ირაკლი თოიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია ფართო დიაპაზონისაა. მას შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაციები, სცენოგრაფიული ნამუშევრები. ადრეული ასაკიდანვე მისი ნახატები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. 1925-30 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებიდანვე იღებდა მონაწილეობას გამოფენებში. 1931 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში. მისი პირველი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი…
ალექსანდრე ბანძელაძე დაიბადა ციმბირში, ქ. ტულუნში, სადაც მისი ოჯახი მამის გადასახლების გამო ცხოვრობდა. 1942–1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1947 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გარიცხეს პოლიტიკური „არასანდოობის“ გამო (დიპლომი მიენიჭა 1962 წელს). ალექსანდრე ბანძელაძე მაძიებელი შემოქმედი იყო. იგი ერთნაირი გატაცებით მუშაობდა…
თინა ცხადაძე-რატიანი მხატვრების 90-იანელი თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში. მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები სერიიდან „ქართული მუქი“ ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია და არაერთი კრიტიკოსის მიერ შთამბეჭდავ გრაფიკულ ნამუშევრად არის აღიარებული. „ეს აბსტრაქტული ისტორიები ქალთა ხასიათს აჩვენებს. პროექტი, მთლიანობაში, ერთი…
ლალი ზამბახიძე შემოქმედებით ასპარეზზე 1970-იანი წლებიდან გამოდის და ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების ისტორიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს იმკვიდრებს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1965) შემდეგ ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში იწყება დამოუკიდებელი მხატვრული სტილის განვითარებისა და ჩამოყალიბების რთული, მაგრამ საინტერესო და ძიებებით აღსავსე, წარმატებების მომტანი შემოქმედებითი გზა. მუშაობს…
გივი ვაშაკიძე XX საუკუნის ქართველ მხატვართა ე. წ. 60-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ის აკადემიის დამთავრებისთანავე მონაწილეობდა ადგილობრივსა და საზღვარგარეთ მოწყობილ პერსონალურსა თუ ჯგუფურ გამოფენებში (მოსკოვი, მიუნხენი, ბერლინი, ტიროლი, ბაქო, რიგა). გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერის გამო, მისი შემოქმედება მუდამ იქცევდა დამთვალიერებლის ყურადღებას, იმსახურებდა ადგილობრივი თუ უცხოური პრესის მაღალ…
1968 წელს მან სწავლა დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია და თეიმუაზ ყუბანეიშვილი. ასპირანტურა გაიარა ანდრეი გონჩაროვის ხელმძღვანელობით მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში, სადაც ბეჭდვით პროდუქციას მხატვრულად აფორმებდა. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ბეჭდური გრაფიკის განვითარებაში. დაასურათა და გააფორმა…
