Skip to content Skip to footer
ნუგზარ მეძმარიაშვილი
დაბადების წელი1945Share

მეძმარიაშვილი ნუგზარ

ნუგზარ მეძმარიაშვილი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1982), მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, შექმნილი აქვს მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნებისა და მინანქრის ნიმუშები. იყენებს ოფორტისა და ლითოგრაფიის ტექნიკას, გატაცებულია კომპიუტერული გრაფიკით. 1971 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებსა (1976, 1981 ) და სიმპოზიუმებში (1961, 1963 ), ჰქონდა პერსონალური გამოფენა (2016). 2000-იანი წლებიდან მხატვარი აქტიურად იწყებს გრაფიკულ ხელოვნებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. დამოუკიდებლად სწავლობს და იყენებს კომპიუტერული გრაფიკის შესაძლებლობებს და საოცარ შედეგებს აღწევს. მისი გრაფიკული „ტილოები “ ხშირად ირეალურ სამყაროს წარმოგვიდგენს: ისტორიული წარსულიდან „ამოიზიდება“ სიუჟეტები, ფიგურები, ცოცხლდება ძველი თბილისის კადრები, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური შრიფტი, იდუმალებითაა სავსე ჩვენ წინ გადაშლილი სამყარო; ღრმა შინაარსის ბიბლიური სიუჟეტები და ფიქრისთვის გამიზნული, სიმბოლოებით დატვირთული ნამუშევრები; ნიუ და პორტრეტი, ცხოველთა ფიგურები, აბსტრაქტულ-კუბისტური გრაფიკები, კოლაჟები, ფიგურები ეროვნული სამოსის ნიუანსებით, ანტიკური ხელოვნების ნიმუშთა ანარეკლები, ქრისტიანულ თემატიკასთან დაკავშირებული მოტივები. კოლორიტი თავშეკავებულია, მქრალი ტონალური შეხამებით გამოსახულებები ხშირად სიბრტყობრივ-დეკორატიულია, ზოგჯერ კი – მოცულობითი, მსუყე ფორმებით გამორჩეული. ყოველივე ამას კი მხატვარი ღრმა პროფესიული ოსტატობით აღწევს. უმნიშვნელოვანესია ნუგზარ მეძმარიაშვილის მიერ შექმნილი ვიდეორგოლებიც – ვირტუალური კატალოგები.  

 

 

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.