Skip to content Skip to footer

ონიანი ვახტანგ

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების ფაკულტეტი. 1960–1961 წლებში მუშაობდა ჟურნალში დროშა მთავარ მხატვრად; 1964–1980 წლებში იყო ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი მხატვრი. როგორც მხატვრობაში, ისე ქანდაკებაში მან შექმნა სახასიათო ფორმათა სისტემა. მისი ქანდაკებებისათვის დამახასიათებელია მონუმენტურობა, ფორმის განზოგადება, მასალის ხაზგასმული ტექსტურულობა. ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ქანდაკება — გაქვავებული ცრემლი, სვანი გოგონა (ორივე 1958), ადგილის დედა (1967), ცოდნის სვეტი (1981), მიხეილ ხერგიანის ბიუსტი, მესტიაში ხერგიანის სახლ-მუზეუმთან; გრაფიკა — მეუღლის პორტრეტი (1965), წითელი ღრუბლები (1967) და სხვა.
საინტერესოა მისი ნამუშევრები წიგნის ილუსტრაციის დარგში: მან მხატვრულად გააფორმა და დაასურათა ქართული ხალხური ეპოსის ნიმუშები: გივარგილ, ამირანი, ბეთქილ, ლადლერი, დალის საუფლო. 1957 წლიდან მონაწილეობს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოწყობილ გამოფენებში; გააფორმა საქართველოს სექცია ალჟირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1967, დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით) და საქართველოს პავილიონი — იზმირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1968). ავტორია რამდენიმე მხატვრული ნაწარმოებისა, მათ შორის: ოქროს ხანა, თეთრი მერცხლების გადაფრენა ანუ… და სხვ.

 

ვახტანგ ონიანი
დაბადების/გარდაცვალების თარიღები1930-2024Share

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.