Skip to content Skip to footer

ილია ზდანევიჩი (ზაუმური ფსევდონიმი – ილიაზდი) – ქართული, რუსული და ფრანგული ავანგარდის ერთერთი გამორჩეული ფიგურა: პოეტი, მწერალი, გამომცემელი – რუსული ფუტურიზმისა და დადას თეორეტიკოსი;   თბილისური ფუტურისტული მოძრაობის სულისჩამდგმელი, ფიროსმანის აღმომჩენი და მისი პირველი გამოფენების მომწყობი,  კურატორი და ტანსაცმლის დიზაინერი; ფერმწერ კირილე ზდანევიჩის ძმა. ილიაზდი –…

სოფიო კინწურაშვილი – მხატვარი, წიგნის დიზაინერი და ილუსტრატორი. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სხვადასხვა გამომცემლობასთან, არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ილუტრაციების მხატვარი. მანვე შეასრულა მინიატიურები ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნისათვის“, რომლის ჭედური ყდა შექმნა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა გუჯი ამაშუკელმა. ეს უნიკალური წიგნი დაცულია საქართველოს გაეროს სათავო ოფისის საგამოფენო დარბაზის მუდმივ…

ქეთევან მატაბელმა  1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. ის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების, კოლაჟებისა და ასამბლაჟების ავტორია.  მხატვრისმიერ შექმნილი ფოლიანტები,  სხვადასხვა მასალით     დატვირთული კოლაჟები,  წიგნის ილუსტრაციები ხელოვანის ნდივიდუალური ხელწერითაა აღბეჭდილი. ქეთევან მატაბელის ცნობილი ფერწერული სერია „ძველი თბილისი“ 1984 წელს შეიქმნა. მხატვრის…

პოლონური წარმოშობის ფუტურისტი მხატვარი, თბილისური ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა,  სიგიზმუნდ ვალიშევსკი  1897 წელს დაიბადა პეტერბურგში. 1908 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში  გადმოვიდა.  ვალიშევსკის ბავშვობისა და სიყრმის წლებმა თბილისში გაიარა. აქ ნიკოლაი  სკლიფოსოვსკის ხატვისა და ფერწერის კურსები დაამთავრა; აქვე, თბილისში დაიწყო მისი დამოკიდებელი შემოქმედებითი გზაც. კირილ…

ლადო გუდიაშვილი – ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. უნიკალური სტილისა და გამომსახველობის მხატვარი, რომლის ნაყოფიერი კარიერა მოიცავს სამოცზე მეტ წელს და როგორც თბილისური მოდერნიზმის ასევე –  სოც-რეალიზმის ხანას. ლადო გუდიაშვილმა ნატიფ ხელოვნებათა ხელშემწობი კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლა ხატვის მასწავლებლის პირველი ხარისხის სერტიფიკატით დაამთავრა.…

ოლეგ ტიმჩენკო ერთ-ერთი წევრია 1980-იანი წლების დასასრულისა და 1990-იანი წლების დასაწყისში მოქმედი ავანგარდული ჯგუფისა, რომელიც „X სართულის“ სახელითაა ცნობილი. ამ ჯგუფის წევრებმა პოსტ-მოდერნისტული ხელოვნების გააზრება და საკუთარ კონტექსტში მისი წარმოდგენა დაიწყეს ცვლილებებისკენ მიმართული „პერესტროიკის“ პერიოდში. მაშინ ქართველი აუდიტორია არ იცნობდა ფორმატებს – არტისტულ აქციას ან…

ლორეტა შენგელია – საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1982), გრაფიკოსი, ფერმწერი. თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1966 წელს, სადაც გრაფიკის ხელოვნებას ეუფლებოდა ლადო გრიგოლიასა და სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. ლორეტა შენგელიას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართული წიგნისა და ბეჭდური გრაფიკის განვითარებაში. მის მიერ ილუსტრირებული „შუშანიკის წამება“ ამ ნაწარმოების ილუსტრაციებს…

ლევან ხარანაულმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მხატვარი ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას იღებს 1983 წლიდან. პერსონალური გამოფენები გამართული აქვს თიანეთის მხარეთმცოდნეობის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ქართული ლიტერატურის მუზეუმებში; თბილისის კერძო გალერეებში – „TMS“ -სა და „ძველ გალერეში“. სხვადსხვა წელს მისი სოლო გამოფენები მოეწყო…

ირაკლი ფარჯიანი სვანეთში დაიბადა. მან 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ირაკლი ფარჯიანის მხატვრული ესთეტიკა და ხელწერა ხელოვნებაში ინდივიდუალობისა და ტრადიციის ურთიერთმიმართების უაღრესად საინტერესო ნიმუშია. მისი შემოქმედების მთავარი თემა სახარებაა. თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, ირაკლი ფარჯიანის ყოველი სურათი მხატვრული სამყაროს ერთი დიდი ხატია.…

ირაკლი თოიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია ფართო დიაპაზონისაა. მას შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები, გრაფიკა,  წიგნის ილუსტრაციები,  სცენოგრაფიული ნამუშევრები.   ადრეული ასაკიდანვე მისი ნახატები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. 1925-30 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებიდანვე იღებდა მონაწილეობას გამოფენებში. 1931 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში. მისი პირველი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი…

ალექსანდრე ბანძელაძე დაიბადა ციმბირში, ქ. ტულუნში, სადაც მისი ოჯახი მამის გადასახლების გამო ცხოვრობდა. 1942–1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1947 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გარიცხეს პოლიტიკური „არასანდოობის“ გამო (დიპლომი მიენიჭა 1962 წელს). ალექსანდრე ბანძელაძე მაძიებელი შემოქმედი იყო. იგი ერთნაირი გატაცებით მუშაობდა…

თინა ცხადაძე-რატიანი მხატვრების 90-იანელი თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში.  მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები სერიიდან „ქართული მუქი“ ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია და არაერთი კრიტიკოსის მიერ შთამბეჭდავ გრაფიკულ ნამუშევრად არის აღიარებული. „ეს აბსტრაქტული ისტორიები ქალთა ხასიათს  აჩვენებს. პროექტი, მთლიანობაში, ერთი…

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.