Skip to content Skip to footer

ბეჭვაია ზაირა

ზაირა ბეჭვაიამ, იაკობ ნიკოლაძის სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1973 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე პედაგოგების, გამოჩენილი სახალხო მხატვრების ა. ქუთათელაძის, კ. მახარაძისა და ე. კალანდაძის კლასში. აკადემიის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა, წამყვან ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. მას ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა: მოსკოვის მხატვრის სახლი (1993), ვენა (1998), ზუგდიდის სამხატვრო გალერეა (1999), ეროვნულ ბიბლიოთეკა (2003) (თბილისი), კულტურის ცენტრი – მუზა (2014, თბილისი). მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში თბილისში, ხარაგაულის ისტორიის მუზეუმი (2017), ჯგუფური გამოფენა ლუვრი (2018, პარიზი) და ნიუ-იორკი (2019). მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში და საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, ნორვეგიის, რუსეთის, თურქეთის, ბულგარეთის, სამხრეთ აფრიკისა და აშშ-ს კერძო კოლექციებში.

ზაირა ბეჭვაია
დაბადების თარიღი1942Share

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.