Skip to content Skip to footer
შემოდგომა. სპილენძი. 1976. 70x70 სმ

ჯუმბერ ხუხუნაიშვილი – ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი, ლითონის მხატვრული დამუშავების ოსტატი, გრაფიკოსი, პედაგოგი. სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა (1953-59) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1959-62). მისი პედაგოგები იყვნენ ივანე ჩხენკელი, ალექსანდრე ქურდიანი. ჭედურობის დარგში აღსანიშნავია მისი ნამუშევრები: ცხენები, ოთხი ჯიხვი (1965), ლომები, ვეფხვი და…

მზია ჯაფარიძე (დ. 1944, ონი)  –  ქართველი გრაფიკოსი, რომლის შემოქმედების ძირითადი სფეროა დაზგური გრაფიკა, განსაკუთრებით  –  ფერადი ოფორტი. მისი ნამუშევრები XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული გრაფიკის იმ ტენდენციას უკავშირდება, რომელშიც ეროვნული მოტივები და ყოველდღიური ცხოვრების სცენები ლირიკული, ინდივიდუალური მხატვრული ენით გამოიხატება. ჯაფარიძემ თავდაპირველად სამხატვრო სასწავლებელში…

ქართული კერამიკული ხელოვნების  გამორჩეული წარმომადგენელი და  პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი,  ზაქარია მაისურაძე ერთდორულად იყო მხატვარიცა და მკვლევარიც. მან პირველმა დაიწყო შუა საუკუნეების ქართული კერამიკის ტექნოლოგიის შესწავლა; ამას გარდა, პირველმა შექმნა კერამიკული დეკორატიული პანოები და ფერადოვნებით გამორჩეული დაზგური კერამიკული  კომპოზიციები,…

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების ფაკულტეტი. 1960–1961 წლებში მუშაობდა ჟურნალში დროშა მთავარ მხატვრად; 1964–1980 წლებში იყო ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი მხატვრი. როგორც მხატვრობაში, ისე ქანდაკებაში მან შექმნა სახასიათო ფორმათა სისტემა. მისი ქანდაკებებისათვის დამახასიათებელია მონუმენტურობა, ფორმის განზოგადება, მასალის ხაზგასმული ტექსტურულობა. ნამუშევართაგან აღსანიშნავია:…

1977 წელს მალხაზ თავაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია კინო-ტელემხატვრის სპეციალობით (პედაგოგები: სერგო  ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, დიმიტრი თაყაიშვილი, გოგი თოთიბაძე). 1980-1983 წლებში სწავლა განაგრძო  სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში. მხატვრის ძირითადი ნამუშევრებია:  საგალობლები (1980), ძველი თბილისი (1981), ოფორტებისა და მონოტიპიების სერიები, ლითოგრაფიები… მისი მრავალდარგობრივი…

ავთანდილ მონასელიძე 1968-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე (პედაგოგები: ვალენტინ თოფურიძე, გოგი ოჩიაური). მხატვრის ძირითადი ნამუშევრებია: მინდვრის დედოფალი (1975. ბრინჯაო), ქირონი და ორფეოსი (1988. ბრინჯაო), მრავალფიგურიანი კომპოზიცია ბერიკაობა (1991. ბრინჯაო. თბილისი), მეტრო ვარკეთილის შესასვლელი (1986), რელიეფი თბილისის აეროპორტის ვესტიბიულისთვის… მოქანდაკეს მიღებული აქვს…

ზაირა ბეჭვაიამ, იაკობ ნიკოლაძის სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1973 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე პედაგოგების, გამოჩენილი სახალხო მხატვრების ა. ქუთათელაძის, კ. მახარაძისა და ე. კალანდაძის კლასში. აკადემიის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა, წამყვან ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. მას ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა: მოსკოვის მხატვრის…

მანანა ბელიაშვილმა 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პედაგოგები იყვნენ პედაგოგები: ვ. გრიგოლია, ვ. ჯაფარიძე, ი. შარლემანი. სადიპლომო ნამუშევარი იყო ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციები, ი. შარლემანის ხელმძღვანელობით.წლების მანძილზე მუშაობდა გამომცემლობებში წიგნის გრაფიკის სფეროში; თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: “სახელგამი”, “საბჭოთა მწერალი”, “ზარია ვოსტოკა”. მუშაობდა აგრეთვე…

კერამიკოსი და ტანსაცმლის დიზაინერი, ირინა ელისტრატოვა-ასათიანი 1968-1973 წლებში  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა კერამიკის სპეციალობით. სწავლის დასრულების შემდგომ, 1978-1981 წლებში  მუშაობდა სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის შემოქმედებით სახელოსნოში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ   ვასილ შუხაევი, რომუალდ  ცუხიშვილი და  ამირ კაკაბაძე. ირინა ელისტრატოვა-ასათიანის  შემოქმედებიდან აღსანიშნავია: დეკორატიული შავკრიალა კერემიკის ლარნაკები…

ქეთევან რუხაძე   – გრაფიკოსი, კერამიკოსი, წიგნის ილუსტრატორი და დეკორატორი, 1968-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე. იყო სამხატვრო აკადემიის კერამიკა-მინისა (1983-1991) და მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის უფროსი პედაგოგი (1989). მისი ძირითადი ნამუშევრები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის შექმნილი დეკორატიული კომპოზიციებია.  ხელოვანის  ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მესტიის…

ვახტანგ გივის ძე გულისაშვილი  –  ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, დეკორატორი, დიზაინერი და მთეგავი; სსრკ მხატვართა კავშირის წევრი. 1960–1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ უჩა ჯაფარიძე და სერგო ქობულაძე. მისი შემოქმედება უკავშირდება XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ხელოვნებას და მოიცავს დაზგურ…

გივი გულისაშვილი – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი. 1938 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი  მოსე თოიძე). ამავე  წლიდან დაიწყო მონაწილეობა რეგულარულ სამხატვრო გამოფენებში.   მისი შემოქმედების ძირითადი მოტივებია ცხენების გამოსახულებები, ნატურმორტები და ისტორიულ პირთა პორტრეტები. დასურათებული აქვს წიგნები: ეკატერინე გაბაშვილის მაგდანას ლურჯა, იროდიონ …

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.