ვერა ფაღავა 1907 წელს თბილისში დაიბადა, 1923 წელს კი, 16 წლის, მშობლებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ვერა 1926–33 წლებში სწავლობდა დეკორატიული ხელოვნების სკოლაში, 1932 წლიდან ჩაირიცხა რანსონის კერძო აკადემიაში, სადაც ეუფლებოდა ფრესკულ ფერწერას როჟე ბისიერთან. 1943 წელს გაეცნო ჟანა ბუშეს, რომელმაც მოაწყო მისი და დორა…
მოქანდაკე, სცენოგრაფი და გრაფიკოსი, ნინო წერეთელი 1922 წელს დაარსებული თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეადის წარმომადგენელია. თამარ აბაკელიასთან ერთად, ის არის პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ქანდაკება პროფესიად აირჩია. ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად (ის 37 წლისა გარდაიცვალა), მან სამოცამდე ნამუშევარი დატოვა ქანდაკების, გრაფიკისა და სცენოგრაფიის დარგში. იყო იაკობ…
მხატვარი, მულტიმედიური, ვიდეო და ინსტალაციების არტისტი, დაიბადა თბილისში. ამჟამად ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს და სახელოვნებო პროექტებს მართავს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. სონღულაშვილმა ხატვა ღრმა ბავშვობაში დაიწყო. 2013 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის (New York Academy of Art)…
მარკ პოლიაკოვი დაიბადა 1948 წელს თბილისში (საქრთველო). 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მ. პოლიაკოვი არის საქართველოს და რუსეთის მხატვართა კავშირის წევრი. იგი მონაწილეობდა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში თბილისში, მოსკოვში, ბერლინში, თელ-ავივსა და ნიუ-იორკში. მხატვარმა ხუთი პერსონალური გამოფენა მოაწყო თბილისში, მოსკოვსა და ნიუ იორკში. მარკ…
ვახტანგ მეგრელიშვილი, გრაფიკოსი, მხატვარი, დაამთავრა: მ.თოიძის სახელობის თბილისის სამხატვრო სკოლა (1975-1978.); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი (1979-1985); სერგო ქობულაძის სახელობის გრაფიკული ხელოვნების სტუდია თბილისში (1987-1990.). 1991 წლიდან – დღემდე ვახტანგ მეგრელიშვილი არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის მიმართულების პროფესორი. 1988 წლიდან მან მონაწილეობა…
ლევან ცუცქირიძე ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), პროფესორი (1990), ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი (1974). 1946-1957 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1960 წელს დაამთავრა აკადემიის ასპირანტურა პროფესორ სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. 1975- 2005 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის…
მაია ნავერიანი (დაბ.1966 წელს, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე კი მხატვარ გია ეძგვერაძესთან. 1989 წლიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის…
თანამედროვე ქართული გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლადო გრიგოლია ქართული წიგნის ხელოვნების დიდოსტადად ითვლება. მისი მემკვიდრეობა მოიცავს წიგნის გრაფიკას, ნახატებს, შრიფტს, წიგნის მორთულობის ნიმუშებსა და ქანდაკებას. დაწერილი აქვს სამეცნიერო ნაშრომი „ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი“.…
კოკი მახარაძე – ფერმწერი, გრაფიკოსი, ბატალისტი. დაიბადა ოჩამჩირეში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1973 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: “სუვოროვი და ბაგრატიონი ალპებში” (1952), “ასპინძის ბრძოლა (1961)”, ალეგორიული ხასიათის დიდი ტილო “მიწა ქართული” (1967, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თსუ ინტერიერი – 1972),…
მოსე თოიძე – ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, სსრკ სახალხო მხატვარი , სსრკ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი , ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა პეტერბურგში, ჯერ დიმიტრიევ-კავკაზკის სამხატვრო სკოლაში ფ.მალიავინთან, შემდეგ სამხატვრო აკადემიასთან არსებულ სასწავლებელში ი. რეპინის სახელოსნოში. მისი სადიპლომო ნაშრომი მცხეთობა ოქროს მედლით დაჯილდოვდა.1903-1904 წლებში მონაწილეობდა პერედვიჟნიკების…
1947-1953 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1954-1956 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასპირანტია.. მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში მულტფილმების მთავარ მხატვრად., სამხატვრო აკადემიაში ხატვის პედაგოგი იყო, ხოლო 1955-1958 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ფერწერის კათედრაზე . 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება. 1996 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი…
მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი. ირაკლი ოჩიაურმა სამხატვრო აკადემია 1951 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „ვაჟა ფშაველა.“ გამოფენებში მონაწილეობდა 1953 წლიდან. ამავე წლიდან გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. ირაკლი ოჩიაური სახელს უკავშირდება ქართული ჭედურობის ტრადიციის აღორძინება, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე…
