
ლელა ტაბლიაშვილი 1986-92 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე ანიმაციის სახელოსნოში. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ვეფხისტყაოსანის ანიმაციური ვერსია –ხელმძღვანელი მამია მალაზონია. 1988 წელს იმყოფებოდა სასწავლო პრაქტიკაზე ჩეხოსლოვაკიაში, პრაღის სამხატვრო აკადემიაში. 1994 წლიდან არის იუნესკოს გრფიკოს-დიზაინერთა კავშირის წევრი მოსკოვში. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის…

დავით გაბიტაშვილი დაიბადა 1920 წელს ქ. თბილისში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, რომლის დამთავრების შემდგომ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (ხელმძღვანელი უჩა ჯაფარიძე). სწავლის დასრულებიდან (1952) მალევე, 1953 წლიდან, მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. დ. გაბიტაშვილის შემოქმედება გამოირჩეოდა თხრობითი ხასიათით. მხატვარი ქმნიდა ცხოვრების პოეტურ მონახაზებს, ასევე ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის სურათებს. …

საქართველოს სახალხო მხატვრის რუსუდან ჯავრიშვილის შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული ქართული პეიზაჟური ხელოვნების განვითარებასთან. მისი შემოქმედების განმსაზღვრელი მშობლიური ბუნებაა, რომლის სილამაზესაც იგი ბავშვობიდანვე ეზიარა სოფელ ერთაწმინდაში. ექვსი წლის რუსუდანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსე თოიძისა და შალვა მამალაძის მიერ მშობლიურ სოფელში წმინდა ესტატეს ტაძრის ტილოზე ასახვამ, რამაც მხატვრის…

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე სან პაულუს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და პარიზის შემოქმედებითი ელიტის გამორჩეული წევრი იყო. საქართველო საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატოვა. ჯერ საფრანგეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი მოღვაწეობა ბრაზილიაში გააგრძელა. მისი ბიოგრაფია XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საფრანგეთს უკავშირდება. სანამ ცნობილი მხატვარი გახდებოდა, პარიზში, მადლენ ვატიესა და ბერნარ…

სცენოგრაფი, კინოს მხატვარი, ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – სერაპიონ ვაწაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეადის წარმომადგენელია: მან 1922 წელს ჩააბარა ქანდაკებისა და დეკორატიული მხატვრობის ფაკულტეტზე, თუმცა, ამ მომენტისთვის დეკორატორობა უკვე მისი მოწოდება და ხელობა იყო – 1913 წლიდან, ათი წლის მანძილზე, ჯერ კიდევ ყრმობის…

ირაკლი მდივანმა 1930 წელს დაასრულა თბილისის სამხატვრო აკადემია (ე.ლანსერეს კლასი). 1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს დრამატულ თეატრებში. 1930 წლიდან იყო თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი. მან გააფორმა ნინა გერნეტის „ალადინის ჯადოსნური ლამფა“, ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“, ლეონიდ ბრაუსევიჩის „ჩექმებიანი კატა“, ალექსეი ტოლსტოის „ბურატინოს თავგადასავალი“ და სხვა.…

საქართველოს სსრ – ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ევგენია დონცოვა დაიბადა რუსეთის ქალაქ როსტოვში. თბილისში დიდი სამამულო ომის დროს, ევაკუაციისას, მოხვდა. 1942 – 1949 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში თეატრის დეკორაციის ფაკულტეტზე, სადაც მას დავით კაკაბაძე და სერგო ქობულაძე ასწავლიდნენ. 1950 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა გრიბოედოვის…

იოსებ შარლემანი იყო რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. მამამისი – ადოლფ შარლემანი ცნობილი მხატვარი იყო. იოსები სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში რუბოსთან. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „მირ ისკუსტვა“ (“Мир искусства”), „აპოლონი“ (“Аполлон”), „ლუკომორე“ (“Лукоморье”), „სატირიკონი“ (“Сатирикон”). შეასრულა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობას“ ილუსტრაციები.…

წარმოშობით თბილისელი, ალექსანდრე ზალცმანი საქართველოში XIX საუკუნის დასაწყისში გადმოსახლებული გერმანელების ოჯახში დაიბადა და საფუძვლიანი აღზრდა და ადრეული განათლება მიიღო ხელოვნებაში, მუსიკასა და დრამაში. მამამისმა – საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა არქიტექტორმა, ალბერტ ზალცმანმა დიდების ტაძრის შენობა (დღევანდელი საქართველოს ეროვნული გალერეა) დააპროექტა. ალექსადნრე ზალცმანი თავისუფლად ფლობდა ოთხ…

ცნობილი ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი და მხატვარი. დაიბადა 1941 წლის 21 აგვისტოს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ანდრია ბალანჩივაძის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია, სადაც მისი პედაგოგები ცნობილი მუსიკოსები ლევ ობორინი და მარია იუდინა იყვნენ. ადრეული ბავშვობიდანვე ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, ერთი მხრივ როგორც სოლო შემსრულებელი, ასევე მის…

1979 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1986), მუშაობდა სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრში მთავარ მხატვრად. შემდგომ მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად. იგი სისტემატიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. გაფორმებული აქვს სპექტაკლები. 2007 წელს…

გეგა პაქსაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ დინარა ნოდია, დეა ჯაბუა, დიმიტრი ერისთავი და სერგო კაშხიანი. სტუდეტობის პერიოდიდან, გეგა პაქსაშვილი აფორმებდა სპექტაკლებს თბილისიში, მოსკოვში და საქართველოს რეგიონულ თეატრებში; მის სცენოგრაფიულ ნამუშევრებს შორისაა: იეთიმ გურჯი ახმეტელის თეატრში (თბილისი), როკ-ოპერა…