Skip to content Skip to footer

ირაკლი სუთიძე ქართველ მხატვართა 80-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მხატვარს მკაფიოდ ინდივიდუალური წერის მანერა გამოარჩევს. მისთვის სახასიათო მხატვრული ხერხები (ოქროსფერი ფონი; მრავალშრიანი ფაქტურული ზედაპირი; ახლო პლანით მოცემული გამოსახულებები) მის მონუმენტურ კოპოზიციებს რომანტიულობის ელფერს ანიჭებს. სიუჟეტებში უგულვებელყოფილია დროის შეგრძნება. ნარატივისგან დაცლილი სცენები განზოგადოებულ სახე-ხატებად წარმოგვიდგებიან, რელიგიურ თუ მითოლოგიურ…

გელა ფილაური დაიბადა გორში, 1961 წლის 8 მაისს. 1976 -1980 წლებში სწავლობდა მ.თუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (ცხინვალი), შემდგომ — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე, 1981 – 1987 წლებში. გელა ფილაური მრავალი შემოქმედებითი კავშირების წევრია – საქართველოს მხატვართა კავშირის (2012 წ.-დან), ამავე წლიდან —…

მოქანდაკე და პედაგოგი, ნოდარ თოფურია  ძირითადად მცირე პლასტიკის ჟანრიში მუშაობდა – მის მიერ  შექმნილმა, დახვეწილი ფორმის დაფერილი თაბაშირის სკულპტურებმა  მაშინვე მიიპყრო პროფესიული წრეების ყურადღება. სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში (1964-1970), ნოდარ თოფურია ნიკოლოზ კანდელაკის სტუდენტი იყო. 1973 წელს მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ გამოფენაში, რის შემდგომაც…

ვლადიმერ იაკოვლევი (1934-1998) – მოსკოველი მხატვარი, საბჭოთა ანდერგრაუნდის ერთ-ერთი განსაკუთრებით ნიჭიერი და ორიგინალური წარმომადგენელი. თავდაპირველად, განიცდიდა ჯექსონ პოლოკისა და პიკასოს გავლენას, შემდეგ მუშაობდა „ახალი ფიგურატიულობის“ სტილისტიკით. არაოფიციალურ ხელოვანთა წრეშიც კი მისი პიროვნება და შემოქმედება გამორჩეული იყო სამყაროს განსაკუთრებულად მწვავე და ტრაგიკული აღქმით, რასაც ამძაფრებდა მხატვრის…

ჩინგიზ ფარზალიევი დაიბადა 1943 წელს. 1973 წელს დაამთავრა ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი. 2008 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია, 2010 წლიდან – აზერბაიჯანის ეროვნული მუზეუმის დირექტორი. ჩინგიზ ფარზალიევი გამორჩეული ხელოვანი და საზოგადო მოღვაწეა. არის მრავალი საერთაშორისო აკადემიური რეგალიის, ორდენისა თუ…

ანგელინა დამენია დაიბადა 1972 წლის 7 აგვისტოს უკრაინაში, ქ. ვინიცაში, საქართველოში ცხოვრობს 1984 წლიდან. ხატავს ადრეული ბავშვობიდან, 2 წლის ასაკიდან.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღეს მისაღები გამოცდების გარეშე, გამონაკლისის სახით, სპეციალურად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით და, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი ხელწერა, დაამთავრა თეორიული ფაკულტეტი – სახვითი ხელოვნების ისტორია…

1979 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1986), მუშაობდა სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრში მთავარ მხატვრად. შემდგომ მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად. იგი სისტემატიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. გაფორმებული აქვს სპექტაკლები. 2007 წელს…

თემო მაჭავარიანი დაიბადა 1944 წლის 16 მაისს, ქ. თბილისში. 1975 წ. დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1978-81 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ შემოქმედებით სახელოსნოში. 1970 წლიდან აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში, როგორც საქართველოში ისე საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. 1990 წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა…

რუსული წარმოშობის ქართველი მხატვარი, ვალენტინ შერპილოვი თბილისში, 1911 წელს დაიბადა. 1932 – 39 წლებში თბილისის სამხატრო აკადემიაში ჯერ სკულპტურას სწავლობდა, შემდეგ   – ფერწერას დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით. აკადემიის დასრულებისთანავე, მოსე თოიძის ასისტენტი გახდა. 1939 წლიდან ასწავლიდა ფერწერას იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში.…

ფრანგული წარმოშობის რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი და მონუმენტალისტი; გაერთიანება Мир искусства (ხელოვნების სამყარო)-ს წევრი და ამავე გაერთიანების ჟურნალის თანამშრომელი, ევგენი ლანსერე ხელოვანების ოჯახში დაიბადა: მისი მამა – მოქანდაკე ევგენი ლანსერე უფროსი; მისი და – ფერმწერი ზინაიდა სერებრიაკოვა; ძმა – არიტექტორი ნიკოლაი ლანსერე; დეიდაშვილი – ალექსანდრ…

  გეგა პაქსაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ დინარა ნოდია, დეა ჯაბუა, დიმიტრი ერისთავი და სერგო კაშხიანი. სტუდეტობის პერიოდიდან,  გეგა პაქსაშვილი აფორმებდა სპექტაკლებს თბილისიში, მოსკოვში და საქართველოს  რეგიონულ თეატრებში; მის სცენოგრაფიულ ნამუშევრებს შორისაა:  იეთიმ გურჯი ახმეტელის თეატრში (თბილისი), როკ-ოპერა…

ანტონ ბალანჩივაძე დაიბადა 1978 წელს თბილისში. 1995–2001 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის მიმართულება. მუშაობს სხვადასხვა მედიუმში და ჟანრში. რეგულარულად ატარებს გამოფენებს სამშობლოში და მის გარეთ, მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და პროექტებში. ქართველი ფერმწერის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, გერმანიის, შვეიცარიის, ინგლისის, ავსტრიის, რუსეთის, ნიდერლანდების,…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.