Skip to content Skip to footer

სცენოგრაფი, კინოს მხატვარი, ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – სერაპიონ ვაწაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეადის წარმომადგენელია: მან 1922 წელს ჩააბარა ქანდაკებისა და დეკორატიული მხატვრობის ფაკულტეტზე, თუმცა,  ამ მომენტისთვის დეკორატორობა უკვე  მისი მოწოდება და ხელობა იყო –  1913 წლიდან, ათი წლის მანძილზე, ჯერ კიდევ ყრმობის…

ირაკლი მდივანმა 1930 წელს დაასრულა თბილისის სამხატვრო აკადემია (ე.ლანსერეს კლასი). 1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს დრამატულ თეატრებში. 1930 წლიდან იყო თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი. მან გააფორმა ნინა გერნეტის „ალადინის ჯადოსნური ლამფა“, ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“, ლეონიდ ბრაუსევიჩის „ჩექმებიანი კატა“, ალექსეი ტოლსტოის „ბურატინოს თავგადასავალი“ და სხვა.…

საქართველოს სსრ – ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ევგენია დონცოვა დაიბადა რუსეთის ქალაქ როსტოვში. თბილისში დიდი სამამულო ომის დროს, ევაკუაციისას, მოხვდა.  1942 – 1949 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში  თეატრის დეკორაციის ფაკულტეტზე, სადაც მას  დავით კაკაბაძე და სერგო ქობულაძე ასწავლიდნენ. 1950 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა გრიბოედოვის…

იოსებ შარლემანი იყო რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. მამამისი – ადოლფ შარლემანი ცნობილი მხატვარი იყო. იოსები სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში რუბოსთან. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „მირ ისკუსტვა“ (“Мир искусства”), „აპოლონი“ (“Аполлон”), „ლუკომორე“ (“Лукоморье”), „სატირიკონი“ (“Сатирикон”). შეასრულა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობას“ ილუსტრაციები.…

წარმოშობით თბილისელი, ალექსანდრე ზალცმანი  საქართველოში XIX საუკუნის დასაწყისში გადმოსახლებული გერმანელების ოჯახში დაიბადა და საფუძვლიანი აღზრდა და ადრეული განათლება მიიღო ხელოვნებაში, მუსიკასა და დრამაში. მამამისმა – საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა არქიტექტორმა, ალბერტ ზალცმანმა  დიდების ტაძრის შენობა (დღევანდელი საქართველოს ეროვნული გალერეა) დააპროექტა. ალექსადნრე ზალცმანი თავისუფლად ფლობდა ოთხ…

ცნობილი ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი და მხატვარი. დაიბადა 1941 წლის 21 აგვისტოს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ანდრია ბალანჩივაძის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია, სადაც მისი პედაგოგები ცნობილი მუსიკოსები ლევ ობორინი და მარია იუდინა იყვნენ. ადრეული ბავშვობიდანვე ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, ერთი მხრივ როგორც სოლო შემსრულებელი, ასევე მის…

1979 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1986), მუშაობდა სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრში მთავარ მხატვრად. შემდგომ მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად. იგი სისტემატიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. გაფორმებული აქვს სპექტაკლები. 2007 წელს…

  გეგა პაქსაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ დინარა ნოდია, დეა ჯაბუა, დიმიტრი ერისთავი და სერგო კაშხიანი. სტუდეტობის პერიოდიდან,  გეგა პაქსაშვილი აფორმებდა სპექტაკლებს თბილისიში, მოსკოვში და საქართველოს  რეგიონულ თეატრებში; მის სცენოგრაფიულ ნამუშევრებს შორისაა:  იეთიმ გურჯი ახმეტელის თეატრში (თბილისი), როკ-ოპერა…

იოსებ სუმბათაშვილი დაიბადა 1915 წლის 10 ოქტომბერს თბილისში. თავდაპირველად სამშენებლო ტექნიკუმში სწავლობდა, მაგრამ შემდეგ ხატვის ნიჭმა გადასძალა და თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1941 წელს აკადემია დაამთავრა და  კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, მთავარი მხატვარის თანამდებობაზე მიიწვიეს(1942-1947). მხატვრის მიერ ამ წლებში გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია…

რევაზ თარხან-მოურავი დაიბადა ქ.თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო დავით კაკაბაძისა და სერგო ქობულაძის მოწაფე. გამოფენებში მონაწილეობდა 1955 წლიდან. მისი გრაფიკული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დინამიზმი, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა. აღსანიშნავია ლინოგრავიურების სერიები: “ქართული ხალხური ცეკვები” (1957), “ქართული ხალხური სიმღერები”(1959), “ქართული ხალხური თამაშობანი” (1960), სადაც ნახატის…

ფერმწერი, თეატრისა და ინტერიერის დეკორატორი; რეჟისორ რობერტ სტურუასთან თანამშრომლობით, მან ახალი ეპოქა შექმნა ქართულ სცენოგრაფიაში.   მირიან შველიძემ 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია თეატრის მხატვრის სპეციალობით. 1975 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი. მისი ძირითადი სცენოგრაფიული ნამუშევრები დაკავშირებულია რუსთაველის თეატრთან, თუმცა, სხვადასხვა დროს…

ფარნაოზ (ფარნა) ლაპიაშვილი XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიისა და კინომხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელსაც გაფორმებული აქვს ასზე მეტი სპექტაკლი და შექმნილი აქვს მხატვრობა ისეთი ცნობილი ფილმებისთვის, როგორებიცაა  ვახტანგ ტაბლიაშვილის „ქეთო და კოტე“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1948 წელს), სერგო ჭელიძის „ცისკარა“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1955 წელს), მიხეილ…

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.