Skip to content Skip to footer

ნანა (ნანული) ბურდული დაიბადა 1960 წელს თბილისში, მხატვრის, ლევან ბურდულის ოჯახში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა თეატრის მხატვრად და სწავლის პარალელურად თანამშრომლობდა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრთან და თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრთან. ასწავლიდა ხატვას ქართული ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრში, თბილისში. 1986 წლიდან მონაწილეობდა…

ია არსენიშვილმა 1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1996 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1992 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა ანიმატორად საქართველოს ეროვნულ კინოსტუდიაში. 1999 წლიდან – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. იგი მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბატიკის ხელოვნების…

მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და დიზაინერი. დაიბადა თბილისში, მხატვრისა და ხელოვნებათმცოდნის ოჯახში. სამხატვრო განათლება იაკობ ნიკოლაძის სახელობის სპეციალურ სამხატვრო სასწავლებელში,  შემდგომ კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, სადაც მოქანდაკის ხელობას  პროფესორ გიორგი ოჩიაურის სახელოსნოში ეუფლებოდა. 1990 წელს, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ, გაწევრიანდა ჯერ საქართველოს, შემდგომ – მოსკოვის…

მზია დედანაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 1961-1967 წლებში, გრაფიკის ფაკულტეტზე. 1968-1970 წლებში მუშაობდა სამხატვრო აკადემიის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრაზე. 1972-1991 იყო გამომცემლობა ‘მერანი’-ს მხატვარ- ილუსტრატორი. 1982 წლიდან – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2001 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა „მცირე ზომის გრაფიკა—ექსლიბრისი“, დიზაინერთა საგამოფენო დარბაზში, თბილისი,…

ზურაბ ფორჩხიძე დაიბადა ქუთაისში, 1956-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების გრაფიკის ფაკულტეტზე (წიგნის ილუსტრაციის სახელოსნო, ხელმძღვანელი პროფესორი თეიმურაზ ყუბანეიშვილი). 1970 წელს დაასრულა დაზგური გრაფიკის კათედრის ასპირანტურა (ხელმძღვანელი პროფესორი ვლადიმერ კეშელავა).საქართველოს დამსახურებული მხატვარი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გამოყენებითი გრაფიკის კათედრის გამგე ზურაბ…

ჯულიეტა ბერძენიშვილი 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: პურის ცხობა ქართლში (1978), ძველი თბილისის კუთხე, ძველი თბილისის მოტივები. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნული გალერეისა და თერჯოლის გალერეის ფონდებში, ასევე ხარაგაულის მუზეუმში.

თენგიზ ქართველიშვილი – ფერმწერი, გრაფიკოსი, დეკორატორი და  ექსპოზიციონერი,  1970-იანი წლების მხატვართა თაობას მიეკუთვნება.  სცენოგრაფიისა და პლაკატის გარდა, მისი შემოქმედების  მნიშვნელოვანი მიმართულება ფერწერაა, სადაც ძირითადი მოტივი   ურბანული პეიზაჟია. შექმნილი აქვს ძველი თბილისის ამსახველი მრავალი ტილო, რომელშიც ხშირად იყენებს კოლაჟის ტექნიკას. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია…

შემოდგომა. სპილენძი. 1976. 70x70 სმ

ჯუმბერ ხუხუნაიშვილი – ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი, ლითონის მხატვრული დამუშავების ოსტატი, გრაფიკოსი, პედაგოგი. სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა (1953-59) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1959-62). მისი პედაგოგები იყვნენ ივანე ჩხენკელი, ალექსანდრე ქურდიანი. ჭედურობის დარგში აღსანიშნავია მისი ნამუშევრები: ცხენები, ოთხი ჯიხვი (1965), ლომები, ვეფხვი და…

მეგობრები. ოფორტი. 50×64 სმ

მზია ჯაფარიძე 1965-1971 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე გრაფიკის სპეციალობით; შემდგომ – სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში. მისი პედაგოგები იყვნენ: ლადო გრიგოლია, დინარა ნოდია. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს, იაპონიისა და რუსეთის კერძო კოლექციებში.…

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების ფაკულტეტი. 1960–1961 წლებში მუშაობდა ჟურნალში დროშა მთავარ მხატვრად; 1964–1980 წლებში იყო ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი მხატვრი. როგორც მხატვრობაში, ისე ქანდაკებაში მან შექმნა სახასიათო ფორმათა სისტემა. მისი ქანდაკებებისათვის დამახასიათებელია მონუმენტურობა, ფორმის განზოგადება, მასალის ხაზგასმული ტექსტურულობა. ნამუშევართაგან აღსანიშნავია:…

1977 წელს მალხაზ თავაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია კინო-ტელემხატვრის სპეციალობით (პედაგოგები: სერგო  ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, დიმიტრი თაყაიშვილი, გოგი თოთიბაძე). 1980-1983 წლებში სწავლა განაგრძო  სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში. მხატვრის ძირითადი ნამუშევრებია:  საგალობლები (1980), ძველი თბილისი (1981), ოფორტებისა და მონოტიპიების სერიები, ლითოგრაფიები… მისი მრავალდარგობრივი…

მანანა ბელიაშვილმა 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პედაგოგები იყვნენ პედაგოგები: ვ. გრიგოლია, ვ. ჯაფარიძე, ი. შარლემანი. სადიპლომო ნამუშევარი იყო ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციები, ი. შარლემანის ხელმძღვანელობით.წლების მანძილზე მუშაობდა გამომცემლობებში წიგნის გრაფიკის სფეროში; თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: “სახელგამი”, “საბჭოთა მწერალი”, “ზარია ვოსტოკა”. მუშაობდა აგრეთვე…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.