Skip to content Skip to footer

გოგოლაშვილი ზელიმხან

ზელიმხან გოგოლაშვილი – ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი,  საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, 1941 – 1947 წლებში სწავლობდა  თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის ფაკულტეტზე უჩა ჯაფარიძის სახელოსნოში.

1947 წლიდან მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის  იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში.

ხატავდა ალეგორიულ  და მითოლოგიურ სიუჟეტებს სიყვარულის, სიუხვისა და  ბრძოლის მოტივებზე.

გამოჩეულ ნამუშევრებს შორისაა პირველი სიყვარული, ვედრება, რუსთაველისა და თამარ მეფის გრაფიკული პორტრეტები (ოჯახის კოლექცია), ილია სტუმრად და-მა უორდროპებთან (საქართველოს ეროვნული გალერეა), გეორგიევსკის ტრაქტატისადმის მიძღვნილი პანო და სხვა.

მისი ნამუშევრების მფლობელია  ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვნების სასახლე და რუსეთის სხვადასხვა მუზეუმები.

ზელიმხან გოგოლაშვილი
დაბადების წელი1921გარდაცვალების წელი1988Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.