თამაზ ხუციშვილმა 1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატრო აკადემია. სწავლობდა პროფესორ ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში. ამავე აკადემიაში ასწავლიდა 1967-1999 წლებში. 1996 წლიდან ასწავლის ფერწერას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე. გამოფენებში მონაწილეობას იღებს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. 1965 წლიდან იგი მონაწილეობს მხატვართა კავშირისა თუ სამხატვრო ფონდის მიერ მოწყობილ ყველა გამოფენაში, აგრეთვე საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საკავშირო გამოფენებში. მხატვარი არის ათეულობით საბავშვო წიგნის ილუსტრატორი და გაფორმებული აქვს მრავალი ფილმი თუ სპექტაკლი საქართველოს დრამატულ და მუსიკალურ თეატრებში. თამაზ ხუციშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს სამხატვრო ფონდებში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერიასა და აღმოსავლეთისა ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიაში და სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო ინსტიტუტის ფონდებში, აგრეთვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. 1993 წელს თამაზ ხუციშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
სხვა ავტორები
ვახტანგ (ვატია) დავითაშვილი ცხოვრობდა თელავში, სწავლობდა კიევის საავიაციო უნივერსიტეტში, დაუახლოვდა იმ დროს კიევში მცხოვრებ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი გატაცება მხატვრობით. მან ფარაჯანოვთან გაიცნო საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების წარმომადგენლები და თბილისში დაბრუნების შემდეგ ავთო ვარაზის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. ვატია დავითაშვილი მეამბოხედ, თავისუფალ ადამიანად…
გიორგი გეგეჭკორი – ფერმწერი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გოგი გეგეჭკორი არის ფერწერის რეალისტური სკოლის მიმდევარი. შემოქმედების მთავარი თემაა პორტრეტი. მან სახელი გაითქვა ქართველ მეფეთა, საზოგადო მოღვაწეთა და ქართული თეატრის ცნობილ მსახიობთა პორტრეტული სერიებით. 1990-იანი წლებიდან…
გიორგი გუგუშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1985-1986 წლებში იყო ფოთის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი. გაფორმებული აქვს სპექტაკლები: „კოლხეთის დაბლობი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „თეთრი ბაირაღები“. 1991-1993 წლებში სატელევიზიო გადაცემების დამდგმელი მხატვარი იყო, 2007-2012 წლებში კი – თბილისის სამხატვრო აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, პროექტებისა…