Skip to content Skip to footer

რუსული წარმომავლობის საბჭოთა ფერმწერი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი, პედაგოგი, საბწოთა კავშირის საპატიო მხატვარი, დაიბადა მოსკოვში. მან გრძელი და ძინააღმდეგობებით აღასავსე ცხოვრება განვლო ორი საუკუნის მიჯნაზე. 1897 წელს ვასილი შუხაევმა ჩააბარა სტროგანოვის ინდუსტრიული ხელოვნების სასწავლებელშ და სწავლობდა ა. კოროვინთან, ი. ნივინსკისთან, ვ. ჟოლტოვსკისთან ერთად. 1906 წელს ჩააბარა პეტერბურგის…

თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სახვითი ხელოვნებით გატაცებული ახალგაზრდა 1922 წელს შევიდა მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში, სადაც სწავლობდა 1924 წლამდე. ამავე წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. აქ სამხატვრო ხელოვნებას ეუფლებოდა შესანიშნავი რუსი მხატვრების ე. ლანსერესა და ი. შარლემანის, საქართველოს სახალხო მხატვრის გიგო გაბაშვილის,…

ირინა შტენბერგი დაიბადა თბილისში. მხატვრის მამა, ვალენტინ შტენბერგი ინჟინერ-მშენებელი იყო, ამიტომ ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს: მოსკოვში, პეტერბურგში, ბათუმსა და ქუთაისში. 1917 წელს რევოლუციით დევნილი შტენბერგების ოჯახი თბილისში დამკვიდრდა. 1921 წელს ი. შტენბერგი სწავლას ნატიფი ხელოვნების წახალისების კავკასიური საზოგადოების სკოლაში აგრძელებს. 1923 წელს აბარებს თბილისის…

დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს – თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის – არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924-1928წწ. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს ოჯახური პირობების გამო, გამოვიდა სამხატვრო აკადემიიდან…

თეატრისა და კინოს მხატვარი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი. ერთი იმ მოდერნისტთაგანი, რომლის შემოქმედება სრულიად შეუსწავლელია, თუმცა ის შეიძლება ჩაითვალოს ქართული თეატრის მხატვრობის ერთ-ერთ რეფორმატორად.  დაიბადა 1901 წელს საქართველოში. ფერწერისა და ქანდაკების სასწავლებელში მას ასწავლის ალექსანდრ ზალცმანი. 1922 წლიდან იგი ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს სწავლას. პირველად მისი ნამუშევრები 1922 წელს…

მამია მალაზონიას  შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით. იგი ქმნის ფერწერულსა და დაზგურ გრაფიკულ ნამუშევრებს, ილუსტრაციებს, პლაკატებს. მისი გატაცებაა ასევე თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება, კინომხატვრობა, მულტიპლიკაცია, მონუმენტურ-დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს მის მიერ გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი,“ რომლის თითოეული ილუსტრირებული ფურცელი რამდენიმე კომპოზიციისგანაა შედგენილი, გვთავაზობს სხვადასხვა ამბის ერთდროულ თხრობას, კონკრეტული…

  ალექსანდრე შერვაშიძე – სცენოგრაფი, მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერი, ხელოვნების კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. მამით  – შერვაშიძეთა სამთავრობო სახლის შთამომავალი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის- გიორგი შერვაშიძის -შვილიშვილი, დედით – ფრანგი.პეტერბურგში ვ. მეიერჰოლდისა და ნ. ევრეინოვის თეატრალური ექსპერიმენტების თანამონაწილეა, დიაგილევის თანამოაზრე -“რუსული ბალეტის” დადგმების განხორციელებისას. თანადროული თეატრალური…

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.