Skip to content Skip to footer

ზელიმხან გოგოლაშვილი – ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი,  საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, 1941 – 1947 წლებში სწავლობდა  თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის ფაკულტეტზე უჩა ჯაფარიძის სახელოსნოში. 1947 წლიდან მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის  იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. ხატავდა…

ნუგზარ მეძმარიაშვილი (დ. 1945)  –   ფერმწერი, გრაფიკოსი და 1970/1980-იანი წლების ქართული მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თბილისის არქიტექტურულ და საზოგადოებრივ სივრცეებში და ქალაქის მხატვრული იდენტობის ნაწილად იქცა. მეძმარიაშვილის შემოქმედება მოიცავს სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს  –  მოზაიკასა და ენკაუსტიკას, ბეჭდვით გრაფიკასა…

სიმონ (სიკო) გირკელიძის შემოქმედების მთავარი სფერო ქანდაკება იყო; პარალელურად მუშაობდა ფერწერასა და გრაფიკაში და აფორმებდა წიგნებს. მის ქანდაკებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პორტრეტს, მითოლოგიურ და რელიგიურ თემებს, ანიმალისტურ სახეებსა და საბჭოთა სინამდვილის კრიტიკულ გააზრებას. გირკელიძის ქანდაკებებს ახასიათებს ექსპრესიული ფორმა, ირონია და გროტესკი. ამ მხრივ გამორჩეულია კომპოზიცია…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.