გელა მანჯავიძე ქართველ მხატვართა 80-იანელთა თაობას ეკუთვნის. მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. „როგორც წითლიდან იისფერამდე, ცხოვრება მხატვრის ნაირფერია“ – ეს ფერმწერ გელა მანჯავიძის განაცხადია. გელა მანჯავიძის თაობის მხატვრებმა ქართული ფერწერის ისტორიის ახალი ფურცელი შექმნეს. „რკინის ფარდა“ გაიხსნა და დასავლეთმა აღმოაჩინა სამყარო (ქართველი მხატვრები) განსხვავებული ისტორიითა და შემოქმედებითი პოტენციალით. გელა მანჯავიძე დასავლელი კურატორების რჩეულ ხელოვანთა შორის აღმოჩნდა. საქართველოს საგამოფენო სივრცეების პარალელურად მხატვრის შემოქმედებითი მოღვაწეობა იშლება საქართველოს საზღვრებს მიღმა. 1990 წელს მხატვრის ხელოვნება იფინება პარიზში, ლუქსემბურგში, სიეტლში, ჩიკაგოში, ტაკომაში,1993 წელს-ტურინში,1994 წელს-ბონსა და ელ-ქუვეითში და ა.შ. დროთა განმავლობაში იცვლება გელა მანჯავიძის მხატვრული სტილი, პალიტრა. უცვლელი რჩება შემოქმედებითი კრედო-ფერწერის მეტყველება თავისი სახვით-გამომსახველობითი მრავალფეროვნებით.
გელა მანჯავიძე
