Skip to content Skip to footer

დიმიტრი ნალბანდიანი – მხატვარი, პორტრეტისტი, ანიმატორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1969), სოციალისტური შრომის გმირი (1976), ლენინისა  (1982) და  სტალინის ორი  (1946, 1951) პრემიის ლაურეატი, ჯავაჰარლალ ნეჰრუს ჯილდოს მფლობელი (1970). წარმოშობით სომეხი მხატვარი დიმიტრი ნალბანდიანი დაიბადა თბილისში. 1924 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც სწავლობდა ე. ლანსერესა…

რობერტ კონდახსაზოვი დაიბადა  თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის  სამხატვრო აკადემიის    ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც ფერწერას ეუფლებოდა ვ. შუხაევისა და ს. ქობულაძის ხელმძღვანელობით. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1969 წლიდან, მუშაობდა  ინტერიერის დიზაინის, წიგნის გრაფიკისა და სცენოგრაფიის ჟანრებში.  1973 წელს  მიიღო საქართველოს თოჯინების თეატრში  სპექტაკლების სცენოგრაფიისთვის…

დავით გველესიანი მხატვარ რომანოზ (რომან) გველესიანის ძმისშვილი იყო. 1906 -1907 წლებში  სწავლობდა ტფილისის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში,  ხოლო 1911 წელს დაამთავრა  ვაჟთა I გიმნაზია. 1912 წელს სწავლა  გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ხოლო 1932…

თამარ ხარაბაძე – მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი 1970-იანი წლების მხატვართა თაობის წარმომადგენელია. 1974 წელს დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ფრანგული ენის ფაკულტეტი), 1972-1976 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე, ფერწერის სპეციალობით. 1976 წლიდან დღემდე…

დავით მელიქიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო პედაგოგიური სასწავლებელი. 1979-84 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1989 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალთან “ანო და ვანო”. გაფორმებული აქვს გარეკანი წიგნისათვის მარინა მამულაშვილის პროზა. მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში, კერამიკასა და ასევე ფოტოსკულპტურაში. ხატავს ძირითადად პორტრეტებს, ასევე კომპოზიციებსა და…

ლელა ტაბლიაშვილი 1986-92 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე ანიმაციის სახელოსნოში. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ვეფხისტყაოსანის ანიმაციური ვერსია –ხელმძღვანელი მამია მალაზონია. 1988 წელს იმყოფებოდა სასწავლო პრაქტიკაზე ჩეხოსლოვაკიაში, პრაღის სამხატვრო აკადემიაში. 1994 წლიდან არის იუნესკოს გრფიკოს-დიზაინერთა კავშირის წევრი მოსკოვში. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის…

ქართველი ემიგრანტი მხატვარი ვანო ენუქიძე 1907 წელს ქუთაისში დაიბადა. 1920 წელს, ენუქიძეების ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც ვანო ენუქიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც  წარმატებით დაასრულა 1928 წელს. როგორც ცნობილია, ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე  პოლიტიკურ მოვლენებში, ქართველი სტუდენტებიც აქტიურად …

აფრინდი ცაში და გადმოსძახე მსოფლიოს მის არასრულყოფილებაზე… – ასე ხედავდა ხელოვანის მისიას სოლომონ გერშოვი (1906, დვინსკი, დღევანდელი დაუგავპილსი, ლატვია -1989, ლენინგრადი, დღევანდელი პეტერბურგი, რუსეთი), ებრაული წარმოშობის მხატვარი, გრაფიკოსი, რუსული ავანგარდის წარმომადგენელი.სოლომონ გერშოვის შემოქმედებითი გზა რთულია და არაერთგვაროვანი. მისი მხატვრად ჩამოყალიბება ქალაქ ვიტებსკსა და იმ ცნობილ…

დაიბადა მოქანდაკის ოჯახში. სახლში, რომელიც იმავდროულად სახელოსნოც იყო და ის გარემო, სადაც მუდმივი შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ, მის ნამუშევრებში იგრძნობა ინტერესი ფორმების პლასტიკური გადმოცემისა და ფერის, ჰაერისა და მათ გარშემო არსებული სივრცის ასახვისადმი. 1992 წელს თამარ მელიქიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური…

ჟანრი ლოლაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი, მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ადამიანი-ისტორიის ევროპული ორდენის კავალერი, სხვა უამრავი ჯილდოსა და წოდების მფლობელია. „მხატვრობაში მე ვარ რეჟისორიც, დრამატურგიც, სცენოგრაფიც და მსახიობიც. ეს განცდა, ეს ემოცია გაძლევს უფლებას, უფრო მეტად თავისუფალი იყო. აქ ყველაფერი გამოგონილია. უფრო ილუზიური სამყაროა. საერთოდაც, რაც…

გიგო ზაზიაშვილი  დაიბადა ქართული აბრების მხატვრის, ივანე ზაზიაშვილის, ოჯახში. თვითნასწავლ  მხატვარს ხელმოკლეობის გამო  არ მიუღია დაწყებითი განათლება,   14 წლის ასაკში  კი  დაობლდა. მომავალ მხატვარს პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და დაოსტატებაში დაეხმარა მხატვარია გიგო გაბაშვილი.  მოგვიანებით  მას  მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX საუკუნის ქართველ რეალისტ მხატვრებთან. გ. ზაზიაშვილის შემოქმედებისათვის…

თამარ მინაშვილი დაიბადა 1964 წელს ქ. თბილისში. 1980-1984 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის სპეციალობაზე; იყო ელენე ახვლედიანის სახ. სტიპენდიანტი. სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იმავე წელს ჩააბარა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულებაზე. 1991-1993 წლებში გაიარა ასპირანტურის…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.