ოთარ ჯიშკარიანი საქართველოს დამსახურებული მხატვარი და XX საუკუნის 50-იანელთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. შემოქმედების ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი უმთავრესი საზრუნავი თანამედროვე ქართული წიგნის მხატვრული დონის ამაღლება იყო. პარალელურად მუშაობდა ფერწერასა და დაზგურ გრაფიკაშიც, ქმნიდა შრიფტის გარნიტურებს, პლაკატებს, შესრულებული აქვს მონუმენტური მოზაიკური პანოები და გობელენისათვის განკუთვნილი რამდენიმე ესკიზიც.…
გიორგი როინიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე 1947 წლიდან ჟურნალ „დილის” რედაქციაში იწყებს მუშაობას და ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი სამხატვრო რედაქტორია. მან დაგვიტოვა ათეულობით ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნამუშევარი, წიგნების ილუსტრაციები. მუშაობდა პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრებში, ქმნიდა თემატურსა და აბსტრაქტულ ტილოებს, სატირულ ნახატებს;…
XX საუკუნის 60/70-იანელთა თაობის ქართველ გრაფიკოს მხატვართა შორის განსაკუთრებული ადგილი აქვსდამკვიდრებული. მრავალრიცხოვანია მხატვრის მიერ შექმნილი დაზგური ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თუმცა 2000-იანი წლებიდან იგი უფრო მეტად წიგნის გაფორმებით იყო დაკავებული, ქმნიდა ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს. 1972 წელს გოგი წერეთელი ამთავრებს თბილისის სამხატვრო აკადემიას. სტუდენტობის წლებიდანვე მონაწილეობს ძალზე…
ნანა ჭურღულია (დ.1950) მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, გაფორმებული აქვს ხუთ ათეულზე მეტი წიგნი, ქმნის ექსლიბრისებს, დაინტერესებულია კერამიკითა და ლითონის მხატვრული დამუშავებით, მუშაობდა მხატვარ-დიზაინერად ესთეტიკის ინსტიტუტში (1974-76), იყო ჟურნალ „დილის“ დიზაინერ-ილუსტრატორი (1981 წლიდან), თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: „მერანი“, „საქართველო“, „განათლება“, „ნაკადული“, „მეცნიერება“. დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო სოხუმის სამხატვრო სკოლაში,…
მალხაზ კუხაშვილის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, შემოქმედებითი ცხოვრება 1960-იანი წლების დასასრულიდან იწყება. იგი ძირითადად მუშაობს გრაფიკის დარგში, არის რამდენიმე ათეულიმხატვრული, მუსიკალური, დოკუმენტური ფილმისა და რუსთაველის თეატრის სპექტაკლების მხატვარი. შესრულებული აქვს რამდენიმე პლაკატი და აფიშაც. 1968 წლიდან მალხაზ კუხაშვილი მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში. 1982-1993 წლებში კი…
მამია მალაზონიას შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით. იგი ქმნის ფერწერულსა და დაზგურ გრაფიკულ ნამუშევრებს, ილუსტრაციებს, პლაკატებს. მისი გატაცებაა ასევე თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება, კინომხატვრობა, მულტიპლიკაცია, მონუმენტურ-დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს მის მიერ გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი,“ რომლის თითოეული ილუსტრირებული ფურცელი რამდენიმე კომპოზიციისგანაა შედგენილი, გვთავაზობს სხვადასხვა ამბის ერთდროულ თხრობას, კონკრეტული…
თამაზ ვარვარიძე XX საუკუნის 70-იანი წლების თაობის ქართველ მხატვართა მკაფიოდ ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე, ესთეტიკური კონცეპტუალიზმის მიმართულების არტისტია, უახლესი ქართული გრაფიკული სკოლის ფუძემდებელი და პლაკატის ხელოვნების განვითარების თვალსაჩინო წარმომადგენელი. მთავარი პრინციპი, რომელსაც მხატვარი ამკვიდრებს XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე, კონცეპტუალიზმის ფორმალური ძიებებია, რომლებიც კომპოზიციებში სივრცის…
ილია ზდანევიჩი (ზაუმური ფსევდონიმი – ილიაზდი) – ქართული, რუსული და ფრანგული ავანგარდის ერთერთი გამორჩეული ფიგურა: პოეტი, მწერალი, გამომცემელი – რუსული ფუტურიზმისა და დადას თეორეტიკოსი; თბილისური ფუტურისტული მოძრაობის სულისჩამდგმელი, ფიროსმანის აღმომჩენი და მისი პირველი გამოფენების მომწყობი, კურატორი და ტანსაცმლის დიზაინერი; ფერმწერ კირილე ზდანევიჩის ძმა. ილიაზდი –…
სოფიო კინწურაშვილი – მხატვარი, წიგნის დიზაინერი და ილუსტრატორი. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სხვადასხვა გამომცემლობასთან, არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ილუტრაციების მხატვარი. მანვე შეასრულა მინიატიურები ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნისათვის“, რომლის ჭედური ყდა შექმნა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა გუჯი ამაშუკელმა. ეს უნიკალური წიგნი დაცულია საქართველოს გაეროს სათავო ოფისის საგამოფენო დარბაზის მუდმივ…
ქეთევან მატაბელმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. ის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების, კოლაჟებისა და ასამბლაჟების ავტორია. მხატვრისმიერ შექმნილი ფოლიანტები, სხვადასხვა მასალით დატვირთული კოლაჟები, წიგნის ილუსტრაციები ხელოვანის ნდივიდუალური ხელწერითაა აღბეჭდილი. ქეთევან მატაბელის ცნობილი ფერწერული სერია „ძველი თბილისი“ 1984 წელს შეიქმნა. მხატვრის…
პოლონური წარმოშობის ფუტურისტი მხატვარი, თბილისური ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, სიგიზმუნდ ვალიშევსკი 1897 წელს დაიბადა პეტერბურგში. 1908 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. ვალიშევსკის ბავშვობისა და სიყრმის წლებმა თბილისში გაიარა. აქ ნიკოლაი სკლიფოსოვსკის ხატვისა და ფერწერის კურსები დაამთავრა; აქვე, თბილისში დაიწყო მისი დამოკიდებელი შემოქმედებითი გზაც. კირილ…
ოლეგ ტიმჩენკო ერთ-ერთი წევრია 1980-იანი წლების დასასრულისა და 1990-იანი წლების დასაწყისში მოქმედი ავანგარდული ჯგუფისა, რომელიც „X სართულის“ სახელითაა ცნობილი. ამ ჯგუფის წევრებმა პოსტ-მოდერნისტული ხელოვნების გააზრება და საკუთარ კონტექსტში მისი წარმოდგენა დაიწყეს ცვლილებებისკენ მიმართული „პერესტროიკის“ პერიოდში. მაშინ ქართველი აუდიტორია არ იცნობდა ფორმატებს – არტისტულ აქციას ან…
