Skip to content Skip to footer

კარლო ფაჩულია (დ.1942) მუშაობს დაზგური ფერწერისა და გრაფიკის დარგში, აფორმებს წიგნებს, ქმნის ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს. თავდაპირველი სამხატვრო განათლება მან ქუთაისის სამხატვრო სკოლაში მიიღო (1955-1959), სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე (1964‑1970), სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში (1972-1975), 1969-1973 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვარი; გაზეთების – „ლიტერატურული…

ნინო ზაალიშვილის შემოქმედებითი სფერო დაზგური და წიგნის გრაფიკაა. ქმნიდა ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს. თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე (1970) მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიაში (1970-1972), 1972 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზე. 1976 წელს დაამთავრა პეტერბურგის რეპინის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.…

თამარ კარბელაშვილის  შემოქმედების ძირითადი სფერო დაზგური გრაფიკა, წიგნის გაფორმება და ილუსტრაციაა, თუმცა ქმნის ფერწერულ ტილოებსაც. 1962-66 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრებისთანავე გამომცემლობა „განათლებაში“ იწყებს მუშაობას, მოგვიანებით კი აქტიურად თანამშრომლობს სხვა გამომცემლობებთანაც და ნაყოფიერად ემსახურება წიგნის გამოცემის საქმეს. მხატვარი გამორჩეული, მეტყველი…

გიორგი როინიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე 1947 წლიდან ჟურნალ „დილის” რედაქციაში იწყებს მუშაობას და ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი სამხატვრო რედაქტორია. მან დაგვიტოვა ათეულობით ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნამუშევარი, წიგნების ილუსტრაციები. მუშაობდა პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრებში, ქმნიდა თემატურსა და აბსტრაქტულ ტილოებს, სატირულ ნახატებს;…

ნანა ცინცაძე 1971 წელს ამთავრებს თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტს და ამავე წლიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივსა და საერთაშორისო ბიენალეებსა თუ გამოფენებში. ძირითადად, იგი დაზგურ გრაფიკაში მუშაობს. იყენებს ოფორტის ტექნიკას, აკვარელს, პასტელს, ნახშირს, შერეულ ტექნიკას. აქვს ზეთითა და ტემპერით შექმნილი ნამუშევრებიც. ოფორტით განხორციელებულ ანაბეჭდთა უმრავლესობა შავ-თეთრის ეფექტებზეა აგებული,…

XX საუკუნის 60/70-იანელთა თაობის ქართველ გრაფიკოს მხატვართა შორის განსაკუთრებული ადგილი აქვსდამკვიდრებული. მრავალრიცხოვანია მხატვრის მიერ შექმნილი დაზგური ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თუმცა 2000-იანი წლებიდან იგი უფრო მეტად წიგნის გაფორმებით იყო დაკავებული, ქმნიდა ილუსტრაციებსა  და ექსლიბრისებს. 1972 წელს გოგი წერეთელი ამთავრებს თბილისის სამხატვრო აკადემიას. სტუდენტობის წლებიდანვე მონაწილეობს ძალზე…

დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს – თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის – არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924-1928წწ. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს ოჯახური პირობების გამო, გამოვიდა სამხატვრო აკადემიიდან…

  ნანა ჭურღულია (დ.1950) მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, გაფორმებული აქვს ხუთ ათეულზე მეტი წიგნი, ქმნის ექსლიბრისებს, დაინტერესებულია კერამიკითა და ლითონის მხატვრული დამუშავებით, მუშაობდა მხატვარ-დიზაინერად ესთეტიკის ინსტიტუტში (1974-76), იყო ჟურნალ „დილის“ დიზაინერ-ილუსტრატორი (1981 წლიდან), თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: „მერანი“, „საქართველო“, „განათლება“, „ნაკადული“, „მეცნიერება“. დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო სოხუმის სამხატვრო სკოლაში,…

ლალი ლომთაძე (დ.1955) დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს, ქმნის წიგნების ილუსტრაციებს, ექს-ლიბრისებს, მუშაობს კინო/ტელე მხატვრობის სფეროშიც. 1975-79 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კინო/ტელე ფაკულტეტზე. მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ150-ზე მეტ გამოფენაში. მათ შორისაა პერსონალური, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენები: თბილისში (1996, 1998, 2000), მოსკოვში (1980, 1983, 1985,…

მალხაზ კუხაშვილის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, შემოქმედებითი ცხოვრება 1960-იანი წლების დასასრულიდან იწყება. იგი ძირითადად მუშაობს გრაფიკის დარგში, არის რამდენიმე ათეულიმხატვრული, მუსიკალური, დოკუმენტური ფილმისა და რუსთაველის თეატრის სპექტაკლების მხატვარი. შესრულებული აქვს რამდენიმე პლაკატი და აფიშაც. 1968 წლიდან მალხაზ კუხაშვილი მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში. 1982-1993 წლებში კი…

თეატრისა და კინოს მხატვარი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი. ერთი იმ მოდერნისტთაგანი, რომლის შემოქმედება სრულიად შეუსწავლელია, თუმცა ის შეიძლება ჩაითვალოს ქართული თეატრის მხატვრობის ერთ-ერთ რეფორმატორად.  დაიბადა 1901 წელს საქართველოში. ფერწერისა და ქანდაკების სასწავლებელში მას ასწავლის ალექსანდრ ზალცმანი. 1922 წლიდან იგი ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს სწავლას. პირველად მისი ნამუშევრები 1922 წელს…

მამია მალაზონიას  შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით. იგი ქმნის ფერწერულსა და დაზგურ გრაფიკულ ნამუშევრებს, ილუსტრაციებს, პლაკატებს. მისი გატაცებაა ასევე თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება, კინომხატვრობა, მულტიპლიკაცია, მონუმენტურ-დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს მის მიერ გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი,“ რომლის თითოეული ილუსტრირებული ფურცელი რამდენიმე კომპოზიციისგანაა შედგენილი, გვთავაზობს სხვადასხვა ამბის ერთდროულ თხრობას, კონკრეტული…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.