გიორგი – გიგო გაბაშვილი დაიბადა სოფელ ციხისძირში, ქობულეთის რაიონი. 1882–1883წწ. სწავლობდა თბილისში, კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა რუმბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო–ისტორიული მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს; 1886–1888წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; 1894–1807წწ. მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1898 წელს იყო იტალიასა და საბერძნეთში; სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან; 1891…
გიორგი შხვაცაბაია – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, მოქანდაკეთა 60-იანი წლების თაობის წარმომადგენელი, თბილისის საპატიო მოქალაქე. სამხატვარო აკადემია დაამთავრა 1964 წელს. იყო ნიკოლოზ კანდელაკის, ვალენტინ თოფურიძისა და გოგი ოჩიაურის მოსწავლე. 1975 წელს მოქანდაკემ შექმნა ქალის შიშველი ფიგურა, სახელწოდებით “ახალგაზდრობა”, რომელიც, სახვით ხელოვნებაში წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის, საკავშირო…
ფელიქს ვარლამიშვილი დაიბადა ქუთაისში 1903 წელს ფინანსისტ გრიგოლ ვარლამიშვილისა და როზა ფალიაშვილის ოჯახში. დედის ნაადრევად გარდაცვალების გამო, ახალციხეში დეიდასთან იზრდებოდა. 1912 წელს ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შევიდა, 1920 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1922 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებისთანავე ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში…
ფერმწერი, თეატრისა და ინტერიერის დეკორატორი; რეჟისორ რობერტ სტურუასთან თანამშრომლობით, მან ახალი ეპოქა შექმნა ქართულ სცენოგრაფიაში. მირიან შველიძემ 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია თეატრის მხატვრის სპეციალობით. 1975 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი. მისი ძირითადი სცენოგრაფიული ნამუშევრები დაკავშირებულია რუსთაველის თეატრთან, თუმცა, სხვადასხვა დროს…
ფარნაოზ (ფარნა) ლაპიაშვილი XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიისა და კინომხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელსაც გაფორმებული აქვს ასზე მეტი სპექტაკლი და შექმნილი აქვს მხატვრობა ისეთი ცნობილი ფილმებისთვის, როგორებიცაა ვახტანგ ტაბლიაშვილის „ქეთო და კოტე“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1948 წელს), სერგო ჭელიძის „ცისკარა“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1955 წელს), მიხეილ…
როლანდ შალამბერიძე დაიბადა 1958 წელს საქართველოში, ქალაქ ქუთაისში. 1982 წელს ქალაქ ქუთაისში მან მერაბ ამაღლობელთან ერთად მხატვართა და პოეტთა ნონკომფრომისტული შემოქმედებითი კლუბი „თეთრი ფრთები“ დააფუძნა. 1988 წლიდან ის ცხოვრობს და მუშაობს სანკტ-პეტერბურგში. მუშაობს როგორც აბსტრაქციონისტი, კონცეპტუალისტი, პერფორმანსებისა და ვიდეოარტის ოსტატი. 1996-2001 წლებში ის ცხოვრობს გერმანიაში,…
„ქართული სცენოგრაფიის პატრიარქი“, “ადამიანი, რომელმაც შემოსა ცეკვა“; მხატვარი „რომელმაც XX საუკუნის სცენოგრაფიაში შექმნა საკუთარი ხელწერა“ – ასეთი სიტყვებით მოიხსენიებენ მხატვარ სოლიკო ვირსალაძეს – თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და მუსიკის უბადლო მცოდნეს, რომელმაც სცენოგრაფიაში მუსიკალური განწყობის შესაბამისი მხატვრული ენა შექმნა და უდიდესი როლი შეასრულა 1945 წელს ილიკო…
ზურაბ ნიჟარაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში – რექტორი. იგი XX საუკუნის 50-იანელ მხატვართა მრავალმხრივ გამორჩეული თაობის წარმომადგენელია. თაობამ, რომელმაც პოლიტიკური რეპრესიებისა და მეორე მსოფლიო ომის გამო მძიმე ბავშვობა და ყრმობა გამოიარა, 50-იანი…
ზურაბ გაბუნიას შემოქმედება XX საუკუნის 70-იანი წლების მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება. მის შემოქმედებაში ძირითად, და შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელ ჟანრს პეიზაჟი წარმოადგენს, ხოლო ტექნიკას ზეთის საღებავები. ასევე, სამუშაოდ იყენებს აკრილს, პასტელს, ნახშირს. ზურაბ გაბუნიას შემოქმედებაში პეიზაჟი მრავალფეროვნებით ხასიათდება, იგი ფართოდ მოიცავს საქართველოს ბუნებას, ისტორიას, დღევანდელობას (მაგ. „საღამო მთაში“, „ზამთარი…
ალბერტ დილბარიანი დაიბადა 1928 წელს თბილისში. 1946-1952 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის მიმართულებით. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა და საზღვარგარეთ. 1963 წელს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო პარიზში. ალბერტ დილბარიანის შემოქმედება მოიცავს პორტრეტებს, ნატურმორტებს პეიზაჟურ და ჟანრული ხასიათის ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩევა ორიგინალური სიუჟეტური კომპოზიციებით, ფერწერული…
გივი თოიძე ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. როგორც არტისტი, გივი თოიძე ჩამოყალიბდა თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის მოსე თოიძის სახელოსნოში. გივი თოიძის მრავალმხრივი შემოქმედების თემებია ძველი თბილისი, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტი,…
რენო თურქია დაიბადა 1926 წელს ქალაქ სოხუმში.1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1940 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. რენო თურქია ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობდა, მის პორტრეტებსა და პეიზაჟებში საცნობია მხატვრის დახვეწილი ხელწერა და სახასიათო კოლორიტი. რენო…
