Skip to content Skip to footer

ფრანგული წარმოშობის რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი და მონუმენტალისტი; გაერთიანება Мир искусства (ხელოვნების სამყარო)-ს წევრი და ამავე გაერთიანების ჟურნალის თანამშრომელი, ევგენი ლანსერე ხელოვანების ოჯახში დაიბადა: მისი მამა – მოქანდაკე ევგენი ლანსერე უფროსი; მისი და – ფერმწერი ზინაიდა სერებრიაკოვა; ძმა – არიტექტორი ნიკოლაი ლანსერე; დეიდაშვილი – ალექსანდრ…

  გეგა პაქსაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ დინარა ნოდია, დეა ჯაბუა, დიმიტრი ერისთავი და სერგო კაშხიანი. სტუდეტობის პერიოდიდან,  გეგა პაქსაშვილი აფორმებდა სპექტაკლებს თბილისიში, მოსკოვში და საქართველოს  რეგიონულ თეატრებში; მის სცენოგრაფიულ ნამუშევრებს შორისაა:  იეთიმ გურჯი ახმეტელის თეატრში (თბილისი), როკ-ოპერა…

ფერმწერი, გრაფიკოსი, მურალისტი; საქართველოს დამსახურებული მხატვარი. ბელა ბერძენიშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს დაამთავრდა და მას შემდეგ, რეგულარულად მონაწილეობდა საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში. 1966 წლიდან მოყოლებული, ეწეოდა პედაგოგიური საქმიანობას. ბელა ბერძენიშვილს ილუსტრირებული აქვს ქართული ხალხური ზღაპრები და ხალხური პოეზია: მზეო, ამოდი, ამოდი (1965),  ვინს საქმე…

ქეთი დავლიანიძე დაიბადა თბილისში 1976 წელს. 1998 დაამთავრა სერგო ქობულაძის სახელოვნებო დაზგური გრაფიკის სტუდია, ხოლო 1996 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, კინოსა და ტელევიზიის ფერწერის ფაკულტეტი. 1999 წელს იმავე სამხატვრო აკადემიაში – გრაფიკა, ხელოვნების ფაკულტეტი. ქეთი დავლიანიძის შემოქმედება მოიცავს ხელოვნების მრავალ დარგსა და მრავალფეროვან მასალას, მათ…

რევაზ თარხან-მოურავი დაიბადა ქ.თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო დავით კაკაბაძისა და სერგო ქობულაძის მოწაფე. გამოფენებში მონაწილეობდა 1955 წლიდან. მისი გრაფიკული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დინამიზმი, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა. აღსანიშნავია ლინოგრავიურების სერიები: “ქართული ხალხური ცეკვები” (1957), “ქართული ხალხური სიმღერები”(1959), “ქართული ხალხური თამაშობანი” (1960), სადაც ნახატის…

დიმიტრი ერისთავი დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1962 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” დამდგმელი მხატვარი; 1967-1982 წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პროფესორი. გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან. თანამშრომლობდა ჟურნალ “ნიანგთან”, ჟურნალ “ცისკართან”, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოსთან”. მხატვარია შემდეგი ფილმების: “ექსპრეს-ინფორმაცია”…

თეიმურაზ ყუბანეიშვილი დაიბადა თბილისში. 1946-1953 წელებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ხოლო, 1954-1956 ლენინგრადის სამხატვრო აკადემია, სსრკ /ასპირანტურა/. 1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1973-1990წწ. დაზგური გრაფიკის კათედრის ხელმძღვანელი; ცნობილია ძირითადად როგორც წიგნის ილუსტრატორი : ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივი” (ავტოლიტოგრაფია, 1957), ვაჟა-ფშაველას სამი პოემა “გველის მჭამელი”,…

თანამედროვე ქართული გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლადო გრიგოლია ქართული წიგნის ხელოვნების დიდოსტადად ითვლება. მისი მემკვიდრეობა მოიცავს წიგნის გრაფიკას, ნახატებს, შრიფტს, წიგნის მორთულობის ნიმუშებსა  და ქანდაკებას. დაწერილი აქვს სამეცნიერო ნაშრომი „ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი“.…

კოკი მახარაძე –  ფერმწერი, გრაფიკოსი, ბატალისტი. დაიბადა ოჩამჩირეში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1973 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: “სუვოროვი და ბაგრატიონი ალპებში” (1952), “ასპინძის ბრძოლა (1961)”, ალეგორიული ხასიათის დიდი ტილო “მიწა ქართული” (1967, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თსუ ინტერიერი – 1972),…

ალექსანდრე ბერდიშევი – გრაფიკოსი, ფერმწერი, დიზაინერი და ფოტოხელოვანი. მან 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1990 წელს სტაჟირება გაიარა გლაზგოს უმაღლესი ხელოვნების (მაკინტოშის) სკოლაში (შოტლანდია). ალექსანდრე ბერდიშევმა შექმნა სრულიად ორიგინალური მხატვრული სამყარო, რომელშიც მოდერნისტული მიმდინარეობების უცნაური ნაზავია. მხატვრის ნამუშევრები ყოველთვის საცნობია… უჩვეულო, სიურრეალისტური გამოსახულებები ვიზუალურად…

ჰენრიკ ჰრინევსკი დაიბადა ქალაქ ქუთაისში. იგი საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი იყო. 1877-1898 წწ. მან საზღვარგარეთ – იტალიაში, საფრანგეთში და გერმანიაში გაატარა. საფრანგეთში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია, ფლორენციაში მიიღო უმაღლესი განათლება, ხოლო გერმანიაში დაეუფლა არქიტექტორის სპეციალობას. 1898 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო…

ნინო ჯიშკარიანი (დ.1960) მუშაობს ფერწერის, დაზგური გრაფიკისა და გრაფიკული დიზაინის სფეროში, ქმნის ექსლიბრისებს. ავტორია სარეკლამო აფიშებისა კინომსახიობთა თეატრისათვის (1984-85), გაფორმებული აქვს ათობით წიგნი, თანამშრომლობს გამომცემლობებთან: „ნაკადული“, „მერანი“, „საბჭოთა საქართველო“. გარდა მხატვრობისა, აქტიურადაა ჩაბმული ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების პროცესების კვლევაში.მისი ავტორობით სამ ნაწილად იქნა განხორციელებული ორენოვანი, უხვად ილუსტრირებული მნიშვნელოვანი გამოცემები,…

© 2023. ALL RIGHTS RESERVED.