ნუგზარ მეძმარიაშვილი (დ. 1945) – ფერმწერი, გრაფიკოსი და 1970/1980-იანი წლების ქართული მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თბილისის არქიტექტურულ და საზოგადოებრივ სივრცეებში და ქალაქის მხატვრული იდენტობის ნაწილად იქცა. მეძმარიაშვილის შემოქმედება მოიცავს სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს – მოზაიკასა და ენკაუსტიკას, ბეჭდვით გრაფიკასა…
გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ აბაკელიას შვილია. მან 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გულდა კალაძე მრავალფეროვანი შემოქმედი იყო. მისი ნიჭი და ინდივიდუალიზმი გამოვლინდა ფერწერასა და გრაფიკაში, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო, რომელშიც…
გიორგი ჩაჩანიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984- 1989). 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1993 მუშაობდა საქართველოს ფოლკლორის სასახლესთან არსებულ ხატვის წრის ხელმძღვანელად, ხოლო 1994-2006 წლებში იყო ს.ტ.უ. სახვითი ხელოვნების კათედრის ასოცირებული პროფესორი. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის,ხატვის მიმართულებაზე…
გამოჩენილი სცენოგრაფი, არქიტექტორი, რეჟისორი, მხატვარი, სცენარისტი, იური ჩიკვაიძე დაიბადა 1934 წელს ქალაქ თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. იქ გაცნობილ ოლეგ ქოჩაკიძესა და ალექსანდრე სლოვინსკისთან ერთად 1957 წელს დააარსა შემოქმედებითი ჯგუფი სამეული, რომლის შემოქმედებითი საქმიანობა ითვალისწინებდა სპექტაკლებისთვის დეკორაციების შექმნას. ჯგუფს განსაკუთრებული ღვაწლი…
ალექსანდრე სლოვინსკი დაიბადა 1935 წელს თბილისში, ცნობილი ინჟინრის, ნიკოლოზ სლოვინსკისა და მისი მეუღლის, ბარბარე იოსავას, ოჯახში. ალ. სლოვინსკიმ 1953 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ის იქ დაუმეგობრდა თანაკურსელებს – იური ჩიკვაიძესა და ოლეგ ქოჩაკიძეს, 1957 წელს კი მათთან ერთად დააარსა…
ლელა ტაბლიაშვილი 1986-92 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე ანიმაციის სახელოსნოში. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ვეფხისტყაოსანის ანიმაციური ვერსია –ხელმძღვანელი მამია მალაზონია. 1988 წელს იმყოფებოდა სასწავლო პრაქტიკაზე ჩეხოსლოვაკიაში, პრაღის სამხატვრო აკადემიაში. 1994 წლიდან არის იუნესკოს გრფიკოს-დიზაინერთა კავშირის წევრი მოსკოვში. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის…
დაიბადა მოქანდაკის ოჯახში. სახლში, რომელიც იმავდროულად სახელოსნოც იყო და ის გარემო, სადაც მუდმივი შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ, მის ნამუშევრებში იგრძნობა ინტერესი ფორმების პლასტიკური გადმოცემისა და ფერის, ჰაერისა და მათ გარშემო არსებული სივრცის ასახვისადმი. 1992 წელს თამარ მელიქიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური…
თამარ მინაშვილი დაიბადა 1964 წელს ქ. თბილისში. 1980-1984 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის სპეციალობაზე; იყო ელენე ახვლედიანის სახ. სტიპენდიანტი. სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იმავე წელს ჩააბარა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულებაზე. 1991-1993 წლებში გაიარა ასპირანტურის…
ოსკარ შმერლინგი გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ჯერ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1884 წლიდან) და შემდეგ მიუნხენში (1891–1892). 1893 წელს თბილისში დაბრუნდა. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი (1902–1918). 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო…
ნატალია ფალავანდიშვილი ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია. მან 1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც სწავლობდა იოსებ შარლემანისა და ლადო გრიგოლიას ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა წიგნის ილუსტრირების სფეროში, ქმნიდა ილუსტრაციებს საბავშვო ჟურნალებისათვის, ასევე ხატავდა პეიზაჟებს, მუშაობდა აკვარელითა და გუაშითაც. მისი შემოქმედება , ძირითადად,…
იოსებ შარლემანი იყო რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. მამამისი – ადოლფ შარლემანი ცნობილი მხატვარი იყო. იოსები სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში რუბოსთან. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „მირ ისკუსტვა“ (“Мир искусства”), „აპოლონი“ (“Аполлон”), „ლუკომორე“ (“Лукоморье”), „სატირიკონი“ (“Сатирикон”). შეასრულა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობას“ ილუსტრაციები.…
ესმა ონიანის შემოქმედება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. მისი ფერწერული ტილოები კოლორისტული სიმდიდრით და სულიერი სიღრმით გამოირჩევა. მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს ბავშვობის ხატოვანი მოგონებები, რომლებიც გამუდმებით ჩნდებიან მის პოეტურ, ნოსტალგიურ სურათებში. ესმა ონიანი 1938 წლის 20 ივლისს დაიბადა, თბილისში. 1957–1963 წლებში სწავლობდა თბილისის…
