მზია დედანაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 1961-1967 წლებში, გრაფიკის ფაკულტეტზე. 1968-1970 წლებში მუშაობდა სამხატვრო აკადემიის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრაზე. 1972-1991 იყო გამომცემლობა ‘მერანი’-ს მხატვარ- ილუსტრატორი. 1982 წლიდან – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
2001 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა „მცირე ზომის გრაფიკა—ექსლიბრისი“, დიზაინერთა საგამოფენო დარბაზში, თბილისი, საქართველო. მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ: ,,ქართული ოფორტი“, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, საქართველო, 1999; ,,საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში~, თბილისი, საქართველო, 1998; ,,ქართული ხელოვნება“, ბელგია, საფრანგეთი,1993; ,,საქართველოს სახვითი ხელოვნება’, მოსკოვი, რუსეთი, 1987; ,,ამიერკავკასიის რესპუბლიკების მხატვართა ბიენალე’, თბილისი, საქართველო, 1986; ,,ქართული საბჭოთა ილუსტრაცია და ესტამპი’, თბილისი, საქართველო., 1979; სადიპლომო ნამუშევრების საკავშირო გამოფენა, რუსეთი, იტალია, 1967.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სამხატვრო ფონდი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი – ეროვნული გალერეა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი -ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდი, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციები.









