Skip to content Skip to footer

თამაზ ხუციშვილმა 1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატრო აკადემია. სწავლობდა პროფესორ ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში.  ამავე აკადემიაში ასწავლიდა 1967-1999 წლებში. 1996 წლიდან ასწავლის ფერწერას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე. გამოფენებში მონაწილეობას იღებს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. 1965 წლიდან იგი მონაწილეობს მხატვართა კავშირისა თუ სამხატვრო ფონდის…

ჰენრიკ ჰრინევსკი დაიბადა ქალაქ ქუთაისში. იგი საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი იყო. 1877-1898 წწ. მან საზღვარგარეთ – იტალიაში, საფრანგეთში და გერმანიაში გაატარა. საფრანგეთში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია, ფლორენციაში მიიღო უმაღლესი განათლება, ხოლო გერმანიაში დაეუფლა არქიტექტორის სპეციალობას. 1898 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო…

ალექსანდრე ფლორენსკი ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი. დაიბადა 1960 წელს ლენინგრადში, მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ლენინგრადის ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. არის მხატვართა გაერთიანება „Митьки”-ს შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985 წ.), პეტერბურგის მხატვართა კავშირის გრაფიკის სექციის წევრი (1988 წ.). 1997-2005 წლებში იყო გალერეა „Митьки…

ოლგა ფლორენსკაია (დ.1960) – ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი და მოქანდაკე, დაიბადა ლენინგრადში,მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-ტექნიკური სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. მეუღლე ალექსანდრ ფლორენსკისთან ერთად არის ჯგუფ “Митьки”-ს შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985), პეტერბურგის მხატვართა კავშირის წევრი (1988). ალექსანდრე ფლორენსკისთან ერთად განახორციელა არაერთი მასშტაბური…

მამუკა მიქელაძემ  სამი ათწლეულის განმავლობაში მოაწყო 15 პერსონალური გამოფენა, მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტ ჯგუფურ ექსპოზიციაში, მოხატა 10 ეკლესია საქართველოში და ერთი საფრანგეთში (პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი). პერსონალური გამოფენები გაიმართა აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, იტალიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში. მამუკა მიქელაძის მხატვრობა…

ლევან ჭიჭინაძე ფერმწერი, თეატრის მხატვარი, პედაგოგი. მან 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფეკულტეტი თეატრის მხატვრობის მიმართულებით (პედაგოგი ფარნაოზ ლაპიაშვილი). გაფორმებული აქვს სპექტაკლები თბილისის ახმეტელის სახელობისა (თამაზ ბაძაღუას პიესის „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში, ასევე სარდაფისა და…

გიორგი მირზაშვილი მხატვრთა 80/90-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მან 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. „ფერწერულ ნამუშევარზე მუშაობისას ჩემი პირველადი მიზანია, მივაღწიო კომპოზიციისა და ფერის ერთიანობას, ვცდილობ, ჩემი სურათი გავხადო ფერში ინტენსიური და ექსპრესიული ნახატში… მე მჯერა, რომ ფერწერაში მთავარი მოძრაობაა, დინამიკა, რომელიც ტრანსფორმირდება სტატიკაში… ჩემთვის…

გია ხუციშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1989 წელს. მისი შემოქმედება 30 წელს ითვლის. იგი არის მრავალი საგამოფენო პროექტის, წიგნისა და სამხატვრო ალბომის ავტორი, მკვლევარი, მთარგმნელი და შემდგენელი. გია ხუციშვილი ერთადერთია XX საუკუნის 90-იან წლებში შემოქმედებით ასპარეზზე გამოსულ მხატვართა შორის, რომელმაც თავის…

რუსუდან ფეტვიაშვილმა  ბავშვობიდან გამოავლინა მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭი. მცირე ასაკის მიუხედავად, აღმოჩნდა მსოფლიოს ინტელექტუალური და სამხატვრო სამყაროს ყურადღების ცენტრში.მაგალითად, მისი შემოქმედების ფენომენისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა საფრანგეთში, ქალაქ სენტ- იორში 1981 წელს. ასაკის მატებასთან ერთად არ ნელდება ინტერესი მისი მხატვრობისადმი, რომელიცგამორჩეული და თვითმყოფადი ხელწერით ხასიათდება. ხშირად გამოსახავს…

მალხაზ დათუკიშვილი 1981-1987 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. მალხაზ დათუკიშვილი მუშაობს შერეულ მედიაში, ქმნის კოლაჟებს, ზეთის ფერწერას,გრაფიკას. 1990-იანი წლებიდან ინტენსიურად იფინება. გამოფენათაგან გამოვყოფთ რამდენიმეს: პერსონალური გამოფენა (რუსთავი. 1988), „ ARGENTEUIL HOTEL DES VENTES” (აუქციონი. პარიზი, საფრანგეთი. 1990), ჯგუფური გამოფენა, „ქართული ფერები“…

კოკა ცხვედიანი 1975-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობს სხვადასხვა მედიაში. 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთში გამართულ გამოფენაში, მათ შორისაა:„კარტეზიანული ფიქრები და გულისთქმა“ (მოსკოვის საერთაშორისო არტბაზრობა, გალერეა „კაშირკაზე“, მოსკოვი, რუსეთი. 1996), „GEM ATB“ (გალერეა „თბილისი“, იაპი კრედის მოედანი, სტამბული, თურქეთი. 2005), თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენა (ზაარლენდის რადიო,…

ილია პატაშური 1960-იან წლებში გამოდის სამხატვრო ასპარეზზე. 1939 წელს ხევშაში დაიბადა და, თუ მის შემოქმედებას გადავავლებთ თვალს, ნათელი გახდება, რომ ქართული მთის კოსმოგონია მუდმივად თან სდევს. თითქოს ის მუდმივად მითოლოგიზებულ დროში ცხოვრობს. ასე იყო, როდესაც ბავშვობაში ნახშირით ქვის ლოდებსა და სახლის კედლებზე ხატავდა დევებს და…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.