Skip to content Skip to footer

ბორის ფოგელი დაიბადა დაღესტანში. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში (1878). დაამთავრა თბილისის გიმნაზია. 1891 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1896-1997წწ. სწავლობდა პარიზის ჟიულიენის აკადემიაში; 1897-1902 წწ. – პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ თბილისში დაბრუნდა და მუდმივი მონაწილე იყო აქ მოწყობილი ყველა…

ნატალია ფალავანდიშვილი  ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია. მან 1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია,   სადაც  სწავლობდა იოსებ შარლემანისა და ლადო გრიგოლიას ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდშივე  დაიწყო მუშაობა წიგნის ილუსტრირების სფეროში, ქმნიდა ილუსტრაციებს საბავშვო ჟურნალებისათვის,   ასევე ხატავდა პეიზაჟებს, მუშაობდა აკვარელითა და გუაშითაც. მისი შემოქმედება , ძირითადად,…

მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი გიორგი (უფრო ცნობილი როგორც გიგი) კეშელავა ცხოვრობდა 1932 – 1993 წლებში თბილისში. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზა დაიწყო მაშინდელ პიონერთა და მოსწავლეთა, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში,  სადაც ფერწერასა და ხატვას გრიგოლ მესხის ხელძღვანელობით ეუფლებოდა. 1952 წელს გიგი კეშელავამ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო…

იოსებ შარლემანი იყო რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. მამამისი – ადოლფ შარლემანი ცნობილი მხატვარი იყო. იოსები სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში რუბოსთან. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „მირ ისკუსტვა“ (“Мир искусства”), „აპოლონი“ (“Аполлон”), „ლუკომორე“ (“Лукоморье”), „სატირიკონი“ (“Сатирикон”). შეასრულა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობას“ ილუსტრაციები.…

ესმა ონიანის შემოქმედება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. მისი ფერწერული ტილოები კოლორისტული სიმდიდრით და სულიერი სიღრმით გამოირჩევა. მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს ბავშვობის ხატოვანი მოგონებები, რომლებიც გამუდმებით ჩნდებიან მის პოეტურ, ნოსტალგიურ სურათებში.  ესმა ონიანი 1938 წლის 20 ივლისს დაიბადა, თბილისში. 1957–1963 წლებში სწავლობდა თბილისის…

ვერა ბელეცკაია – წარმოშობით რუსი გრაფიკოსი, სსრ-ის დამსახურებული მხატვარი  1914 წელს დაიბადა თბილისში.  იგი 1931-1937 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვ. სიდამონ-ერისთავისა და ი. შარლემანის ხელმძღვანელობით. მისი შემოქმედების  ძირითადი მიმართულებები იყო ილუსტრაცია და პეიზაჟები. ვ. ბელეცკაია მუშაობდა    გუაშით,  ტემპერითა და    აკვარელით.    აღსანიშნავია, მისი ფერადი ლინოგრავიურები …

ბ. ლომსიანიძე დაიბადა ქუთაისში. ქუთაისის სახვითი ხელოვნების სკოლის და შემდეგ სანქტ-პეტერბურგის ა. შტიგლიცის სახ. ხელოვნების და დიზაინის სახელმწიფო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი ესპანეთში მოღვაწეობს. ბ. ლომსიანიძე მულტიდისციპლინური არტისტია, რომელიც შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისშივე ირჩევს ქსოვილს როგორც მედიუმს: ქსოვილის მოქნილობა და ელასტიკურობა მხატვარს მის ტილოებსა და ინსტალაციებში…

ცნობილი ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი და მხატვარი. დაიბადა 1941 წლის 21 აგვისტოს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ანდრია ბალანჩივაძის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია, სადაც მისი პედაგოგები ცნობილი მუსიკოსები ლევ ობორინი და მარია იუდინა იყვნენ. ადრეული ბავშვობიდანვე ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, ერთი მხრივ როგორც სოლო შემსრულებელი, ასევე მის…

დიმიტრი ხახუტაშვილი მიეკუთვნება ორმოცდაათიანი წლების ქართველ მხატვართა თაობას. იგი დაიბადა 1927 წელს, ქ. თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იმ პერიოდისათვის ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები: მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი და სხვა. 1960 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა…

გელა ფილაური დაიბადა გორში, 1961 წლის 8 მაისს. 1976 -1980 წლებში სწავლობდა მ.თუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (ცხინვალი), შემდგომ — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე, 1981 – 1987 წლებში. გელა ფილაური მრავალი შემოქმედებითი კავშირების წევრია – საქართველოს მხატვართა კავშირის (2012 წ.-დან), ამავე წლიდან —…

დინარა ნოდიამ ემოქმედებითი გზის დასაწყისშივე (1950-იანი წლები) ახალი ტიპის  გამომსახველობა შეიტანა ქართულ გრაფიკაში. ინდუსტრიალიზაციის ამსახველი,  შრომის პათოსისა და სოციალისტური საზოგადოების წინსვლას მოტივებზე შექმნილი  კომპოზიციები, დაფუძნებული ავანგარდული კინოსა და ალექსანდრ როდჩენკოს ესთეტიკის პრინციპებზე,  საკავშირო არტ-კრიტიკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.   მონუმენტული სტილისტიკის მქონე,  ფერადი ლინოგრავიურების სერიები – „ჭიათურა“…

1979 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1986), მუშაობდა სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრში მთავარ მხატვრად. შემდგომ მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად. იგი სისტემატიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. გაფორმებული აქვს სპექტაკლები. 2007 წელს…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.