ბორის ფოგელი დაიბადა დაღესტანში. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში (1878). დაამთავრა თბილისის გიმნაზია. 1891 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1896-1997წწ. სწავლობდა პარიზის ჟიულიენის აკადემიაში; 1897-1902 წწ. – პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ თბილისში დაბრუნდა და მუდმივი მონაწილე იყო აქ მოწყობილი ყველა…
მიხეილ (მიშა) სვანიძე 1998-2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და ეუფლებოდა კერამიკის ხელოვნებას. სამხატვრო აკადემიიდან გარიცხვის შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებია. მიშა სვანიძე ქმნის სხვადასხვა მასალით შესრულებულ სამგანზომილებიან მხატვრულ ფორმებს.მისი ნამუშევრები, იქნება ეს მსუქანი მაგიდა, ანგელოზი, ერთი ამბავი, კულტურული ხერხემალი თუ შერეული ტექნიკით შესრულებული სხვა…
თუთუ კილაძე 1981 წელს დაბადებული ქართველი მხატვარია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. თუთუ კილაძე თანამედროვე მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა ინტერესს ნაივური ხედვისადმი სწრაფვა და გამომსახველობითი ფორმების სიმარტივე წარმოადგენს.ის მონაწილეობს ხელოვნების ბაზრობებსა და გამოფენებში მთელს მსოფლიოში, როგორიცაა Viennafair ავსტრიაში,…
მამია ახობაძე XX საუკუნის 60-იანელ მხატვართა თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, აქტიური ფიგურა როგორც სამხატვრო, ისე სახელოვნებათმცოდნეო სფეროში. იგი ბავშვობიდანვე ემზადებოდა ხელოვნების სამსახურში ჩასადგომად. ამისთვის, თავდაპირველად, ხატვა სამტრედიის რ-ნის სოფ. მელაურის სკოლის ხატვის წრეში შეისწავლა. მოგვიანებით (1954 წ.) კი წარჩინებით დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი,…
ნატალია ფალავანდიშვილი ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია. მან 1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც სწავლობდა იოსებ შარლემანისა და ლადო გრიგოლიას ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა წიგნის ილუსტრირების სფეროში, ქმნიდა ილუსტრაციებს საბავშვო ჟურნალებისათვის, ასევე ხატავდა პეიზაჟებს, მუშაობდა აკვარელითა და გუაშითაც. მისი შემოქმედება , ძირითადად,…
მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი გიორგი (უფრო ცნობილი როგორც გიგი) კეშელავა ცხოვრობდა 1932 – 1993 წლებში თბილისში. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზა დაიწყო მაშინდელ პიონერთა და მოსწავლეთა, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სადაც ფერწერასა და ხატვას გრიგოლ მესხის ხელძღვანელობით ეუფლებოდა. 1952 წელს გიგი კეშელავამ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო…
მიხეილ ბილანიშვილი ქართველი მოდერნისტი მხატვარების წრეს მიეკუთვნება. მისი მშობლები იყვნენ არმიის პოლკოვნიკის იოსებ ბილანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე თარხნიშვილი. მიხეილი, უფროსი და-ძმის სოსოსა და და ნინოს მსგავსად, სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჯერ გიგო გაბაშვილთან, შემდეგ კი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძესთან. შესაძლოა ის ასევე სწავლობდა ევგენი ლანსერეს…
იოსებ შარლემანი იყო რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. მამამისი – ადოლფ შარლემანი ცნობილი მხატვარი იყო. იოსები სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში რუბოსთან. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „მირ ისკუსტვა“ (“Мир искусства”), „აპოლონი“ (“Аполлон”), „ლუკომორე“ (“Лукоморье”), „სატირიკონი“ (“Сатирикон”). შეასრულა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობას“ ილუსტრაციები.…
ქართველი მხატვარი თამარ ბალანჩივაძე ბალანჩივაძეების ცნობილი ოჯახის (მამა – კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე (1862-1937); ძმები – გიორგი / ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983) – ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი; ანდრია (1906-1992) – კომპოზიტორი ) ერთ-ერთი წარმომადგენელია. თ. ბალანჩივაძე 1929 წელს ამთავრებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გიგო გაბაშვილის კლასს და …
ესმა ონიანის შემოქმედება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. მისი ფერწერული ტილოები კოლორისტული სიმდიდრით და სულიერი სიღრმით გამოირჩევა. მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს ბავშვობის ხატოვანი მოგონებები, რომლებიც გამუდმებით ჩნდებიან მის პოეტურ, ნოსტალგიურ სურათებში. ესმა ონიანი 1938 წლის 20 ივლისს დაიბადა, თბილისში. 1957–1963 წლებში სწავლობდა თბილისის…
შალომ კობოშვილი თვითნასწავლი მხატვარია. პრიმიტივისტული მანერით, ზეთის, ანდა წყლის საღებავებით შესრულებული მისი ნამუშევრები, მხატვრული ღირებულების მქონე კოლექციის გარდა, ქართველი ებრაელების ყოფაცხოვრებისა და სარწმუნოებრივი რიტუალების ამსახველ მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ დოკუმენტაციას წარმოადგენს. კობოშვილი ახალციხეში, ღარიბი ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში დაიბადა. მძიმე ბავშვობისა და სიყმაწვილის გამო სრულფასოვანი განათლება ვერ მიიღო.…
ცნობილი ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი და მხატვარი. დაიბადა 1941 წლის 21 აგვისტოს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ანდრია ბალანჩივაძის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია, სადაც მისი პედაგოგები ცნობილი მუსიკოსები ლევ ობორინი და მარია იუდინა იყვნენ. ადრეული ბავშვობიდანვე ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, ერთი მხრივ როგორც სოლო შემსრულებელი, ასევე მის…
