარიანი დაიბადა თბილისში 1928 წელს. ის იყო ფერმწერი, რომელმაც 1946–1952 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის მიმართულებით. მისი შემოქმედება, რომელიც მოიცავს პორტრეტებს, ნატურმორტებს, პეიზაჟურ და ჟანრული ხასიათის ნამუშევრებს, გამოირჩევა ორიგინალური სიუჟეტური კომპოზიციებით, ფერწერული ფაქტურით და თემის ემოციური გააზრებით. დილბარიანი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა…
გივი თოიძე ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. როგორც არტისტი, გივი თოიძე ჩამოყალიბდა თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის მოსე თოიძის სახელოსნოში. გივი თოიძის მრავალმხრივი შემოქმედების თემებია ძველი თბილისი, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტი,…
რენო თურქია დაიბადა 1926 წელს ქალაქ სოხუმში.1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1940 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. რენო თურქია ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობდა, მის პორტრეტებსა და პეიზაჟებში საცნობია მხატვრის დახვეწილი ხელწერა და სახასიათო კოლორიტი. რენო…
გურამ გელოვანმა 1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მხატვარ გ. გელოვანის თაობა, რომელიც შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იანი წლებიდან გამოდის, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საბჭოთა სისტემის ფარგლებში. ამ თაობის მხატვრული პრაქტიკაც ოფიციალური, ჯერაც სოც- რეალისტური მეთოდით რეგლამენტირებულ გარემოში ფუნქციონირებდა, ამავდროულად, მასში უკვე მოიაზრებოდა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პოტენციალი. 1954 წლიდან აქტიურად…
მხატვარი, მულტიმედიური, ვიდეო და ინსტალაციების არტისტი, დაიბადა თბილისში. ამჟამად ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს და სახელოვნებო პროექტებს მართავს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. სონღულაშვილმა ხატვა ღრმა ბავშვობაში დაიწყო. 2013 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის (New York Academy of Art)…
სოფო ჩხიკვაძე დაიბადა საქართველოში, თბილისში 1972 წელს. ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს ინგლისში (ლონდონი). ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯის დამთავრების შემდგომ, პროფესიული განათლება და მაგისტრის წოდება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური ხელწერით, გარკვეულწილად ნაივური სტილით, რომელიც პირდაპირ ემოციურ გავლენას ახდენს მნახველზე. სოფოს…
ლევან ცუცქირიძე ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), პროფესორი (1990), ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი (1974). 1946-1957 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1960 წელს დაამთავრა აკადემიის ასპირანტურა პროფესორ სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. 1975- 2005 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის…
ნათელა იანქოშვილმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1943). მალევე გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მისი პედაგოგები იყვნენ ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე და სერგო ქობულაძე. ნ. იანქოშვილი მუშაობდა როგორც ფერწერის, ისე გრაფიკასა და წიგნის ილუსტრაციაში. 1966 წელს გამოიცა იაპონურ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი ნათელა იანქოშვილის ილუსტრაციებით. მხატვრამა უარი…
