Skip to content Skip to footer

გურამ გელოვანმა 1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მხატვარ გ. გელოვანის თაობა, რომელიც შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იანი წლებიდან გამოდის, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საბჭოთა სისტემის ფარგლებში. ამ თაობის მხატვრული პრაქტიკაც ოფიციალური, ჯერაც სოც- რეალისტური მეთოდით რეგლამენტირებულ გარემოში ფუნქციონირებდა, ამავდროულად, მასში უკვე მოიაზრებოდა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პოტენციალი. 1954 წლიდან აქტიურად…

მხატვარი, მულტიმედიური, ვიდეო და ინსტალაციების არტისტი, დაიბადა თბილისში. ამჟამად ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს და სახელოვნებო პროექტებს მართავს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. სონღულაშვილმა ხატვა ღრმა ბავშვობაში დაიწყო. 2013 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის (New York Academy of Art)…

სოფო ჩხიკვაძე დაიბადა საქართველოში, თბილისში 1972 წელს. ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს ინგლისში (ლონდონი).   ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯის დამთავრების შემდგომ, პროფესიული განათლება და  მაგისტრის წოდება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური ხელწერით, გარკვეულწილად ნაივური სტილით, რომელიც პირდაპირ ემოციურ გავლენას ახდენს მნახველზე. სოფოს…

ლევან ცუცქირიძე ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), პროფესორი (1990), ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი (1974). 1946-1957 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1960 წელს დაამთავრა აკადემიის ასპირანტურა პროფესორ სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. 1975- 2005 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის…

ნათელა იანქოშვილმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1943). მალევე გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მისი პედაგოგები იყვნენ ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე და სერგო ქობულაძე. ნ. იანქოშვილი მუშაობდა როგორც ფერწერის, ისე გრაფიკასა და წიგნის ილუსტრაციაში. 1966 წელს გამოიცა იაპონურ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი ნათელა იანქოშვილის ილუსტრაციებით. მხატვრამა უარი…

მაია ნავერიანი (დაბ.1966 წელს, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე კი მხატვარ გია ეძგვერაძესთან. 1989 წლიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის…

ლეოპოლდ ძაძამიძე (1922–1966) ქართველი ფერმწერი  – პეიზაჟისტი და XX საუკუნის 1950/1960-იანი წლების ქართული მხატვრობის წარმომადგენელია. ძაძამიძე 1922 წლის 20 ნოემბერს ზუგდიდში დაიბადა. 1941/1947 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, ალექსანდრე ციმაკურიძის კლასში. ქართული პეიზაჟური მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის შემოქმედებითმა გამოცდილებამ არსებითი გავლენა მოახდინა…

გრიგოლ ჩირინაშვილმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1943 წელს; 1965 წლიდან ამავე აკადემიის პედაგოგი იყო (1982 წლიდან — პროფესორი). სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში. 1978 წელს მხატვრულად გააფორმა გურჯაანის შინმოუსვლელთა მემორიალი. შექმნა თბილისის თემისადმი მიძღვნილი სურათები, მ. შ. „ვანო სარაჯიშვილი“ (1955), „ქართული პური“ (1970), „ფიროსმანი“ (1975) „ჩემი თბილისი…

1936-40 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 1946 წელს დაამთავრა ფერწერის ფაკულტეტის ასპირანტურა. 1948 წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი. 1948-1953 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“ მხატვრულ რედაქტორად. 1966-1975 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე ასწავლიდა ფერწერასა და კომპოზიციას. ხელოვანი არის საქართველოს…

რობერტ სტურუა ქართველი ფერმწერ-მონუმენტალისტი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1965). 1933 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე. მის შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები , როგორიცაა “გამარჯვების ზეიმი” – ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა(1945-1950),…

ეთერ ჭკადუა დაიბადა 1965 წელს თბილისში.  1981-1986  წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე. 1987-1988  წლებში მონუმენტური ხელოვნების ფაკულტეტზე, ასპირანტურაში. საქართველო დატოვა 1988 წელს. ამჟამად ცხოვრობს  და მუშაობს  ნიუ იორკში ( აშშ), კინგსტონში (იამაიკა) და თბილისში (საქართველო). თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაქორწინდა ამერიკელ ენათმეცნიერზე კევინ ტუიტზე და 1988…

ა. ციმაკურიძე იწყებს სწავლას კავკასიის ნატიფი ხელოვნების ხელშეწყობის სკოლაში ბორის ფოგელთან და ოსკარ შმერლინგთან. შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში და ჩაირიცხა კ. იუონის სტუდიაში. მოგვიანებით სტროგანოვების ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელშია, ხოლო 1906 წელს აქვე განაგრძო სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ნ.…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.