Skip to content Skip to footer

ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი შალვა ქიქოძე დაიბადა 1894 წელს საქართველოში, სოფელ ბახვში.1902-1912 წლებში სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიით მოსკოვში გაემგზავრა და თავდაპირველად მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იურისპრუდენციის სწავლის პარალელურად, 1916-18 წლებში, ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტში,…

ვლადიმერ (ლადო) გუდიაშვილი ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, მონუმენტალისტი, თეატრისა და კინოს მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი, საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.ლადო გუდიაშვილი 1896 წელს თბილისში დაიბადა. 1910-1914 წლებში ის კავკასიის ნატიფი ხელოვნების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში სწავლობდა. 1915 წელს მისი…

მოდერნისტი ქართველი მხატვარი დავით კაკაბაძე ამავდროულად ხელოვნების თეორეტიკოსი, მეცნიერი და გამომგონებელიცაა. მე-20 საუკუნის ქართული მხატვრობის ისტორიაში მისი სახელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.დავითი 1889 წელს იმერეთში, სოფელ კუხში დაიბადა. მალე ოჯახი ქუთაისში დაფუძნდა და ის ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს. დავითი ბავშვობიდან გამორჩეული იყო მრავალმხრივი ინტერესებით, მიდრეკილებით როგორც საბუნებიმეტყველო საგნების…

გიორგი (გიგო) გაბაშვილი – ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1929), ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისში, კ. კემპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფრანც რუბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისთვის ქმნიდა სურათებს. 1886-1888 წლებში სწავლა გააგრძელა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ბ. ვილევალდეს…

თამაზ კაკაბაძე ( კაკაჩა ) იყო ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი – მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ქართული მხატვრობის ერთერთი გამორჩეული წარმომადგენელი. მან 1954-1996 დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი პროფესორ დიმიტრი თაყაიშვილის სახელოსნო. მხატვრის შემოქმედების ძირითადი თემებია პეიზაჟი, ნატურმორტი და კომპოზიცია;…

გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი დაიბადა 1941 წელს ცნობილი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. 1971 წლიდან გოგი ალექსი-მესხიშვილი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვრად, ასევე თანამშრომლობდა…

ლადო ფოჩხუა დაიბადა სოხუმში 1970 წელს, სახელოვნებო განათლება მიიღო თავდაპირველად 1990-1993 წლებში სოხუმის სახვითი ხელოვნების სახელოსნოში, შემდეგ კი 1993-2001 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების მიმართულებით, ხოლო 2001 წელს დაამთავრა აკადემია ფერწერისა და ბეჭდვის მაგისტრის ხარისხით. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველო, რუსეთი,…

ირინა რაზმაძე მუშაობდა გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციის, თეატრის მხატვრობის დარგში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის მიმართულება. მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ა. ციმაკურიძე, ვ. კროტკოვი, ს. ქობულაძე, დ. ქუთათელაძე. ილუსტრირებული ჰქონდა 200-მდე წიგნი, 400-მდე მუსიკალური ნაწარმოები, შექმნა მრავალი კინოპლაკატი. ირინა რაზმაძის მსუბუქი გრაფიკული მანერით…

შალვა მამალაძე, ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი, 1922- 28 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მისი პედაგოგები იყვნენ გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე, ალ.ციმაკურიძე. 1939- 63 წლებში თავდვე ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.შალვა მამალაძის შემოქმედებაში წამყვანია პეიზაჟის ჟანრი, „ბუნება მუდამ…

ნუგზარ მეძმარიაშვილი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1982), მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, შექმნილი აქვს მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნებისა და მინანქრის ნიმუშები. იყენებს ოფორტისა და ლითოგრაფიის ტექნიკას, გატაცებულია კომპიუტერული გრაფიკით. 1971 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებსა (1976, 1981 ) და სიმპოზიუმებში (1961,…

გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ აბაკელიას შვილია. მან 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გულდა კალაძე მრავალფეროვანი შემოქმედი იყო. მისი ნიჭი და ინდივიდუალიზმი გამოვლინდა ფერწერასა და გრაფიკაში, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო, რომელშიც…

გიორგი ჩაჩანიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984- 1989). 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1993 მუშაობდა საქართველოს ფოლკლორის სასახლესთან არსებულ ხატვის წრის ხელმძღვანელად, ხოლო 1994-2006 წლებში იყო ს.ტ.უ. სახვითი ხელოვნების კათედრის ასოცირებული პროფესორი. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის,ხატვის მიმართულებაზე…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.