უჩა ჯაფარიძე XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. მისი მრავალფეროვანი და პროდუქტიული შემოქმედება ყოველთვის აქტიურად ეხმაურებოდა იმდროინდელი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება გამოირჩევა როგორც დარგობრივი მრავალფეროვნებით (ჟანრი, პორტრეტი, კედლის მონუმენტური მხატვრობა, წიგნის ილუსტრაციები), ისე მის ნამუშევრებში მრავალგვარი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად მხატვრის მრავალმხრივი ჟანრობრივი ინტერესისა, უჩა ჯაფარიძის ყველაზე მეტად საყვარელ და მისთვის ახლობელ დარგებად შეიძლება ჩაითვალოს პორტრეტი და უბრალო ადამიანებისადმი მიძღვნილი ჟანრული კომპოზიციები. მთელი სერია მიეძღვნა ქართველი ხალხის ისტორიული წარსულის გამოჩენილი პიროვნებების პორტრეტების შექმნას. მნიშვნელოვანი ადგილი მხატვრის შემოქმედებაში უკავია კედლის მონუმენტურ მხატვრობას („იმელის” საკონფერენციო დარბაზის ორი კომპოზიცია (3მX8მ). დიდი ადგილი მხატვრის შემოქმედებაში დაიკავა აგრეთვე გრაფიკულმა ნამუშევრებმა, კერძოდ „ვეფხვისტყაოსნის“ და „კაკო ყაჩაღის“ ილუსტრაციებმა. უჩა ჯაფარიძის ნამუშევრები დაცული და ექსპონირებულია საზღვარგარეთისა და საქართველოს მრავალ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში, აგრეთვე საქართველოს ეროვნული გალერეის ფონდში.
სხვა ავტორები
ოთარ ჩხარტიშვილმა 1970-იან წლებში თავი დაიმკვიდრა წამყვან ქართველ ნონკონფორმისტ მხატვრად. ის მონაწილეობდა 1974 წლის ე. წ. ბულდოზერის გამოფენაში, ასევე ალექსანდრე გლეზერისა და ევგენი რუხინის ბინებში მოწყობილ არასანქცირებულ გამოფენებში. ოთარ ჩხარტიშვილის მჭიდრო კავშირმა მოსკოვის „ანდეგრაუნდის” მხატვართა წრესთან და 1977 წელს ზიმერლის მუზეუმის მიერ (ნიუ-ჯერსი, აშშ.) მისი…
კოტე სულაბერიძე მხატვრების 90იანი წლების თაობის წარმომადგენელია. კოტე სულაბერიძის ნამუშევრები 1990 იანი წლების დასასრულ გამოჩნდა. ჯერ კიდევ მის სადიპლომო ნამუშევარში გამოვლინდა ვიზუალური და ვერბალური ინფორმაციის სინთეზირების მცდელობა. კოტე სულაბერიძის ისტორია უცნაურად იწყება: როდესაც აკადემიაში აბარებდა, მას ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს. თვალის ექიმმა მხატვარი დალტონიზმის დიაგნოზით…
სოფო ჩხიკვაძე დაიბადა საქართველოში, თბილისში 1972 წელს. ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს ინგლისში (ლონდონი). ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯის დამთავრების შემდგომ, პროფესიული განათლება და მაგისტრის წოდება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური ხელწერით, გარკვეულწილად ნაივური სტილით, რომელიც პირდაპირ ემოციურ გავლენას ახდენს მნახველზე. სოფოს…