Skip to content Skip to footer

  დავით (დადინო) აბესაძე ე.წ. 90-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელია .დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანზე ოჯახი ზრუნავდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი სახელოვნებო ცხოვრებაში მისი ჩართულობა მინიმუმამდე შემცირდა. დავით აბესაძე საინტერესო და შთამბეჭდავი ხელოვანია, რომლის ხელწერა ექსპრესიულობითა და სამყაროს მისეული, გამორჩეული ხედვით ხასიათდება.

ლუიზა ლაფერაძე 2000-იანი წლების მხატვართა თაობის წარმომადგენელია. დაიბადა მეშახტეთა ქალაქ ტყიბულში, ტყიბულშივე რვა კლასის დასრულების შემდეგ თბილისში გააგრძელა ცხოვრება, სწავლა და საქმიანობა. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა და უცხოეთში. არის არაერთი პროექტის ორგანიზატორი და  მონაწილე. შემოქმედებით რეზიდენციებში იმყოფებოდა გერმანიასა და ჰოლანდიაში.…

გიორგი კუხალაშვილი (დაბ. 1982 წ.) 2002-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინო იყო ინტერესი რელიგიური, ალეგორიული და მისტიკური თემებისადმი. XXI საუკუნის ადამიანს სურს ჩასწვდეს თავის სულიერ წარმომავლობას, მხოლოდ ინტელექტუალიზმით კი ეს შეუძლებელია. ხელოვნება საფეხურია, რომელიც სპირიტულ სამყაროში შეგვიძღვება. გიორგი კუხალაშვილის…

თამარ (თათია) დარჩიაშვილი დაიბადა 1972 წელს თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი, ილუსტრაციის მიმართულება. მუშაობდა ა. ქუთა-თელაძის სახელობის შემოქმედებით სახელოსნოში გოგი წერეთლის ხელმძღვანელობით. შემდეგ კი სტაჟირება გაიარა  ს. ქობულაძის სახელობის გრავირების სახელოსნოში. მისი შემოქმედების სფერო მოიცავს გრაფიკას, ფერწერას, ინსტალაციას, საიუველირო…

მოქანდაკე და ფერმწერი, ირინა მერაბიშვილი-შანშიაშვილი  დაიბადა თბილისში, 1948 წელს. 1972 წელს, დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია  ფორტეპიანოს სპეციალობით. მუსიკის პარალელურად, თბილისის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა ქანდაკებას, ფერწერასა და ხელოვნების ისტორიას. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მონაწილეობდა სახვითი ხელოვნების გამოფენებში; 1970 წლიდან ხელოვნების შესახებ სტატიებს აქვეყნებდა გაზეთებსა და…

ქეთი დავლიანიძე დაიბადა თბილისში 1976 წელს. 1998 დაამთავრა სერგო ქობულაძის სახელოვნებო დაზგური გრაფიკის სტუდია, ხოლო 1996 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, კინოსა და ტელევიზიის ფერწერის ფაკულტეტი. 1999 წელს იმავე სამხატვრო აკადემიაში – გრაფიკა, ხელოვნების ფაკულტეტი. ქეთი დავლიანიძის შემოქმედება მოიცავს ხელოვნების მრავალ დარგსა და მრავალფეროვან მასალას, მათ…

იოსებ სუმბათაშვილი დაიბადა 1915 წლის 10 ოქტომბერს თბილისში. თავდაპირველად სამშენებლო ტექნიკუმში სწავლობდა, მაგრამ შემდეგ ხატვის ნიჭმა გადასძალა და თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1941 წელს აკადემია დაამთავრა და  კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, მთავარი მხატვარის თანამდებობაზე მიიწვიეს(1942-1947). მხატვრის მიერ ამ წლებში გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია…

რევაზ თარხან-მოურავი დაიბადა ქ.თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო დავით კაკაბაძისა და სერგო ქობულაძის მოწაფე. გამოფენებში მონაწილეობდა 1955 წლიდან. მისი გრაფიკული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დინამიზმი, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა. აღსანიშნავია ლინოგრავიურების სერიები: “ქართული ხალხური ცეკვები” (1957), “ქართული ხალხური სიმღერები”(1959), “ქართული ხალხური თამაშობანი” (1960), სადაც ნახატის…

დიმიტრი ერისთავი დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1962 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” დამდგმელი მხატვარი; 1967-1982 წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პროფესორი. გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან. თანამშრომლობდა ჟურნალ “ნიანგთან”, ჟურნალ “ცისკართან”, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოსთან”. მხატვარია შემდეგი ფილმების: “ექსპრეს-ინფორმაცია”…

ნინო ჩიტაიშვილმა 1989 წ. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, თეატრის მხატვრის სპეციალობით. როგორც სცენოგრაფმა და კოსტიუმების მხატვარმა გააფორმა  50-ზე მეტი სპექტაკლი . მათ შორის არის: ვერის უბნის ბავშვთა, კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის, ოპერის და ბალეტის, მოზარდ მაყურებელთა თეატრები, თეატრალური სარდაფი, ქუთაისის, თელავის დრამატული თეატრები, ჰააგის თეატრალური…

თემო გოცაძე – ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1989) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), პროფესორი. თბილისის სამხატვრო აკადემიაში თემო გოცაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოში სწავლობდა. პირველი ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა მხატვარმა სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ, საგაზაფხულო გამოფენაზე წარადგინა იყო „ლურჯა ცხენები“ (1965).  სიმბოლისტური შინაარსისა და აბსტრაქტული გამომსახველობის…

ვლადიმერ (ლადო) ასათიანი – მხატვარი, ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების პროფესორი ავტორია ნახატებისა და ესთეტიკის სხვადასხვა კვლევითი ნაშრომების, მათ შორის მონოგრაფიის „ხელოვნების ანატო-ფიზიოლოგია“. მრავალი საერთაშორისო და პერსონალური გამოფენის მონაწილე, აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1977 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.