
ირინა რაზმაძე მუშაობდა გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციის, თეატრის მხატვრობის დარგში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის მიმართულება. მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ა. ციმაკურიძე, ვ. კროტკოვი, ს. ქობულაძე, დ. ქუთათელაძე. ილუსტრირებული ჰქონდა 200-მდე წიგნი, 400-მდე მუსიკალური ნაწარმოები, შექმნა მრავალი კინოპლაკატი. ირინა რაზმაძის მსუბუქი გრაფიკული მანერით…

შალვა მამალაძე, ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი, 1922- 28 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მისი პედაგოგები იყვნენ გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე, ალ.ციმაკურიძე. 1939- 63 წლებში თავდვე ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.შალვა მამალაძის შემოქმედებაში წამყვანია პეიზაჟის ჟანრი, „ბუნება მუდამ…

ნუგზარ მეძმარიაშვილი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1982), მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, შექმნილი აქვს მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნებისა და მინანქრის ნიმუშები. იყენებს ოფორტისა და ლითოგრაფიის ტექნიკას, გატაცებულია კომპიუტერული გრაფიკით. 1971 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებსა (1976, 1981 ) და სიმპოზიუმებში (1961,…

გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ აბაკელიას შვილია. მან 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გულდა კალაძე მრავალფეროვანი შემოქმედი იყო. მისი ნიჭი და ინდივიდუალიზმი გამოვლინდა ფერწერასა და გრაფიკაში, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო, რომელშიც…

გიორგი ჩაჩანიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984- 1989). 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1993 მუშაობდა საქართველოს ფოლკლორის სასახლესთან არსებულ ხატვის წრის ხელმძღვანელად, ხოლო 1994-2006 წლებში იყო ს.ტ.უ. სახვითი ხელოვნების კათედრის ასოცირებული პროფესორი. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის,ხატვის მიმართულებაზე…

გამოჩენილი სცენოგრაფი, არქიტექტორი, რეჟისორი, მხატვარი, სცენარისტი, იური ჩიკვაიძე დაიბადა 1934 წელს ქალაქ თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. იქ გაცნობილ ოლეგ ქოჩაკიძესა და ალექსანდრე სლოვინსკისთან ერთად 1957 წელს დააარსა შემოქმედებითი ჯგუფი სამეული, რომლის შემოქმედებითი საქმიანობა ითვალისწინებდა სპექტაკლებისთვის დეკორაციების შექმნას. ჯგუფს განსაკუთრებული ღვაწლი…

ალექსანდრე სლოვინსკი დაიბადა 1935 წელს თბილისში, ცნობილი ინჟინრის, ნიკოლოზ სლოვინსკისა და მისი მეუღლის, ბარბარე იოსავას, ოჯახში. ალ. სლოვინსკიმ 1953 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ის იქ დაუმეგობრდა თანაკურსელებს – იური ჩიკვაიძესა და ოლეგ ქოჩაკიძეს, 1957 წელს კი მათთან ერთად დააარსა…

დავით მელიქიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო პედაგოგიური სასწავლებელი. 1979-84 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1989 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალთან “ანო და ვანო”. გაფორმებული აქვს გარეკანი წიგნისათვის მარინა მამულაშვილის პროზა. მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში, კერამიკასა და ასევე ფოტოსკულპტურაში. ხატავს ძირითადად პორტრეტებს, ასევე კომპოზიციებსა და…

ლელა ტაბლიაშვილი 1986-92 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე ანიმაციის სახელოსნოში. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ვეფხისტყაოსანის ანიმაციური ვერსია –ხელმძღვანელი მამია მალაზონია. 1988 წელს იმყოფებოდა სასწავლო პრაქტიკაზე ჩეხოსლოვაკიაში, პრაღის სამხატვრო აკადემიაში. 1994 წლიდან არის იუნესკოს გრფიკოს-დიზაინერთა კავშირის წევრი მოსკოვში. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის…

ქართველი ემიგრანტი მხატვარი ვანო ენუქიძე 1907 წელს ქუთაისში დაიბადა. 1920 წელს, ენუქიძეების ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც ვანო ენუქიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა 1928 წელს. როგორც ცნობილია, ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში, ქართველი სტუდენტებიც აქტიურად …

აფრინდი ცაში და გადმოსძახე მსოფლიოს მის არასრულყოფილებაზე… – ასე ხედავდა ხელოვანის მისიას სოლომონ გერშოვი (1906, დვინსკი, დღევანდელი დაუგავპილსი, ლატვია -1989, ლენინგრადი, დღევანდელი პეტერბურგი, რუსეთი), ებრაული წარმოშობის მხატვარი, გრაფიკოსი, რუსული ავანგარდის წარმომადგენელი.სოლომონ გერშოვის შემოქმედებითი გზა რთულია და არაერთგვაროვანი. მისი მხატვრად ჩამოყალიბება ქალაქ ვიტებსკსა და იმ ცნობილ…

დაიბადა მოქანდაკის ოჯახში. სახლში, რომელიც იმავდროულად სახელოსნოც იყო და ის გარემო, სადაც მუდმივი შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ, მის ნამუშევრებში იგრძნობა ინტერესი ფორმების პლასტიკური გადმოცემისა და ფერის, ჰაერისა და მათ გარშემო არსებული სივრცის ასახვისადმი. 1992 წელს თამარ მელიქიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური…