Skip to content Skip to footer

ქართველი და რუსი ფერმწერი, მოქანდაკე, მონუმენტალისტი და პედაგოგი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი (1997–2025), სოციალისტური შრომის გმირი (1990), საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1980), რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვარი (1994). ლენინური პრემიის ლაურეატი (1976), ლენინის ორდენის კავალერი (1990), სსრკ-ისა და რუსეთის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1970, 1982, 1996). მისი…

მზია დედანაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 1961-1967 წლებში, გრაფიკის ფაკულტეტზე. 1968-1970 წლებში მუშაობდა სამხატვრო აკადემიის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრაზე. 1972-1991 იყო გამომცემლობა ‘მერანი’-ს მხატვარ- ილუსტრატორი. 1982 წლიდან – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2001 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა „მცირე ზომის გრაფიკა—ექსლიბრისი“, დიზაინერთა საგამოფენო დარბაზში, თბილისი,…

ჯულიეტა ბერძენიშვილი 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: პურის ცხობა ქართლში (1978), ძველი თბილისის კუთხე, ძველი თბილისის მოტივები. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნული გალერეისა და თერჯოლის გალერეის ფონდებში, ასევე ხარაგაულის მუზეუმში.

თენგიზ ქართველიშვილი – ფერმწერი, გრაფიკოსი, დეკორატორი და  ექსპოზიციონერი,  1970-იანი წლების მხატვართა თაობას მიეკუთვნება.  სცენოგრაფიისა და პლაკატის გარდა, მისი შემოქმედების  მნიშვნელოვანი მიმართულება ფერწერაა, სადაც ძირითადი მოტივი   ურბანული პეიზაჟია. შექმნილი აქვს ძველი თბილისის ამსახველი მრავალი ტილო, რომელშიც ხშირად იყენებს კოლაჟის ტექნიკას. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია…

რომუალდ (რომა) ცუხიშვილი 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი კერამიკოსის სპეციალობით (პედაგოგები: სერგო ქობულაძე, ვახტანგ ჯაფარიძე გიორგი სესიაშვილი, რევაზ იაშვილი). 1963-1966წწ. მუშაობდა სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროში, შემდეგ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში რესტავრატორად; 1970 წელს დაამთავრა თსსა-იის ასპირანტურა და იქვე დაიწყო მუშაობა პედაგოგად.1981-1984 წლებში საქართველოს…

ქართული კერამიკული ხელოვნების  გამორჩეული წარმომადგენელი და  პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი,  ზაქარია მაისურაძე ერთდორულად იყო მხატვარიცა და მკვლევარიც. მან პირველმა დაიწყო შუა საუკუნეების ქართული კერამიკის ტექნოლოგიის შესწავლა; ამას გარდა, პირველმა შექმნა კერამიკული დეკორატიული პანოები და ფერადოვნებით გამორჩეული დაზგური კერამიკული  კომპოზიციები,…

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების ფაკულტეტი. 1960–1961 წლებში მუშაობდა ჟურნალში დროშა მთავარ მხატვრად; 1964–1980 წლებში იყო ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი მხატვრი. როგორც მხატვრობაში, ისე ქანდაკებაში მან შექმნა სახასიათო ფორმათა სისტემა. მისი ქანდაკებებისათვის დამახასიათებელია მონუმენტურობა, ფორმის განზოგადება, მასალის ხაზგასმული ტექსტურულობა. ნამუშევართაგან აღსანიშნავია:…

ზაირა ბეჭვაიამ, იაკობ ნიკოლაძის სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1973 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე პედაგოგების, გამოჩენილი სახალხო მხატვრების ა. ქუთათელაძის, კ. მახარაძისა და ე. კალანდაძის კლასში. აკადემიის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა, წამყვან ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. მას ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა: მოსკოვის მხატვრის…

მანანა ბელიაშვილმა 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პედაგოგები იყვნენ პედაგოგები: ვ. გრიგოლია, ვ. ჯაფარიძე, ი. შარლემანი. სადიპლომო ნამუშევარი იყო ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციები, ი. შარლემანის ხელმძღვანელობით.წლების მანძილზე მუშაობდა გამომცემლობებში წიგნის გრაფიკის სფეროში; თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: “სახელგამი”, “საბჭოთა მწერალი”, “ზარია ვოსტოკა”. მუშაობდა აგრეთვე…

ვახტანგ გივის ძე გულისაშვილი  –  ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, დეკორატორი, დიზაინერი და მთეგავი; სსრკ მხატვართა კავშირის წევრი. 1960–1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ უჩა ჯაფარიძე და სერგო ქობულაძე. მისი შემოქმედება უკავშირდება XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ხელოვნებას და მოიცავს დაზგურ…

გივი გულისაშვილი – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი. 1938 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი  მოსე თოიძე). ამავე  წლიდან დაიწყო მონაწილეობა რეგულარულ სამხატვრო გამოფენებში.   მისი შემოქმედების ძირითადი მოტივებია ცხენების გამოსახულებები, ნატურმორტები და ისტორიულ პირთა პორტრეტები. დასურათებული აქვს წიგნები: ეკატერინე გაბაშვილის მაგდანას ლურჯა, იროდიონ …

ზელიმხან გოგოლაშვილი – ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი,  საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, 1941 – 1947 წლებში სწავლობდა  თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის ფაკულტეტზე უჩა ჯაფარიძის სახელოსნოში. 1947 წლიდან მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის  იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. ხატავდა…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.